
დავიწყოთ იმით, თუ რა არის pH ბალანსი. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ რამდენად შეუძლია სითხეს მჟავას განეიტრალება. პირის ღრუში კი, როგორც ვიცით უამრავი სახის მჟავა ხვდება საკვებთან და სასმელთან ერთად. გარდა ამისა მჟავები წარმოიქნება ბაქტერიების მიერ საკვების ნარჩენების გადამუშავებისას. მჟავა აზიანებს კბილის მინანქარს, ახდენს მის დემინერალიზაციას და შედეგად ვითარდება კარიესი. ამიტომ ამ მჟავების განეიტრალება პირის ღრუში ძალიან მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკისათვის. Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?”

ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.

კბილებს შორის ანუ ინტერდენტალური სივრცეების წმენდა პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე, ანუ მხოლოდ კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიული ნადების დიდი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები — ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ან ყველა ერთად, იმისდა მიხედვით 
