პარესთეზია – გართულება ანესთეზიის შემდეგ

100818167ეფექტური საანასთეზიო საშუალებები ალბათ თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. სანამ ანესთეტიკის შეყვანის სხვა ეფექტური გზები არ აღმოუჩენიათ, ჩვენ ისევ ინექციურ ანესთეზიას ვიყენებთ. ყოველთვის, როცა ინექცია ტარდება და ნემსი ქსოვილში შედის, გართულების ალბათობა არსებობს. სტომატოლოგიაში კი, სადაც ანესთეზიის მიზანია რაც შეიძლება ნერვთან ახლოს მივიტანოთ საანესთეზიო საშუალება, ნერვის დაზიანება არცთუ ისე იშვიათიგართულებაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ანესთეზიის ჩატარების ტექნიკაც და ანატომიური თავისებურებაც, როცა ნერვი ცოტა უფრო სხვაგვარად მდებარეობს ვიდრე უნდა იყოს. ამ მიზეზებით შესაძლოა ინექციის დროს მოხდეს ნერვის გაჩხვლეტა და გამოიწვიოს გართულება – პარესთეზია.

პარესთეზია — ეს არის მდგომარეობა, როდესაც გარკვეული უბნის მგრძნობელობა შეცვლილი ან დაქვეითებულია ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ. ჩვეულებრივ, ანესთეზიის მოქმედება თანდათან მცირდება 2-3 საათის შემდეგ, ხოლო 6-7 საათის შემდეგ სრულად ქრება. ძალიან იშვიათა შემთხვევებში ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ შეიძლება აღინიშნებოდეს დაბუჟება, მაგრამ პარესთეზიის დიაგნოზი მხოლოდ 24 საათის შემდეგ შეიძლება დავსვათ.

პარესთეზია უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ქვედა ყბაზე ანსეთეზიის ჩატარებისას, რადგან ამ დროს გამოყენებული ტექნიკისას ნემსი ყველაზე ახლოს მიდის ნერვთან.

პრაქტიკულად არ ხდება ისე, რომ სტომატოლოგიური ანესთეზიის შემდეგ განვითარებული პარესთეზიის დროს მგრძნობელობა მთლიანად იყოს მოშლილი, ისევე როგორ ანესთეზიის მოქმედების დროს. უფრო ხშირად პაციენტები აღნიშნავენ მგრძნობელობის დაქვეითებას, ჩხვლეტის ან სიცივის შეგრძნებას, გემოს აღქმის შეცვლას.

უმრავლეს შემთხვევაში ასეთი პარესთეზია გაივლი 10-14 დღეში რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის გარეშე, იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ქირურგიული პროცედურის შემდეგ განვითარებული პარესთეზიის მიზეზი შესაძლოა ნერვის სხვა სახის დაზიანება იყოს. ამ შემთხვევაში მკურნალობაც და გამოსავალიც განსხვავებულია.

Advertisements

2 thoughts on “პარესთეზია – გართულება ანესთეზიის შემდეგ

  1. კბილის დაპლომბვის დროს დამემართა პარესთეზია,ორი კვირაა და ისევ დაბუჟებული მაქვს,როგორ დავაჩქარო აღდგენის პროცესი?

    1. როგორც პოსტშია აღნიშნული “უმრავლეს შემთხვევაში ასეთი პარესთეზია [ანეთეზიით გამოწვეული] გაივლი 10-14 დღეში რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის გარეშე, იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.” ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ნევროლოგს.
      თუ არხების დაბჟენა ჩატარდა ქვედა ყბაზე, შესაძლოა დაბუჟება გამოწვეული იყოს არა ანესთეზიით, არამედ არხის საბჟენი მასალის გადასვლით ფესვის ირგვლივ ქსოვილებში და ქვედა ყბის ნერვზე კომპრესიით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ამ მასის მოშორება რაც შეიძლება მალე. ეს პრობლემა კარგად გამოჩნდება რენტგენზე. მხოლოდ ორთოპანტომოგრამაზე (სადაც მთლიანი ყბა ჩანს) და არა პატარა დენტალურ რენტგენზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s