
“სარძევე კბილს ფესვი არ აქვსო” შეიძლება გაგიგიათ. ფესვიც აქვს და სრულფასოვანი კბილიცაა, მაგრამ მოცვლისას რომ მხოლოდ გვირგვინი შეგვრჩება ხოლმე ხელში, ეს მოსაზრება ალბათ ამის დამსახურებაა.
კარიესის “ლოგიკური გაგრძელება” პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. სწორედ ის, რომელიც არხების მკურნალობას ანუ ენდოდონტიას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს შეიძლება საჭირო გახდეს კარიესის დროსაც, როდესაც “ნერვი” ჯერ კიდევ არ არის “ჩათრეული”, თუკი კარიესი იმდენად ღრმაა, რომ მისი დამუშავება პულპის შეხების გარეშე შეუძლებელია. Continue reading “როდის ხდება საჭირო არხების მკურნალობა”
გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ. Continue reading “აპიკოექტომია”
არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს. Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”
ხშირად კითხულობენ თუ რამდენად საშიშია ღრძილზე გაჩენილი ფისტულა. ეს შეკითხვა ბუნებრივია, რადგან ამ მდგომარეობას არ ახლავს რაიმე სიმპტომები, რაც მის “საშიშობაზე” შეიძლება მიუთითებდეს. არ ახლავს ტკივილი, შეშუპება, ანთებითი ცვლილებები ირგვლივ ქსოვილებში. ერთი სიტყვით, ისევე გამოიყურება, როგორც ღრძილზე გაჩენილი”მუწუკი”, რომელიც დაცლის შემდეგ თავისით ქრება. ასეთი უსიმპტომო მიმდინარეობის გამო ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. თუ გვეცოდინება რას წარმოადგენს ფისტულა, დავრწმუნდებით, რომ იგი საკმაოდ სერიოზული ნიშანია და ყურადღების მიქცევა აუცილებელია. Continue reading “რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?”
თუ კარიესი შენიშნეთ, სტომატოლოგის გეშინიათ და გარეთ კი 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია გუგლს მიმართავთ რჩევისთვის. ის კი უამრავ რესურსს შემოგთავაზებთ, სადაც მავანნი “დამაჯერებლად” გიზიარებენ თავის გამოცდილებას, თუ როგორ იმკურნალეს კარიესი ექიმის გარეშე. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მდგომარეობაში ბევრია, ასეთი რესურსები კი ტრეფიკზე ანუ ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობენ და თუ წყარო კვლევის შედეგს არ წარმოადგენს, მინიმუმ დროს დაკარგავთ კარიესული ღრუს სასწაულებრივი ამოვსების მოლოდინში. მეორე რიგში კი… Continue reading “კარიესის მკურნალობა ექიმის გარეშე: მითი თუ რეალობა”