განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?

გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება.

როგორ შეიძლება მოხვდეს ინფექცია ნამკურნალები კბილის არხებში?

არხების რთული ფორმა — ვიწრო, მოხრილი არხების შემთხვევაში ხშირია გართულება თუ ექიმი ვერ ფლობს შესაბამის ცოდნას და ტექნიკას მათ დასამუშავებლად. ასეთ დროს შესაძლოა მოხდეს ინსტრუმენტის ფრაგმენტის ჩარჩენა არხში, რაც ინფიცირებულ უბანს ქმნის არხში და მომავალში გართულების მიზეზი ხდება.

არხების არასტანდარტული ანატომია — ძირითადი არხების გარდა უმეტეს შემთხვევაში გვაქვს ძალიან მცირე ზომის დამატებითი არხები, რომლის პოვნას ასევე ცოდნა და გამოცდილება სჭირდება ექიმი მხრიდან. თუ ასეთ არხში “ნერვი” დარჩება, ესეც ასევე გართულებას გამოიწვევს სამომავლოდ.

თუ არხების თავდაპირველი მკურნალობის შემდეგ ბჟენი, რესტავრაცია თუ ხელოვნური გვირგვინი დროულად არ იქნა დაფიქსირებული კბილზე, დაბჟენილის არხის ჰერმეტიზმი შეიძლება დაირღვეს და ინფექციამ არხში შეაღწიოს პირის ღრუდან.

იგივე შეიძლება მოხდეს თუ ბჟენი, რესტავრაცია თუ ხელოვნური გვირგვინი უხარისხოა თავიდანვე ან დაზიანდა დროთა განმავლობაში. ამიტომ კონსტრუქციის დროულად შეცვლა აუცილებელია ჯანმრთელი ფესვის შესანარჩუნებლად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.