თუკი თქვენი არაჩვეულებრივი ხელოვნური გვირგვინების ვიზუალურ ეფექტს აფუჭებს მუდმივად შეშუპებული, სისხლმდენი,
არაბუნებრივი შეფერილობის (წითელი ან მოლურჯო) ღრძილები, პრობლემის მოგვარება სავლებებით და მალამოებით უშედეგო ან დროებით ეფექტური იქნება. ამ დროს თითქმის ყოველთვის სახეზეა პაროდონტის დაავადება. ვითარდება ჯერ გინგივიტი, შემდეგ კი — პაროდნტიტი, თუკი არ მოხდა მიზეზის აღმოფხვრა. მიზეზს კი წარმოადგენს არასწორად დამზადებული და Continue reading “ხელოვნური კონსტრუქციები VS ჯანმრთელი ღრძილები”
Category: პაციენტებისთვის
არცთუ იშვიათად საზოგადოება სტომატოლოგიას განიხილავს, როგორც მომსახურების სფეროს და არა მედიცინის დარგს. სტომატოლოგს მიმართავენ კონკრეტული პრობლემით და პაციენტი კმაყოფილია, თუ ეს პრობლემა სწრაფად და რაც შეიძება უმტკივნეულოდ მოგვარდება. შეაწუხა კბილმა — ესტუმრა სტომატოლოგს — უმკურნალეს ან ამოუღეს და თავისი საქმის მცოდნე ექიმის ხელში მოხვედრილი პაციენტი კმაყოფილი ბრუნდება სახლში. ერთი შეხედვით სრულყოფილი სისტემაა, თუმცა რეალურად საქმე ცოტა სხვაგვარადაა. Continue reading “უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კბილი”

ავტორი: თეა ნაცვლიშვილი — ექიმი-პაროდონტოლოგი, კლინიკა “ზიბექსი”.
შეიძლება ეს სტატია წაიკითხოს, როგორც პაციენტმა, ასევე სტომატოლოგმა. მინდა ყველა იმ ადამიანის ყურადღება მივიპყრო ვინც დარწმუნებულია, რომ არსებობს დაავადება სახელად “პაროდონტოზი” ან თავადაა ავად (რადგან ასე უთხრა ექიმმა-სტომატოლოგმა!).
თავიდანვე უნდა აღსნიშნო, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რადგან რუსეთის პაროდონტოლოგთა ასოციაციამ 2001 წელს (პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციის ბოლო გადახედვისას) ისევ შეინარჩუნა ეს ტერმინი და იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში სტომატოლოგთა უმეტესობა ხელმძღვანელობს რუსული ლიტერატურით, პაროდონტოზის არსებობა ისევ აქტუალური რჩება.
ამ დაავადებას ასე განმარტავენ: პაროდონტოზი არის პაროდონტის ქსოვილების არაანთებადი დაავადება, რის შედეგადაც ხდება ყბის ძვლებისა Continue reading ““პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?”
ავტორი: კახა გურგენიძე— ქირურგი-იმპლანტოლოგი/პაროდონტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი.
წყარო: www.implantacia.wordpress.com
კბილის ამოღება ანუ ექსტრაქცია მოსახლეობაში დაკავშირებულია გარკვეული ტიპის მითებთან და დაუჯერებელ ისტორიებთან. ერთნი კმაყოფილი არიან ექიმ N-ის იმის გამო რომ მან ისე სწრაფად ამოუღო კბილი, რომ ჯერ თურმე პირიც არ ქონდა გაღებული პაციენტს, მეორენი უკმაყოფილო არიან ექიმ X-ის, რომელიც კბილს დიდხანს უღებდა და მაშის მაგივრად რაღაც „კრუჩოკებს“ და „ბორებს“ იყენებდა.
საინტერესოა ეს დამოკიდებულება და ყოველთვის მინდოდა ამ საკითხის გარკვევა.
აქვე აღსანიშნავია რომ კბილის ამოღება ასოცირდება რაღაც მარტივ, ძალიან ადვილ სადალაქო მანიპულაციასთან და თურმე კაპიკები, დღეს რა თქმა უნდა Continue reading “ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.”
უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სტომატოლოგიის და განსაკუთრებით ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობები.
CAD/CAM (Computer-Aided Design /Computer-Aided Manufacturing) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კომპიუტერის საშუალებით მოხდეს კონსტრუქციის დიზაინის შექმნა და შემდეგ მისი წარმოება ანუ ის, რაც ლაბორატორიაში კბილის ტექნიკოსის ხელით კეთდებოდა ადრე. ეს ზოგავს უამრავ დროს და ადამიანურ რესურსს.
CAD/CAM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რამდენიმე პროგრამა არსებობს. ზოგი მათგანი განკუთვნილია ლაბორატორიაში სამუშაოდ. ზოგი კი, Continue reading ““ცერეკის” კბილები”

