არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.

არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს.

თუ “ნერვი მკვდარია”, ტკივილს რატომ უნდა ვგრძნობდე?
როდესაც ნერვი ანუ პულპა ყველა არხიდან ამოღებულია, კბილი აღარ არის მგრძნობიარე ცივზე ან ცხელზე. მაგრამ არხების დაბჟენის შემდეგ კბილის ფესვის გარშემო არსებული ქსოვილი შესაძლოა მგრძნობიარე იყოს რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს ძირითადად გამოიხატება ტკივილით კბილის კბილზე დაჭერის ან ღეჭვის დროს. ასეთ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ართების საწინააღმდეგო საშუალებას.

თუ კბილი არ მაწუხებს, რატომ მჭირდება არხების მკურნალობა?
ბევრი მდგომარეობა, როდესაც არხების მკურნალობა აუცილებელია, ტკივილის გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, როდესაც წარსულში უკვე გქონდათ ტკიბილები ამ კბილზე, რაც ნიშნავს, რომ ანთებამ ნერვის კვდომა გამოიწვია. ასეთ სიტუაციაში კბილი არაა მტკივნეული, მაგრამ ნერვი დანეკროზებულია და არხიდან ინფექცია ფესვის გარშემო, ძვალში ვრცელდება, რაც მომავალში მევრად სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ ნერვის ამოღება და არხის დაბჟენაა საჭირო. ანალოგიურად ხდება, როდესაც კბილის ნერვი სხვა მიზეზით “კვდება”. მაგალითად, ტრავმის შედეგად.

მკვდარი კბილი რამდენ ხანს გაძლებს?
“მკვდარი კბილი”, როგორც ამას უწოდებენ კბილს, რომელსაც არხები აქვს დაბჟენილი, ანუ ნერვი აღარ აქვს, ზუსტად ისევე ფუნქციონირებს, როგორც “ცოცხალი” კბილი. ნერვი ანუ პულპა კბილის ქსოვილის კვებას უზრუნველყოფს და მისი ამოღების შემდეგ რათქმაუნდა ეს პროცესი წყდება. ამიტომ “მკვდარი” კბილი უფრო სუსტია ტრავმების მიმართ და შესაძლოა უფრო ადვილად დაიბზაროს ან ჩამოტყდეს. ასეთ შემთხვევაში იგი ხელოვნური გვირგვინით იფარება, ანუ “გადაკვრა” ხდება, როგორც ამას უწოდებენ ხოლმე. საერთო ჯამში “მკვდარი კბილის” სიცოცხლისუნარიანობა არაფრით ჩამორჩება  “ცოცხალი” კბილისას, თუკი რათქმაუნდა არხების მკურნალობა სრულფასოვნად არის ჩატარებული.

2 thoughts on “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.

  1. გამარჯობა,მეექვსე ქვედა კბილის არხის გასუფთავების დროს სტომატოლოგს ბურღის ნემსი ჩაუტყდა არხში და ვეღარ ამოიღო.რამდენად უსაფრთხოა გვირგვინის გაკეთების შემდეგ არხში იარსებოს ნემსმა?ამოღება ხო არ ჯობია შემდგომში გართულებებს?

    1. არხში ინსტრუმენტის ჩატეხვისას მოქმედების ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე თუ ფესვის რომელ ნაწილშია ჩატეხილი. რათქმაუნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ინსტრუმენტის ფრაგმენტის ამოსაღებად. თუ ეს ვერ ხერხდება მაშინ რამოდენიმე გზაა: თუ არხიდან გასულია, უნდა მოხდეს მისი მოშორება გარედან ქირურგიულად. თუ მთლიანად არხის ფარგლებშია, ექიმი უნდა შეეცადოს გზა აუაროს ფრაგმენტს, რათა მოხერხედეს არხის სრულყოფილად სტერილიზაცია და ჰერმეტიზაცია. ამ შემთხვევაში ფრაგმენტის არსებობა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.