სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ

“უშაქრო საღეჭი რეზინი” —  ეს ფრაზა ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია სატელევიზიო რეკლამების წყალობით. მარკეტერების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სტომატოლოგების აზრიც თუ გაინტერესებთ, ისინი არამარტო დასაშვებად თვლიან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებას, არამედ მიესალმებიან და რეკომენდაციასაც უწევენ. 

უშაქრო რომ კარგია, ეს ალბათ გასაგებია. სტომატოლოგები შაქართან ცუდ დამოკიდებულებაში არიან, რადგან იგი იმ ბაქტერიების “საკვებია”, რომლებიც კარიესსა და ღრძილების დაავადებას იწვევენ. ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი უშაქრო უკვე კარგია. კიდევ უკეთესია ის, რომ შაქრის მაგივრად ასეთი საღეჭი რეზინები უმეტესად შეიცავს ქსილიტოლს, რომელიც სტომატოლოგების კიდევ ერთი საყვარელი პროდუქტია. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ქსილიტოლი ხელს უშლის “ცუდი” ბაქტერიების გამრავლებას პირის ღრუში. ამიტომ მისი შემცველი საღეჭი რეზინის, დრაჟეების თუ სხვა პროდუქტის გამოყენება ამცირებს კარიესის გაჩენის რისკს. 

შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებისთვის არის ის, რომ იგი ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციას ახდენს. ნერწყვი პირის ღრუს ბუნებრივი გარემოს კომპონენტია, რომელიც ჩამორეცხავს საკვებ ნაწილაკებს კბილის ზედაპირიდან. ნერწყვის გარეშე ეს ნარჩენები უბრალოდ გაიხრწნებოდა პირის ღრუში. ამიტომ საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ ხელს უყობს კბილების ბუნებრივ წმენდას. გარდა ამისა, ნერწყვი შეიცავს საჭრო მინერალებს, რომელსაც აწვდის კბილის მინანქარს და ხელს უწყობს აღდგენაში. გარკვეულ დონეზე მინანქრის ქიმიური თუ მექანიკური მიკრო-დაზიანებები ყოველთვის ჩნდება საკვების მიღების შემდეგ. აქვე აღვნიშნავ, რომ კბილების გახეხვა უშუალოდ ძილის წინ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ გახეხვის შემდეგ რომ აღარ მივიღოთ რაიმე საკვები ან სასმელი. ღამის განმავლობაში ნერწყვის გამოყოფა უკიდურესად შემცირებულია — ორგანიზმი ზოგავს წყალს და თავიდან იცილებს ყლაპვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ღამით კბილები ყველაზე დაუცველია, ბაქტერიები კი ყველაზე აქტიური.

რომ შევაჯამოთ, უშაქრო საღეჭი რეზინი ჩართვა პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ეფექტური და ბუნებრივი დაცვაა კბილებისა და ღრძილებისათვის.  

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.