ხშირად გაგვიგია შემთხვევები, როდესაც რომელიმე სპეციალისტი — პედიატრი, ორთოდონტი ან ლოგოპედი ურჩევს მშობელს, რომ პატარას ჩაუტარდეს ენის ლაგამის კორექცია. რას წარმოადგენს ლაგამი პირის ღრუში და რა გართულებებს შეიძლება იწვევდეს მისი ანომალიური მიმაგრება?
ზოგადად ლაგამი ლოწოვანი ქსოვილის ან კანის ნაწილია, რომელიც მიმაგრებულია მოძრავ ქსოვილზე და ზრუდავს მის მოძრაობას. პირის ღრუში ლაგამის ორი სახეობაა: ტუჩის ლაგამი და ენის ლაგამი. ტუჩის ლაგამი ტუჩის შიდა მხარეს ამაგრებს ღრძილის გარეთა ზედაპირზე, ხოლო ენის ლაგამი
— ენის ქვედა ზედაპირს ღრძილის შიდა ზედაპირზე. ტუჩის ლაგამი ყველაზე კარგადაა გამოხატული ზედა ცენტრალურ საჭრელ კბილებთან. მას ნათლად დაინახავთ, თუ ზედა ტუჩს თითებით წინ და ზემოთ გადაადგილებთ. მცირედ გამოხატული ტუჩის ლაგამი რამდენიმეა, როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე.
ლაგამის ანომალიური მიმაგრება ხშირად იწვევს ღრძილის დაზიანებას გადაჭარბებული დაჭიმვის გამო. ამ დროს ვითარდება ღრძილის რეცესია. ასევე ართულებს კბილების გახეხვას ლაგამის ზონაში. ამ ორივე მიზეზის გამო ხშირად ვითარდება პაროდონტის დაავადება.
ტუჩის ლაგამისგან განსხვავებით, ენის ლაგამის ანომალიური მიმაგრება ფუნქციურ დარღვევებსაც იწვევს — კვების პრობლემა ჩვილებში, მეტყველების დარღვევა, ტკივილი და დისკომფორტი, ღრძილის დაზიანება, თანკბილვის დარღვევა. ზედა ტუჩის ლაგამის არასწორი მიმაგრებითაა ხშირად გამოწვეული დიასთემა — სივრცე ცენტრალურ საჭრელებს შორის.
ლაგამის კორექციის პროცედურას ფრენექტომია ეწოდება. იკი საკმაოდ მარტივი მანიპულაციაა, რომელიც სრულდებაა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ქირურგიული სკალპელით ან ლაზერით.
თუ რომელ ასაკში უნდა გაკეთდეს ლაგამის კორექცია, ამ თემაზე ბევრს კამათობენ. ჩემი აზრით ეს პირველ რიგში დამოკიდებულია თუ რა პრობლემა გვაქვს უკვე სახეზე. მაგალითად ენის ლაგამის ანომალია შეიძლება ჩვილს ხელს უშლიდეს წოვაში. ასეთ შემთხვევაში კორექცია რათქმაუნდა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლად. ზოგადად ფრენექტომიის დაგეგმვისას არ უნდა იქნას იგონირირებული მისი კორექციის ალბათობა თავისათავად, ორგანიზმის ზრდასთან ერთად. მაგალითად, დიასთემა შეიძლება თავისთავად დაიხუროს მუდმივი კბილების ამოჭრისას. ამიტომ პროცედურის აუცილებლობაზე საუბარი უფრო სწორია მუდმივი კბილების ამოჭრის შემდეგ. 12-13 წლის ასაკამდე არ არის აუცილებელი ამ პროცედურის ჩატარება, გარდა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებისა, როდესაც ლაგამი მეტყველების დარღვევის მიზეზია, ან ადრეულ ასაკში ჩნდება ღრძილის ქსოვილის დაზიანების ნიშნები.
Chavisvi kbilebi(cereki), eqimis tqmit mqonda cveta, amimaglA tankbilva, 6 tvis shemdeg chamomitkda sagechi kbilebi, isev damecxo cina kbilebze diskonforti, ras mirchevt, ra vqna? Eqimi michemebs bruqsizmi gaqvso, rogor davadgino ?
ბრუქსიზმის შემთხვევაში ყველაზე ადვილი გზაა გამოიყენოთ დამცავი კაპა ღამით.