სიბრძნის კბილები: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

12240158_1066456196727882_8660696752365878684_n

“სიბრძნის კბილი” ანუ კბილთა რკალში სულ ბოლო, მე-8 კბილი პირის ღრუში ოთხია — ორი ზედა და ორი ქვედა ყბაზე. ისინი რუდიმენტულ ორგანოებს განეკუთვნებიან ანუ ისეთებს, რომლებმაც ევოლუციის პროცესში თავისი ფუნქცია დაკარგეს და თანდათან ქრებიან. ეს იმას ნიშნავს რომ ახალი თაობის სულ უფრო ნაკლებ წარმომადგენელს ექნება მერვე კბილი. მაგრამ სანამ იგი ჯერ კიდევ გვაქვს, ჩემი პირადი აზრით სიბრძნის კბილს პრობლემის მეტი არაფერი მოაქვს.

ეს კბილები ყველაზე გვიან იჭრება, 15-16 წლის ასაკიდან ზევით. სწორედ ამიტომ უწოდეს “სიბრძნის”. ვინაიდან ზემოთ ნახსენები იგივე ევოლუციური მიზეზების გამო ქვედა ყბის ძვლის ზომაც მცირდება, სიბრძნის კბილის ამოსაჭრელად კბილთა რკალში ადგილი თითქმის არასოდეს აღარ რჩება როცა ყველა დანარჩენი კბილი ამოჭრილია. ამის გამო ამოჭრის პროცესი რთულად და ხანგრძლივად მიდის და შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამავდროულად აწვება მეზობელ კბილს და ზოგჯერ მთელ რკალში იწვევს კბილების გადანაცვლებას. ამიტომ, თუკი საკმარისი ადგილი არაა მისი ამოღება სასურველია ადრევე, სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებებს გამოიწვევს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიბრძნის კბილის არასწორი მდებარეობის გამო მისი ამოჭრა შეუძლებელია, მაგ. როცა ჰორიზონტალურ პოზიციაშია. ასეთ შემთხვევაში თუმცა პაციენტს კბილი არ აწუხებს, მაგრამ წლების განმავლობაში ხშირად მის ირგვლივ კისტა ვითარდება და უფრო რთული ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ხშირად მერვე კბილს იღებენ ორთოდონტიული მკურნალობის დაწყების წინ კბილთა რკალში სივრცის შესაქმნელად, რომელიც საჭიროა კბილების გადასანაცვლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა რეციდივი განვითარდეს და კბილები საწყის პოზიციას დაუბრუნდეს.

დაბოლოს, სიბრძნის კბილის მდებარეობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მისი სრულყოფილად გახეხვა, ღეჭვის პროცესში არ მონაწილეობს, რის გამოც მის ირგვლივ მუდმივად გროვდება ნადები და ორგანიზმში ბაქტერიული ინფექციის გავრცელების კერას წარმოადგენს. მხოლოდ ეს მიზეზიც კი საკმარისია, რომ სიბრძნის კბილის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.