მარიხუანა და პირის ღრუს ჯანმრთელობა

მარიხუანას გამოყენება, კერძოდ კი მოწევა ზოგადად ასოცირდება არაჯანსაღ პირის ღრუსთან, მაგრამ კიდევ უფრო რთულდება მდგომარეობა პარალელურად სხვა ფაქტორების არსებობისას — მოხმარების მაღალი სიხშირე, თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ცუდი ჰიგიენური ჩვევები, იშვიათი ვიზიტები სტომატოლოგთან. 

ქსეროსტომია (პირის ღრუს სიმშრალეს), რომელსაც მარიხუანას მოწევა იწვევს, რაც თავის მხრივ სხვა დენტალური პრობლემების მიზეზი ხდება. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი მთავარი ფსიქოტროპული ნივთიერება THC ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოადგენს მადის სტიმულატორს, რის გამოც მომხმარებელი ხშირად იყენებს კარიესის მაპროვოცირებელ პროდუქტებს (მაგ. ტკბილეულს). მარიხუანას მომხმარებლებს მნიშვნელოვნად მეტი კარიესი აღენიშნებათ, არამომხმარებელთან შედარებით. თანაც კბილის იმ ზედაპირებზე, სადაც კარიესული დაზიანება შედარებით იშვიათია. 

ლეიკოედემა — თეთრი ფერის ლაქები ლორწოვანზე, უფრო ხშირად აღენიშნებათ მარიხუანას მწეველებს, ვიდრე არამწეველებს. ეს მდგომარეობა საყურადღებოა იმ მხრივ, რომ შესაძლებელია მისი გაავთვისებიანება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამის მიზეზი არის თავად მარიხუანა თუ მოწევისას კვამლის ზემოქმედება ლორწოვანზე.

მარიხუანას ხშირი მოხმარება იწვევს ღრძილების შეშუპებას, ლორწოვანი გარსის ქრონიკულ ანთებას და ზოგადად მდგომარეობას, რომელსაც “კანაბისის სტომატიტს” უწოდებენ, რომლის ელემენტებიც შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნას. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა თამბაქოსა და მარიხუანას შორის სინერგიული ეფექტი, რომელიც თავისა და კისრის კიბოს ალბათობას ზრდის იმ პირებში, ვინც ორივეს ეწევა. ეს რისკი უფრო მაღალია ახალგაზრდა პირებში (50 წლამდე). კიბოს რისკის მატებაში შესაძლოა იყო  მარიხუანას იმუნოსუპრესიული მოქმედების წვლილიც პაპილომავირუსის მატარებელ მწველებში, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ არ დაადასტურა თავად მარიხუანასა და თავისა და კისრის კიბოს გაზრდილ რისკს შორის კავშირი.

იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) ეფექტის დამსახურებაა ორალური კანდიდოზის მაღალი სიხშირე მარიხუანას მწეველებში, არამწეველებთან შედარებით. ამასთანავე, არის ჰიპოთეზა, რომ მისი კომპონენტი — ჰახშირწყალბადი, წარმოადგენს ენერგიის წყაროს Candida albicansსთვის, რაც კოლონიების უხვ ზრდას განაპირობებს. მეორეს მხრივ, მწეველების პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ასევე ხელს უწყობს სოკოს ზრდას. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პათოგენური მიკროფლორა ასევე შეიძლება მოხვდეს პირის ღრუში თავად დაბინძურებული მარიხუანადან.

წყარო: ნათარგმნია ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის სატზე გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალიდან
https://www.ada.org/en/member-center/oral-health-topics/cannabis

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.