თანდაყოლილი კბილები

ბავშვის დაბადების შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი კბილის ამოჭრაა, რომელსაც უდიდესი სიხარულით ხვდება ოჯახი. მაგრამ თუ პატარა თანდაყოლილი კბილით იბადება, ეს უმრავლეს შემთხვევაში შიშსა და გარუკვევლობის გრძნობას ბადებს. ასეთი კბილები ხშირად მართლაც ბევრ პრობლემას იწვევს — ტკივილს ძუძუს წოვის დროს და ამის გამო კვებაზე უარის თქმას, ტუჩის ან ენის დაზიანებას.

ამ მოვლენის უკან მრავალი ცრურწმენა დგას სხვადასხვა ერის ფოლკლორში. მაგალითად, მალაიზიაში თვლიან, რომ ბავშვი, რომელიც კბილებით იბადება განსაკუთრებით იღბლიანია. ზოგგან პირიქით, დემონურ ნიშნად ითვლება, მაგ. ჩინეთში, პოლონეთში, ინდოეთსა და აფრიკაში.

კბილების არსებობა ბავშვის დაბადების მომენტში ან ამოჭრა დაბადებიდან 1 თვის ვადაში საკმაოდ იშვიათია. მათ პრენატალურ (დაბადებამდე) და ნეონატალურ (დაბადების შემდგომ) კბილებს უწოდებენ. ასეთი კბილები შეიძლება იყოს როგორც სრულყოფილად, ისე ნაწილობრივ განვითარებული (არასრულფასოვანი გვირგვინით ან ფესვის გარეშე).

იმის თაობაზე, თუ რა იწვევს თანდაყოლილი კბილებს, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

  1. გენეტიკა — შემთხვევათა 15%-ში ასეთი ბავშვების ოჯახის წევრებს ასევე აღმოაჩნდათ თანდაყოლილი კბილები.
  2. ენდოკრინული დარღვევა — არის მოსაზრება, რომ ეს მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ან სასქესო ჯირკვლების ჭარბმა სეკრეციამ.
  3. კვების დეფიციტი — მაგ. ჰიპოვიტამინოზი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დედის არასრულფასოვანი ჯანმრთელობით, ენდოკრინული დაავადებით, გულის მუშოაბის დარღვევით, სიფილისით.
  4. კბილის ჩანასახის ზედაპირული მდებარეობა.

ყველაზე სარწმუნოდ ითვლება ბოლო ვერსია — კბილის ფოლიკულის ზედაპირული მდებარეობა, რომელიც მემკვიდრეობით ფაქტორთან არის დაკავშირებული.

პრენატალური და ნატალური კბილები ზოგჯერ თან ახლავს განვითარების ანომალიას და სხვადასხვა სინდრომს.

შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ პრენატალური/ნეონატალური კბილები?

პირველ რიგში უნდა შეფასდეს კბილის მდომარეობა. თუ იგი მორყეულია, არსებობს მისი სასუნთქ გზებში მოხვედრის და მოხრჩობის საშიშროება და ამიტომ აუცილებელია ამოღება. ასევე იმ შემთხვევაშიც, როცა კბილი არასრულფასოვანია.

შენარჩუნების გადაწყვეტილების მისაღებამდე საჭიროა გაირკვეს, კბილი სარძევე თანკბილვას მიეკუთვნება თუ დამატებითი კბილია. ამას განსაზღვრავს რენტგენზე სარძევე კბილის ჩანასახის არსებობა. თუ კბილი სარძევეა, ამოღება რეკომენდებული არ არის, რადგან ამოჭრის შემდეგ სხვა სარძევე კბილებმა შეიძლება გადმოინაცვლოს თავისუფალ ადგილას და ღეჭვითი ფუნქცია დაირღვეს. ამის თავიდან ასაცილებლად სივრცის შენარჩუნება გახდება საჭირო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.