
Continue reading “რაზე შეიძლება მიანიშნებდეს კბილების ჰიპერმგრძნობელობა?”
თუ თქვენც უმრავლესობის მსგავსად კბილების გახეხვისას არ იშურებთ კბილის პასტას და იმდენს იყენებთ, რამდენიც შეიძლება დაეტიოს კბილის ჯაგრისის ზედაპირზე, ნახევარზე მეტს უბრალოდ “წყალს ატანთ”, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
უფრო მეტი პასტის გამოყენება არანაირად არ გეხმარებათ უკეთესად გახეხვაში. ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია Continue reading “კბილის პასტა: რამდენია საკმარისი?”
ყველას გაგვისინჯავს საღეჭი რეზინი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც უშაქროს, მაგრამ რეალურად ტკბილი გემო აქვს. ასეთი საღეჭი რეზინი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ შაქრის ნაცვლად მის შემცვლელს შეიცავს, ყველაზე ხშირად ქსილიტოლს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
საღეჭი რეზინის გამოყენების ასეთი აქტიური პროპაგანდა არამხოლოდ Continue reading “რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი”
თანამედროვე სტომატოლოგია კბილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების უფროდაუფრო სრულყოფილ გზებს გვთავაზობს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მომსახურების ფასებიც. საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს ამ პრობლემების თავიდან აცილება პროფილაქტიკის გზით.
საპროფილაქტიკო დათვალიერება ანუ ჩექ-აფი (dental check-up) ექიმს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს პრობლემა დასაწყისშივე, როცა მისი მოგვარება გაცილებით ადვილი და იაფია. ასეთი საპროფილაქტიკო ვიზიტი Continue reading “იაფი სტომატოლოგია”

ისეთი მტკიცე ქსოვილიც კი, როგორიც კბილის მინანაქარია დროთა განმავლობაში კარგავს იმ მინერალებს (დემინერალიზაცია), რომლებიც მის სიმტკიცეს განაპირობებენ. ეს უმთავრესად საკვებში შემავალი მჟავების გავლენით ხდება, და რომ არ არსებობდეს ერთგვარი ბალანსი პირის ღრუში, კბილებს ახალგაზრდა ასაკში დავკარგავდით.
დაკარგულ მინერალებს მინანქარი უმთავრესად ნერწყვიდან აღიდგენს. გარდა ამისა ნერწყვი ჩამორეხცხავს მისი ზედაპირიდან საკვების ნარჩენებს, რომლის დაშლის შედეგად ბაქტერიების მიერ ასევე მჟავები წარმოიქნება. მათი Continue reading “Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა”

***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).
პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.
დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.
გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).
ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.
პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.
პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით. როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.
“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.
სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.
მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.
“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.
ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.
მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს ალბათ პასუხს.
დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში. Continue reading “მითები”