
კარიესის “ლოგიკური გაგრძელება” პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. სწორედ ის, რომელიც არხების მკურნალობას ანუ ენდოდონტიას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს შეიძლება საჭირო გახდეს კარიესის დროსაც, როდესაც “ნერვი” ჯერ კიდევ არ არის “ჩათრეული”, თუკი კარიესი იმდენად ღრმაა, რომ მისი დამუშავება პულპის შეხების გარეშე შეუძლებელია.
სიმპტომების გაჩენა კი კბილის ნერვის ანთებით დაზაინებაზე მიუთითებს, როდესაც მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია და არხების მკურნალობა არის საჭირო შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად.
ეს სიმპტომებია:
- პერიოდული უმიზეზო ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის მიღებას საჭიროებს, ზოგჯერ კი იგი არაეფექტურიც კია.
- მგრძნობელობის გაჩენა, განსაკუთრებით ცივ საჭმელზე ან სასმელზე. მინანქრის ჰიპერმგრძნობელობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ტკივილი გარკვეული დროით რჩება და მიზეზის მოშორებისთანავე არ ქრება.
- კბილის ფერის შეცვლა. არცთუ იშვიათად პულპა ანუ კბილის ნერვი მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე ზიანდება და კარიესის ქრონიკულ პულპიტში გადადის. აღსანიშნავია, რომ პულპის დაზიანება და “სიკვდილი” შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტრავმამაც, რაც ხშირად გარკვეული დროის შემდეგ მინანქრის გამუქებით იჩენს თავს.
- ფისტულის ანუ ხვრელარხის არსებობა, რაც ნიშნავს, რომ ნერვი დანეკროზებულია, ინფექცია უკვე გავრცელდა ფესვის ირგვლივ ძვალში და იპოვა გზა ღრძილის ზედაპირზე გამოსასვლელად. ასეთ დროს ჩირქოვანი გამონადენი მუდმივად გამოიყოფა პირის ღრუში ფისტულის გზით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ მდგომარეობას არ ახლავს ტკივილი, რის გამოც ადამიანმა ექიმს შეიძლება მიმართოს. ამიტომ ფისტულის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია კბილის გადასარჩენად.

გამარჯობა! მაინტერესებს დღევანდელი სტანდარტით რომელია უმაღლესი ხარისხის საბჟენი მასალა და ფასი ხარისხის გამო განსხვავდება სხვადასხვა კლინიკებში? რა მოთხოვნა უნდა მქონდეს კლინიკის შერჩევისას? როდესაც ერთი საკმაოდ კარგი კლინიკა ამბობს რომ დაბჟენის ფასი 70 ლარიდან იწყება და მეორე ასევე კარგი კლინიკა 180 ლარიდან
მიღებულ შედეგს განსაზღვრავს არა მასალის ხარისხი, არამედ ექიმის პროფესიონალიზმი. მასალის ხარისხი რათქმაუნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უამრავი მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყველა ექიმს აქვს, ვინც რეპუტაციაზე ზრუნავს. შეუძლებელია ერთი რომელიმე “ყველაზე მაღალი ხარისხის” მასალის დასახელება. თანაც ნებისმიერი პროცედურის დროს გამოიყენება სახვადასხვა მასალა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დანიშნულებით. ფასს რაც შეეხება, დახარჯული მასალის თვითღირებულების გარდა მასში გათვალისწინებულია ბევრი სხვა ფაქტორი და პირველ რიგში ექიმის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს. მეორეს მხრივ მხოლოდ ფასი არ არის გარანტი სასურველი შედეგის მისაღებად, რადგან ხშირად ფასს კლინიკა არეგულირებს და არა ექიმი. კლინიკის შერჩევა ალბათ უმჯობესია რეკომენდაციით. ადგილზე კი შეგიძლიათ ექიმს სთხოვოთ ნამუშევრების ჩვენება. უკვე ბევრ ექიმს აქვს თავისი პორტფოლიო სწორედ ამ მიზნით.