მუქი ფერის ნადები, რომელიც უფრო მეტად კბილის ყელთანაა ლოკალიზებული და ღრძილის კიდეს მიჰყვება, ხშირადაა მშობლების შეშფოთების მიზეზი, როდესაც მას პატარას პირის ღრუში აღმოაჩენენ. თუმცა მოზრდილ პაციენტებშიც არაა იშვიათი მოვლენა.
ნადების მუქ შეფერილობას იწვევს აქტინომიცეტის ტიპის ქრომოგენული ბაქტერიები, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები იერთებენ პირის Continue reading “რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?”
ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.
ჰალითოზის მექანიზმის გაგება საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასთან ბრძოლის მეთოდები როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში.
უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეორე ტიპის ჰალითოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვების დაავადებებს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები).
უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. გარდა ამისა, დამახასიათებელი სუნის მქონე ნივთიერებები შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში (მაგ. ნიორი, ხახვი, სანელებლები). ასეთი ალიმენტური ანუ საკვებისმიერი ჰალითოზი არაა დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.
ბაქტერიების მიერ გამოყენებული ამინომჟავების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ამიტომ ჰალითოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა.
ასევე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება ე.წ. ჩირქოვანი “საცობები”. მათი შემჩნევა ადვილია ხახის დათვალიერებისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰალითოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები + ამინომჟავები. ამინომჟავების წყარო შეიძლება იყოს როგორც საკვებში შემავალი ცილები, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი პროდუქტები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს. ამიტომ ყველა ის უბანი პირის ღრუში, სადაც ეს ორი პირობაა, შეიძლება იყოს ჰალითოზის წყარო — ენის ზურგზე არსებულ ხაოებს შორის სივრცეები, პაროდონტის დაავადებისას არსებული პათოლგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ნუშურა ჯირკვლის ლაკუნები. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდის მიზანი უნდა იყოს ასეთი სივრცეების ელიმინაცია, ჟანგბადით გამდიდრება, პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.
ჰალითოზის წინააღმდეგ ყველაზე აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც მოიცავს:
- კბილების გახეხვას დღეში 2-3ჯერ სწორი ტექნიკით და ხარისხიანი ჯაგრისით. ამასთან, ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დროულად.
- ფლოსის ან ირიგატორის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება პაროდონტალური ჯიბეების და კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას.

- პირის ღრუს სავლების ყოველდღიური გამოყენება, რაც ემსახურება პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
- ენის საწმენდის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებით მდიდარი ნადების მოშორებას.
პირის ღრუს სანაცია — კარიესული კბილების მკურნალობა, სათანადო კბილების ექსტრაქცია, აუცილებელია ბაქტერიებისა და ნადების სარეტენციო სივრცეების შესამცირებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის გარდა აუცილებელია რეგულარული პროფესიული ჰიგიენა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადება აწუხებს — ქვებისა და ნადებების მოშორება, კბილისა და ფესვების გაშიშველბული ზედაპირების გაპრიალება.
მათთვის, ვისაც ჰალითოზი აწუხებს მიზანშეწონილია სუფთა სასმელი წყლის (და არა წვენების ან გაზიანი სასმელების) ხშირი მიღება, რადგან წყალი გარდა იმისა რომ ბაქტერიებსა და ნადებს ჩამორეცხავს, ასევე მიაწოდებს ჟანგბადს რეტენციულ უბნებს, რაც ხელს უშლის ანაერობული ბაქტერიების აქტივობას.
ასევე რეკომენდებულია საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ არამარტო მისი მადეზოდორირებელი თვისების გამო არომატული დანამატების წყალობით, არამედ იგი ხეწლს უწყობს ნერწყვის გამოყოფას ღეჭვის პროცესში, რომელიც ჩამორეცხავს საკვების ნაწილაკებს.
ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა. მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.
