თუ თქვენც უმრავლესობის მსგავსად კბილების გახეხვისას არ იშურებთ კბილის პასტას და იმდენს იყენებთ, რამდენიც შეიძლება დაეტიოს კბილის ჯაგრისის ზედაპირზე, ნახევარზე მეტს უბრალოდ “წყალს ატანთ”, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
უფრო მეტი პასტის გამოყენება არანაირად არ გეხმარებათ უკეთესად გახეხვაში. ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია Continue reading “კბილის პასტა: რამდენია საკმარისი?”
Category: ჰიგიენა

მუქი ფერის ნადები, რომელიც უფრო მეტად კბილის ყელთანაა ლოკალიზებული და ღრძილის კიდეს მიჰყვება, ხშირადაა მშობლების შეშფოთების მიზეზი, როდესაც მას პატარას პირის ღრუში აღმოაჩენენ. თუმცა მოზრდილ პაციენტებშიც არაა იშვიათი მოვლენა.
ნადების მუქ შეფერილობას იწვევს აქტინომიცეტის ტიპის ქრომოგენული ბაქტერიები, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები იერთებენ პირის Continue reading “რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?”
ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.
ჰალითოზის მექანიზმის გაგება საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასთან ბრძოლის მეთოდები როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში.
უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეორე ტიპის ჰალითოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვების დაავადებებს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები).
უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. გარდა ამისა, დამახასიათებელი სუნის მქონე ნივთიერებები შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში (მაგ. ნიორი, ხახვი, სანელებლები). ასეთი ალიმენტური ანუ საკვებისმიერი ჰალითოზი არაა დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.
ბაქტერიების მიერ გამოყენებული ამინომჟავების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ამიტომ ჰალითოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა.
ასევე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება ე.წ. ჩირქოვანი “საცობები”. მათი შემჩნევა ადვილია ხახის დათვალიერებისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰალითოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები + ამინომჟავები. ამინომჟავების წყარო შეიძლება იყოს როგორც საკვებში შემავალი ცილები, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი პროდუქტები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს. ამიტომ ყველა ის უბანი პირის ღრუში, სადაც ეს ორი პირობაა, შეიძლება იყოს ჰალითოზის წყარო — ენის ზურგზე არსებულ ხაოებს შორის სივრცეები, პაროდონტის დაავადებისას არსებული პათოლგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ნუშურა ჯირკვლის ლაკუნები. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდის მიზანი უნდა იყოს ასეთი სივრცეების ელიმინაცია, ჟანგბადით გამდიდრება, პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.
ჰალითოზის წინააღმდეგ ყველაზე აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც მოიცავს:
- კბილების გახეხვას დღეში 2-3ჯერ სწორი ტექნიკით და ხარისხიანი ჯაგრისით. ამასთან, ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დროულად.
- ფლოსის ან ირიგატორის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება პაროდონტალური ჯიბეების და კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას.

- პირის ღრუს სავლების ყოველდღიური გამოყენება, რაც ემსახურება პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
- ენის საწმენდის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებით მდიდარი ნადების მოშორებას.
პირის ღრუს სანაცია — კარიესული კბილების მკურნალობა, სათანადო კბილების ექსტრაქცია, აუცილებელია ბაქტერიებისა და ნადების სარეტენციო სივრცეების შესამცირებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის გარდა აუცილებელია რეგულარული პროფესიული ჰიგიენა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადება აწუხებს — ქვებისა და ნადებების მოშორება, კბილისა და ფესვების გაშიშველბული ზედაპირების გაპრიალება.
მათთვის, ვისაც ჰალითოზი აწუხებს მიზანშეწონილია სუფთა სასმელი წყლის (და არა წვენების ან გაზიანი სასმელების) ხშირი მიღება, რადგან წყალი გარდა იმისა რომ ბაქტერიებსა და ნადებს ჩამორეცხავს, ასევე მიაწოდებს ჟანგბადს რეტენციულ უბნებს, რაც ხელს უშლის ანაერობული ბაქტერიების აქტივობას.
ასევე რეკომენდებულია საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ არამარტო მისი მადეზოდორირებელი თვისების გამო არომატული დანამატების წყალობით, არამედ იგი ხეწლს უწყობს ნერწყვის გამოყოფას ღეჭვის პროცესში, რომელიც ჩამორეცხავს საკვების ნაწილაკებს.
ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა. მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.
ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.
აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის: Continue reading “პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან”
გამოკითხვა: “იყენებთ თუ არა ფლოსს?”
მონაწილეთა რაოდენობა: 257
შედეგი:
- კი, რეგულარულად — 28,02%
- კი, ზოგჯერ — 22,18%
- არა — 17,51%
- ეგ რა არის? — 32,3
რა არის ფლოსი?
ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრისთან ერთად და გამოიყენება კბილთაშორისი და ღრძილქვეშა სივრცეების გასაწმენდად, რომელიც მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის. მისი გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს ამერიკაში Continue reading “ფლოსი ანუ დენტალური ძაფი”
ჩვენი გამოკითხვის შედეგები:
რამდენ ხანში ერთხელ ცვლით კბილის ჯაგრისს?
1. ყოველთვე — 14,74%
2. 3-4 თვეში ერთხელ — 48,61%
3. 6 თვეში ერთხელ — 14,34%
4. წელიწადში ერთხელ — 8,37%
5. როცა დაზიანდება — 11,35%
6. სხვა — 1,99%(გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 251 მომხმარებელმა)

