“პროთეზის წებო” — შესაძლო საფრთხე ჯანმრთელობისათვის

მათ, ვინც მოსახსნელ პროთეზს ატარებს ხშირად აქვთ მისი ფიქსაციის პრობლემა. ახლად დამზადებულ და კარგად მორგებული პროთეზის შემთხვევაში ფიქსაცია სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ დროთა განმავლობაში პროთეზის ქვეშ ძვლოვანი ქსოვილი განილევა, ჩნდება სივრცე, რის გამოც პროთეზი მოძრაობს ან ვარდება. დასაწყისისთვის რეკომენდებულია საფიქსაციო საშუალებების გამოყენება, მომავალში კი აუცილებელია პროთეზის თავიდან მორგება ან შეცვლა.

პროთეზის საფიქსაციო საშუალებებიდან ყველაზე ხშირად ადჰეზივები  ანუ კრემები გამოიყენება, “პროთეზის წებო”, როგორ მას ზოგჯერ უწოდებენ. მათი უმრავლესობა წყალში ხსნადია და შესაბამისად ნერწყვი ჩამორეხცავს. ასეთი გზით იგიკუჭში ხვდება.

პროთეზის ადჰეზივების მომხმარებელთათვის საფრთხეს ადჰეზივის ჭარბი რაოდენობით გამოყენება წარმოადგენს, რითიც ისინი ცდილობენ ფიქსაციის გაუმჯობესებას. ამ საშუალებების უმრავლესობა თუთიას (ცინკს, Zn) შეიცავს, რომელის სიჭარბე ორგანიზმში დროთა განმავლობაში იწვევს სისხლში სპილენძის შემცველობის შემცირებას, შედეგად კი სისხლის შემადგენლობის ცვლილებასა და ნერვული სისტემის დაზიანებას (ნეიროპათია).

ქვემოთ მოყვანილია სურათები, სადაც ნაჩვენებია რა რაოდენობით და როგორ უნდა მოთავსდეს ადჰეზივი ზედა და ქვედა პროთეზზე.

საჭირო რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ადჰეზივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ამ დროს ორგანიზმში მოხვედრილი თუთიის რაოდენობა დღიურ ნორმას არ აჭარბებს. ალტერნატივას წარმოადგენს იმ ადჰეზივების გამოყენება, რომელიც თუთიას არ შეიცავს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s