ღრძილის რეცესიის შემთხვევაში თქვენი პაროდონტოლოგი დიდი ალბათობით ღრძილოვან გრაფტს შემოგთავაზებთ. რას წარმოადგენს იგი და რისთვის უნდა იყოთ მზად? Continue reading “ცოტა რამ ღრძილოვანი გრაფტის შესახებ”
Category: კბილის ამოღება, ქირურგია
თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ. Continue reading “აპიკოექტომია”
სტომატოლოგთან ჩატარებული ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ქირურგიას, პაციენტს აუცილებლად ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რისგან უნდა შეიკავოს თავი და ა.შ. ეს რეკომენდაციები აუცილებელია გართულების თავიდან ასაცილებლად და მათი დაცვა აუცილებელია ზედმიწევნით.
Continue reading “სექსი – გართულების რისკი კბილის ამოღების შემდეგ”
კბილის დაკარგვის შემდეგ იმპლანტაციის ჩატარების პროპაგანდა ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც მარკეტინგული ხრიკი, გამომდინარე იქიდან რომ იგი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე კლასიკური ხიდი — მეზობელ კბილებზე დაფიქსირებული. რათქმაუნდა, იმპლანტები არ უნდა ცვლიდნენ ბუნებრივ კბილებს და პრიორიტეტული ყოველთვის უნდა იყოს კბილის შენარჩუნება, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მაინც საჭირო გახდა კბილის ამოღება? Continue reading “ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?”
თუ რომელიმე ზოგადი დაავადება გაწუხებთ და გარკვეულ პრეპარატს იღებთ მუდმივად, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი სტომატოლოგი, რადგან ეს გარემოება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ამჯერად ოსტეოპოროზზე გვექნება საუბარი. Continue reading “ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა”
მკითხველების მიერ დასმული შეკითხვების მიხედვით ეს თემა ერთ-ერთ აქტუალური და ბურუსით მოცულია, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ როგორც ჩანს ექიმებისთვისაც. ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე პოსტი გამეკეთებინა.
ყველა მეძუძურ დედას, ვისაც სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება უწევს აწუხებს კითხვა: “ანესთეზიის საჭიროების შემთხვევაში როდის შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება?” ზოგს ურჩევენ, რომ მეორე დღემდე არ აჭამოს, ზოგს ურჩევენ რომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოს კვება, ზოგს წინასწარ რძის გამოწურვას და შენახვას ურჩევენ…
ფაქტები ასეთია: გამოკვლევების შედეგების მიხედვით* ადგილობრივი ანესთზიის დროს დედის რძეში Continue reading “ანესთეზია და ძუძუთი კვება”
სიბრძნის კბილი რაღაცით”ბრმა ნაწლავს” ანუ აპენდიქსს წააგავს — ორივე მათგანს დაკარგული აქვს თავისი როლი და ორივე მათგანი გვიქმნის პრობლემებს. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია: სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიჭრას უმტკივნეულოდ ან მისი ამოჭრის პროცესი სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. შეიძლება ამოიჭრას დროულად, ან პირის ღრუს განვითარების დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ან შეიძლება სულაც არ ამოიჭრას და დარჩეს ძვალში (ასეთი “მიძინებული” სიბრძნის კბილი აწვება და აზიანებს მის წინ მდგომ კბილს. დროთა განმავლობაში მის ირგვლივ ხშირად ვითარდება კისტა). და ყველაფერ ამასთან ერთად ისინი ფაქტობრივად არც კი გვჭირდება.
რადგანაც სიბრძნის კბილების თავნებობას საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ ხშირად ურჩევენ სტომატოლოგები მათ ამოღებას მანამ, სანამ პრობლემებს გამოიწვევდნენ. დღეს ძალიან იშვიათია, როდესაც Continue reading “ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?”