ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები

დღეს, როდესაც ორთოდონტიული პაციენტების ნახევარი ზრდასრულებზე მოდის, ბუნებრივია ბრეკეტ-სისტემების ესთეტიკური მხარის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ლინგვალური ბრეკეტების მზარდი პოპულარობაც ამითაა განპირობებული. ისინი, ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით სასის/ენის მხრიდან მაგრდება კბილებზე (ლათ. lingua- ენა) და შესაბამისად გარედან სრულიად შეუმჩნეველია.

ათწლეულების წინ, როდესაც ლინგვალური ბრეკეტები პირველად შეიქმნა აშშ-ში, მისი გამოყენების კლინიკური პროტოკოლი ჯერ კიდევ არ იყო დახვეწილი. პრობლემატური იყო დაფიქსირება და გამოსაყენებლად არაკომფორტული იყო. ამიტომ მალევე თქვენ მის გამოყენებაზე უარი, მითუმეტეს, რომ ხელმისაწვდომი გახდა კერამიკული ბრეკეტები, რომელიც გაცილებით უკეთესი ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და დღემდე პოპულარულია.
ლინგვალური ბრეკეტების “აღზევებაში” წვლილი ციფრულ ტექნოლოგიებს მიუძღვის, კერძოდ კი CAD/CAM ტექნოლოგიას. სკანირების საშუალებით ხდება კბილების ციფრული მოდელის მიიღება და მასზე ინდივიდუალური ბრეკეტების ჯერ შექმნა, შემდეგ კი ფრეზირების მეთოდით დამზადება. ასეთი გზით შემქმნილი ბრეკეტები დიდი სიზუსტით ერგება კბილების ორალურ ზედაპირს, რომელსაც ფრონტალურთან შედარებით უფრო რთულია ანატომია აქვს. ასევე ინდივიდუალურად, ციფრულ მოდელზე მზადდება მეტალის რკალი, რომელიც ზუსტად შეესაბამება კბილთა რკალს.
როგორც აღვნიშნეთ, ლინგვალური ბრეკეტების უდიდესი უპირატესობა ესთეტიკაა. გარდა იმისა, რომ ისინი “უხილავია”, ასევე პრობლემას აღარ წარმოადგენს ბრეკეტების მოხსნის შემდეგ დარჩენილი ლაქები მინანქარზე. ასევე, ფრონტლურ ზედაპირზე ნაკლებადაა გამოხატული ღრძილის შეშუპება, რომელიც ხშირად ვითარდება ბრეკეტებით მკურნალობისას.
თუმცა ლინგვალურ სისტემას მინუსებიც აქვს. მისი გამოყენება ტექნიკურად უფრო რთულია და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს ოპერატორის მხრიდან. პაციენტის მხრიდან კი — მეტ მოთმინებას, რადგან შეგუების პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია, ვიდრე ტრადიციული ბრეკეტებისას. ხშირია ენის გაღიზიანება და სირთულე საუბრის დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლინგვალური ბრეკეტ-სისტემა გაცილებით მეტი ძალით ახდენს ზეწოლას კბილებზე, ვიდრე ტრადიციული ბრეკეტები. ამიტომ პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტებში მათი სიფრთხილით გამოყენებაა საჭირო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.