5

imagesდღეს ამ ბლოგის დაარსებიდან 5 წელი შესრულდა. იმედი მაქვს, მთელი ამ დროის მანძილზე იგი სასარგებლო იყო მკითხველისთვის. შევეცდები მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმოგიდგინოთ სტომატოლოგია.

უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კბილი

imagesარცთუ იშვიათად საზოგადოება სტომატოლოგიას განიხილავს, როგორც მომსახურების სფეროს და არა მედიცინის დარგს. სტომატოლოგს მიმართავენ კონკრეტული პრობლემით და პაციენტი კმაყოფილია, თუ ეს პრობლემა სწრაფად და რაც შეიძება უმტკივნეულოდ მოგვარდება. შეაწუხა კბილმა — ესტუმრა სტომატოლოგს — უმკურნალეს ან ამოუღეს და თავისი საქმის მცოდნე ექიმის ხელში მოხვედრილი პაციენტი კმაყოფილი ბრუნდება სახლში. ერთი შეხედვით სრულყოფილი სისტემაა, თუმცა რეალურად საქმე ცოტა სხვაგვარადაა. Continue reading “უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კბილი”

New!

“კითხვა-პასუხის” განყოფილებაში  დაგროვილი კითხვების დიდი რაოდენობის გამო ნავიგაციის გაადვილების მიზნით გაკეთდა კატეგორიები. კითხვის დამატებისას გთხოვთ აირჩიოთ შესაბამისი თემა, რათა სხვებსაც გაუადვილდეთ მათთვის საინტერესო კითხვების პოვნა. თუ შეკითხვა კონფიდენციალურია, გთხოვთ მომწეროთ მეილზე. გაითვალისწინეთ, რომ დასმული შეკითხვა გამოჩნდება მხოლოდ მოდერაციის გავლის შემდეგ.

p.s. იდეის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Davit-ს 🙂

გამოკითხვის შედეგების შეჯამება

რამდენიმე თვეა ჩემს ბლოგზე მიმდინარეობდა გამოკითხვა “რამდენად ხშირად დადიხართ სტომატოლოგთან?”. მონაწილეობა მიიღო 172-მა მომხმარებელმა. შედეგი კი ასეთია:

  1. 6 თვეში ერთხელ რეგულარულად —- 14,53%
  2. როდესაც კბილი ამტკივდება სამკურნალოდ — 45,93%
  3. როდესაც კბილი ამტკივდება ამოსაღებად — 15,12%
  4. სისტემატიურად, რადგან სუსტი კბილები მაქვს — 14,53%
  5. არ დავდივარ. ბოლოს ყველას ერთად ამოვიღებ და პროტეზს ჩავისვამ —8,14%
  6. სხვა — 1,74%

ჩემი მოლოდინი გამართლდა — უმრავლესობა (45,93%)  სტომატოლოგთან კბილის ტკივილით მიდის, ანუ მაშინ როცა სხვა გზა არ აქვს. ჩემი აზრით, მიზეზი რამდენიმეა:

  • მომსახურების ხარისხისა და ფასის შეუსაბამობა საქართველოში
  • მოსახლეობის ნაკლებინფორმატიულობა
  • ექიმსა და პაციენტს შორის დამოკიდებულება

გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარების სახით ამასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილეობა მიიღოთ ახალ გამოკითხვაში.


ახალი განყოფილება

დავამატე ახალი განყოფილება  — თბილისის სტომატოლოგიური კლინიკების კატალოგი.

კლინიკას ეძებთ?

მინდა ვთხოვო სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებს, მეილზე მომაწოდონ თავიანთი კლინიკის კოორდინატები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, თუკი იგი ვერ იხილეთ კატალოგში.

ასევე მინდა დავამატო ქუთაისის, ბათუმის და თელავის კატალოგები და გთხოვთ მომაწოდოთ მონაცემები.

როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან

ჩემი სტუმარი ერთერთი ცნობილი ქართველი ბლოგერია, პროფესიით სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ “RADIX“-ის პრეზიდენტი —- ზურაბ ალხანიშვილი. დარწმუნებული ვარ სტატია, რომელიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა თქვენც ძალიან მოგეწონებათ, .

მონა ლიზას მომაჯადოვებელი ღიმილის საიდუმლოს კარიესი ჰქვია. დიახ, სავარაუდოდ, მას ცუდი კბილები ჰქონდა და ასე მოკრძალებით ამიტომ იღიმის. უფრო მეტიც, შუა საუკუნეების მხატვრობაში ღიმილს პრაქტიკულად ვერსად დაინახავთ, ტილოებიდან  მშვიდი და სათნო სახეები შემოგვცქერის. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი სილამაზის ახალი სტანდარტი – ფართოდ გაღებული ბაგეები, მკვეთრი, „ჰოლივუდის ღიმილია“. Continue reading “როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან”

ავტორისგან

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ანუ როგორც უკვე უწოდებენ მას “ჯინეტში” არცთუ იშვიათად შემხვედრია რესურსები, რომლებიც ამ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას იყენებენ, ანუ ჩემს საკუთარ სტატიებს თუ ჩემს მიერ ნათარგმნ ინფორმაციას. გულსატკენია, რომ ხშირად წყაროს მითითება რატომღაც “ავიწყდებათ”, ეს კი საავტორო უფლებების დარღვევაა. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი ბლოგის მისამართის ხილვამ სდასუს-ს XVIIსამეცნიერო კონფერენციის შრომებში ერთერთი სტატიის (გვ.221) გამოყენებულ ლიტერატურაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სტატიის ავტორებს. ასევე მინდა აღვნიშნო სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი MedGeoNet, რომელიც ყოველთვის იცავს საავტორო უფლებებს.