დელიკატური პრობლემა პირბადის მიღმა

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედეთ, ბევრი რამ შევცვალეთ და ბევრ რამ აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში. მაგალითად ის, რომ არც ისე ჯანსაღი პირის ღრუ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ პირბადის ტარებაზე უარის თქმის მიზეზი ბევრ შემთხვევაში ის უსიამოვნო სუნია, რომელსაც მის მიღმა გრძნობენ ხოლმე. შეიძლება მანამდე არასოდეს გიფიქრიათ ამაზე, რადგან უბრალოდ არ შეგიმჩნევიათ. ამ მოვლენას სახელიც დაარქვეს უკვე — “Mask breath”. Continue reading “დელიკატური პრობლემა პირბადის მიღმა”

როგორ ავარჩიოთ ფლოსი?

ყველამ კარგად ვიცით რამდენად აუცილებელია დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვა ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შესანარჩუნებლად. მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს ფლოსს ანუ კბილის ძაფს გახეხვის შემდეგ. არადა ამის გარეშე კბილების საერთო ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება და ნადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება.  ფლოსი აღწევს და წმენდს იმ ადგილებს, რასაც ჯაგრისი ვერ წვდება.

Continue reading “როგორ ავარჩიოთ ფლოსი?”

როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან

ჩემი სტუმარი ერთერთი ცნობილი ქართველი ბლოგერია, პროფესიით სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ “RADIX“-ის პრეზიდენტი —- ზურაბ ალხანიშვილი. დარწმუნებული ვარ სტატია, რომელიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა თქვენც ძალიან მოგეწონებათ, .

მონა ლიზას მომაჯადოვებელი ღიმილის საიდუმლოს კარიესი ჰქვია. დიახ, სავარაუდოდ, მას ცუდი კბილები ჰქონდა და ასე მოკრძალებით ამიტომ იღიმის. უფრო მეტიც, შუა საუკუნეების მხატვრობაში ღიმილს პრაქტიკულად ვერსად დაინახავთ, ტილოებიდან  მშვიდი და სათნო სახეები შემოგვცქერის. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი სილამაზის ახალი სტანდარტი – ფართოდ გაღებული ბაგეები, მკვეთრი, „ჰოლივუდის ღიმილია“. Continue reading “როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან”

პირის ღრუს მოვლის საშუალებები

jagrisi-da-pasta1საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.

კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული. ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში. Continue reading “პირის ღრუს მოვლის საშუალებები”