მოზრდილებმა, ისევე როგორც ბავშვებმა, ჯაგრისი უნდა შეცვალონ საშუალოდ 3 თვეში ერთხელ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, რის შემდეგაც ჯაგრისის ცვდება, ბლაგვდება და ამის გამო მისი წმენდითი ეფექტურობა მცირდება. გარდა ამისა დეფორმირებულმა ღერებმა შეიძლება დააზიანონ ღრძილის ლორწოვანი გარსი. გამონაკლისს წარმოდგენს ელექტროჯაგრისები, რომელთა თავები ხშირად 6 თვის განმავლობაში არ საჭიროებს გამოცვლას (მწარმოებელი ყოველთვის თან ურთავს პროდუქტს ამგვარ ინფორმაციას).
ღრძილების დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა 4-6 კვირაში ერთხელ, ვინაიდან პათოლოგიური მიკრობები, რომელიც ჭარბადაა ამ დროს პირის ღრუში, ადვილად მრავლდება ჯაგრისის ღერებზე.
ანალოგიური მიზეზის გამო რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა, თუკი
გადაიტანეთ სურდო, ანგინა, გრიპი ან სასუნთქი გზების რაიმე სახის ინფექცია.
თუ ბრეკეტს ატარებთ, თქვენი ჯაგრისი ასევე უფრო ადრე ექვემდებარება შეცვლას, რადგან მისი მეტალის ნაწილები ჯაგრისის ღერების სწრაფ დეფორმაციას იწვევს.
რჩევა მშობლებს: ხშირად დაათვალიერეთ თქვენი შვილის ჯაგრისი. იმის გამო რომ ბავშვები ძირითადად არასწორ მოძრაობებს აკეთებენ კბილების ხეხვის დროს, ასევე ხშირად ღეჭავენ და კბენენ ( 🙂 ) ჯაგრისს, ისინი სწრაფად დეფორმირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოუცვალეთ მათ ჯაგრისი.
ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად Oral-B, თავის ჯაგრისებს თან ურთავს ინდიკატორს. მათი ლურჯი ფერის ღერები ხმარებაში უფერულდება. როცა ღერის ნახევრი გაბაცდება, ჯაგრისის შეცვლის დროა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მოსახერხებელი “თვისებაა”, რადგან ბევრი ადამიანი 2 ჯერზე მეტად იხეხავს კბილებს დღის განმავლობაში და შესაბამისად მათი ჯაგრისის ეფექტურობა 3 თვეზე ადრე მცირდება. ამის კონტროლი ინდიკატორის საშუალებით ძალიან ადვილია.
გახსოვდეთ: ახალი ჯაგრისის წმენდითი ეფექტურობა 30%-ით უფრო მაღალია.
1. თქვენი ჯაგრისის ადგილმდებარეობა 2 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რომ ჩარეცხვისას ჰაერში გაფანტულმა ბაქტერიებმა ვერ მიაღწიონ მის ზედაპირამდე.
2. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ლურჯ ჯაგრისს, ყველაზე იშვიათად წითელს (თუმცა მე პირადად თითქმის ყოველთვის წითელი ჯაგრისი მაქვს 🙂 )
3. არსებობს ადამიანი, რომლის სამუშაოსაც წარმოადგენს პრინცი ჩარლზის ჯაგრისზე კბილის პასტის მოთავსება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ბრიტანეთის Continue reading “იცით თუ არა რომ…”
