ძილის აპნოე

სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის. ძილის დარღვევის შემთხვევაში მცირდება კონცენტრაციის უნარი, სტრესის მიმართ მდგრადობა და უარესდება მახსოვრობა. ისინი, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, მუდმივად განიცდიან ენერგიის სიმცირეს და ძილიანობას დღის განმავლობაში.  Continue reading “ძილის აპნოე” →

რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?

კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.

Continue reading “რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?” →

პარესთეზია, როგორც არხების მკურნალობის გართულება

ერთერთ წინა პოსტში ვწერდით ანესთეზიის შედეგად გამოწვეულ პარესთეზიაზე  ანუ მგრძნობელობის მოშლაზე და იქვე დაგპირდით, რომ სხვა გამომწვევ მიზეზზე ცალკე პოსტს დავუთმობდით. ამჯერად არხის მკურნალობის შემდეგ განვითარებულ პარესთეზიაზე ვისაუბრებთ.

ენდოდონტიის ანუ არხების მკურნალობის დროს ერთერთი ყველაზე ხშირი გართულებაა საბჟენი მასალის გადასვლა ფესვის ირგვლივ ქსოვილებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არხის დამუშავების ან მისი ჰერმეტიზაციის (საბჟენი მასალით შევსება) პროტოკოლის დარღვევით. რამდენადაც თანამედროვე პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის გუტაპერჩა გამოიყენება და ის კი ინერტული მასალაა, Continue reading “პარესთეზია, როგორც არხების მკურნალობის გართულება” →

ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია

კვლავ ვეხმაურებით დასმულ შეკითხვას და ამ პოსტში ვისაუბრებთ ფისურების ჰერმეტიზაციაზე (ჩაბეჭდვაზე), როგორც რეკომენდებულ პრევენციულ მეთოდზე კარიესის წინააღმდეგ.

ფისურები — ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე. გარდა იმისა, რაც ვიზუალურად ჩანს, ძალიან ხშირად ფისურები ვერტიკალური ნაპრალის სახით საკმაოდ ღრმად ვრცელდება კბილის ქსოვილში. ბუნებრივია, ასეთი მიკროსკოპული სივრცის გასუფთავება ჯაგრისის საშუალებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც ფისურების კარიესი პროცენტულად ყველაზე ხშირია.  Continue reading “ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია” →

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?” →

ანესთეზია და ძუძუთი კვება

მკითხველების მიერ დასმული შეკითხვების მიხედვით ეს თემა ერთ-ერთ აქტუალური და ბურუსით მოცულია, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ როგორც ჩანს ექიმებისთვისაც. ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე პოსტი გამეკეთებინა.

ყველა მეძუძურ დედას, ვისაც სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება უწევს აწუხებს კითხვა: “ანესთეზიის საჭიროების შემთხვევაში როდის შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება?” ზოგს ურჩევენ, რომ მეორე დღემდე არ აჭამოს, ზოგს ურჩევენ რომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოს კვება, ზოგს წინასწარ რძის გამოწურვას და შენახვას ურჩევენ…

ფაქტები ასეთია: გამოკვლევების შედეგების მიხედვით* ადგილობრივი ანესთზიის დროს დედის რძეში Continue reading “ანესთეზია და ძუძუთი კვება” →

გამათეთრებელი ზოლები: პლიუსები და მინუსები

ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკურ პროდუქტთა შორის კბილების გამათეთრებელი საშუალებები უდაოდ მოწინავეთა შორისაა. საუბარია სწორედ კოსმეტიკურ ანუ უსაფრთხო და მომხმარებლისთვის განკუთვნილ, და არა პროფესიონალურ საშუალებებზე. ასეთები ხელმისაწვდომია ყველასთვის ექიმის დანიშნულების გარეშე, თუმცა თუ კბილების სახლის პირობებში გათეთრებას გადაწყვეტთ, სტომატოლოგთან წინასწარი კონსულტაცია ნამდვილად ბრწყინვალე იდეაა.

ყოველწლიურად ბაზარზე კბილების გასათეთრებელი უამრავი პროდუქტი უწვეს კონკურენციას ერთმანეთს. გამათეთრებელი ზოლები ანუ ლენტები (tooth whitening strips)

Continue reading “გამათეთრებელი ზოლები: პლიუსები და მინუსები” →