ვიტამინი K2 პირის ღრუსა და არტერიების ჯანმრთელობისათვის

როდესაც “გულის შეტევა” გვესმის, ყველას გვიჩნდება ასოციაცია  — დახშული კორონარული სისხლძარღვები, ათეროსლეროზი, მაღალი ქოლესტერინი, “ცხიმის გროვები” სისხლძარღვების კედლებზე… ნაჯერი ცხიმების და ქოლესტერინის შემცველობა საკვებ რაციონში მართლაც დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის მიზეზად. მაგრამ ეს თეორია სრულად ვერ ახდენს გულის დაავადების განვითარების პროგნოზირებას.

ბოლო დროს კიდევ ერთი მიზეზობრივი ფაქტორი სახელდება — კალციუმის სიჭარბე და ვიტამინ K2-ის დეფიციტი. სწორედ კალციუმი შედის იმ “ნადების” შემადგენლობაში, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე ილექება, აქვეითებს მათ ელასტიურობას და სისხლგამტარობის უნარს. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმში არსებობს პროტეინი matrix gla (MGP), რომელიც სისხლძარღვებში ბოჭავს  და “აუვნებლებს” კალციუმს, მაგრამ მისი გაქტიურება K2 ვიტამინზეა დამოკიდებული. ამიტომ ეს ვიტამინი სავარაუდოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია არტერიების ჯანმრთელობისთვის. 

როგორც ვიცით არსებობს კბილის ნადები, რომელიც რბილია, და კბილის ქვა, რომელიც მყარია. ქვა წარმოადგენს გამყარებულ, კალციფიცირებულ ნადებს. ეს ხდება, როდესაც ნერწყვის pH მოიმატებს, რაც თავის მხრივ კალციუმის სიჭარბით შეიძლება იყოს გამოწვეული. ისევე როგორც არტერიებში, ნერწყვშიც გვაქვს matrix gla პროტეინი. თუ K2 ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის თქვენს რაციონში, ნერწყვში კალციუმი მატულობს (ისევე როგორც სისხლში). თუკი ორგანიზმი ვერ ახერხებს კალციუმთან გამკლავებას, იგი ილექება ისეთ ადგილებში, სადაც წესით არ უნდა იყოს — თირკმელი, წინამდებარე ჯირკვალი, გული. შესაძლოა სწორედ პირის ღრუში გამოვლინდეს ამ პროცესის პირველი ნიშნები. 

კიდევ ერთი გარემოება, რაც ადასტურებს K2 ვიტამინის მნიშვნელობას კბილებისთვის: იგი აგრეთვე ააქტიურებს სხვა პროტეინს — ოსტეოკალცინს, რომელსაც კალციუმი “შეაქვს” კბილის ქსოვილში. 

თუ თვლით, რომ კბილებზე ქვები სწრაფად გიჩნდებათ, შესაძლოა ეს სწორედ K2 ვიტამინის დეფიციტის ბრალი იყოს და საფრთხე თქვენს სისხლძარღვებსაც ემუქრებოდეს. ამიტომ მიზანშეწონილია შესაბამისი გამოკლვევის ჩატარება. 

საკვები, რომელიც მდიდარია K2 ვიტამინით:

  • კარაქი
  • ბატის და იხვის ღვიძლი
  • ქათმის მუქი ხორცი (ბარკლები)
  • ყველი
  • ფერმენტირებული საკვები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.