ბრეკეტები და ფლოსი

ვინც ბრეკეტებს ატარებს, ბევრმა არ იცი როგორც უნდა გამოიყენოს ფლოსი. ზოგი კი ფიქრობს, რომ ბრეკეტებთან ერთად ფლოსის გამოყენება საერთოდ შეუძლებელია. სინამდვილეში კი ფლოსით ყოველდღიური გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორთოდოტიული მკურნალობის პერიოდში, რადგან საკვების ნარჩენების შეყოვნება და ნადების დაგროვება გაცილებით ინტენსიურია ბრეკეტის კონპონენტებზე და შესაბამისად კბილის ზედაპირზეც.

თუ ორთოდონტიულ მკურნალობას გადაწყვეტთ ბრეკეტებით, მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ პირის ღრუს ჰიგიენას 3-ჯერ მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ვიდრე ბრეკეტების გარეშე. დამერწმუნეთ, ამად ღირს, თუ გსურთ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ სამუდამოდ არ შეგრჩეთ ღრძილების დაავადება, მინანქრის ლაქებზე და კარიესებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რამდენიმე რჩევა, რაც გაგიადვილებთ ფლოსის გამოყენებას ბრეკეტების ტარების დროს:

  • გამოიყენეთ გასანთლული (waxed) ან ლენტის ტიპის ფლოსი (tape), ან სპეციალურად ბრეკეტებისთვის განკუთვნილი ფლოსი. ჩვეულებრივი ფლოსი ხშირად იწეწება და მისი ბოჭკოები იჭედება ბრეკეტის კომპონენტებს შორის.
  • აუცილებელია ფლოსი ჯერ ბრეკეტის მეტალის რკალის ქვეშ გაატაროთ. ამის გასაადვილებლად არსებობს პროდუქტი Floss Threader, რომელიც ფლოსთან ერთად უნდა გამოიყენოთ (იხ. ვიდეო). ასევე არსებობს სპეციალური ფლოსი OralB-სგან — Super Floss, რომელსაც გაჩნია მყარი ნაწილი რკალის ქვეშ გასატარების გასაადილებლად.
  • ფლოსი უნდა ამოძრაოთ ზევით-ქვევით ორივე მეზობელი კბილის საკონტაქტო ზედაპირზე, ცალ-ცალკე. ეს პროცესი არ უნდა იყოს მტკივნეული და ფლოსი ღრძილის სიღრმეში უნდა ჩადიოდეს ძალდატანების გარეშე, რათა მისი დაზიანება არ გამოიწვიოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.