დენტალური იმპლანტაცია რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა იმპლანტაციის ტექნიკა და დამხმარე საშუალებები. მიუხედავად ფასისა და ქირურგიული პროცედურის საჭიროებისა, დღესდღეობით კბილის ამოღების შემდეგ მისი აღდგენის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. აი რამდენიმე მიზეზი ერთეული დანაკლისი კბილის შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს იმპლანტს ხიდთან შედარებით:
1. ტიტანის იმპლანტი მაქსიმალურად უახლოვდება რეალური კბილის ფესვის ფორმას, ფუნქციას და გამძლეობას.
2. ადვილია ჰიგიენის დაცვა. რამდენადაც არაა დაფიქსირებული მეზობელი კბილის გვირგვინზე, თავისუფლად ხდება ფლოსის გატარება და წმენდა იმპლანტის ირგვლივ.
3. მეზობელი კბილების დაზოგვა. ხიდისგან განსხვავებით არაა საჭირო მათი დამუშავება და საყრდენად გამოყენება.
4. ძვლის შენარჩუნება. კბილის ამოღების შემდეგ ბუნებრივად მიმდინარე ძვლის ატროფია, რომელიც მეზობელ კბილებსაც აზიანებს, არ ვითარდება იმპლანტაციის შემთხვევაში.
5. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტზე დამაგრებული კონსტრუქციის — გვირგვინის, ხიდის, პროთეზის მოხსნა და კვლავ დამაგრება. განსაკუთრებით როცა გამოიყენება ჭანჭიკებით ფიქსაცია და არა დაცემენტება.
6. თუ გავითვალისწინებთ ხიდისთვის საჭირო ყველა პროცედურას, ასევე მისი გამოცვლის საჭიროებას, ფასებს შორის განსხვავება არც ისე დიდია, როგორც შეიძლება წარმოგვედგინოს.
7. გამოყენების ხანგრძლივობა. საშუალოდ, იმპლანტზე დამაგრებული კბილი ბევრად იშვიათად საჭიროებს შეცვლას, ვიდრე ხიდი. უმრავლეს შემთხვევაში კი საერთოდ არ იცვლება.
8. ხიდის საყრდენად გამოყენებული კბილები დროთა განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში განიცდის უარყოფით ცვლილებებს, მაშინ როცა იმპლანტების დასამზადებლად გამოყენებული ტიტანი ბიოშეთავსებადია და პრაქტიკულად არ ზიანდება.
gamarjobat!dzalian mchirdeba tqveni rcheva ratqmaunda savaraudod radgan piradad ver mxedavt rom damikonkretot.wina 6kbili zeda mxares janmrtelia ukana kbilebi 2chasmulia da gadakruli maq damatebit 2kbilze anu 4kbilze erti kbili armaq zedamxares da kbilebi dashorda ertmanets titqmis yvela kbili daplombili maq, wina kbilebis garda. magram, kbilebi dzalian dablebia roca vicini xrdzili chans da dzalian araestetiuria da ulamazoa. qveda ybazec 2kbili armaq da bolodan 4kbili daplombiliaa orive mxares.rac tavi maxsovs sul kbilis eqimtan davdivar svaraudod genetikurad maq aseti kbilebi.minda amovixo chemi kbilebi da gaviketo implantebi mtels piris xrushi da rajdeba savaraudod mtliani piris xrus chasma.umetalo keramika cirkonit . minda iyos mudmivi uketesi tu arsebobs rame dxesdxeobit ?gmadlobt winaswar
ყველა კბილის ამოღება და იმპლანტების ჩასმა ეს ასე მარტივად მხოლოდ ჟღერს. ამის უკან დგას უამრავი ქირურგიული და არაქირურგიული პროცედურა, პოსტოპერაციული ტკივილი, გართულებების მაღალი რისკი სამუშაოს დიდი მოცულობის გამო, იმპლანტების დაკარგვის შემთხვევაში ყბის დეფორმაცია და კიდევ ბევრი მოსალოდნელი პრობლემა. მე ნამდვილად არ გირჩევდით ამ იდეის განხორციელებას, მითუმეტეს საქართველოში. იმპლანტაცია არ შეიძლება გამოიყენებოდეს არსებული კბილების ჩასანაცვლებლად. არამედ დაკარგული კბილების აღსადგენად მხოლოდ.
რადგან ახსენეთ, რომ კბილები დაშორდა, ასევე ისე გარემოება რომ თითქმის ყველა კბილი დაბჟენილი გაქვთ, მაფიქრებინებს, რომ ღრძილები არაა ჯანმრთელი. ეს კიდევ ერთი ხელშემშლელი პირობაა იმპლანტაციისთვის.
ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, თქვენს პრობლემას “ღრძილისმიერი ღიმილი” ეწოდება და ქირურგიული გზით შეიძლება კორექცია.
მაქვს ორი კბილი ამოგებული მე-6 და მე-7 სიბრძნის კბილი დაპლომბილია. მქონდა მეტალის ხიდი მოირყა და მოვიხსენი, რას მირჩევთ რომელი ხიდი გავიკეთო მე-5 და მე-8 კბილს შორის?
თუ იმპლანტაციის ვარიანტს არ განიხილავთ, მაშინ ისევ ხიდი უნდა დამზადდეს — მეტალოკერამიკის ან ცირკონოკერამიკის.