სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?”

როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.  Continue reading “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…”

ავტორისგან

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ანუ როგორც უკვე უწოდებენ მას “ჯინეტში” არცთუ იშვიათად შემხვედრია რესურსები, რომლებიც ამ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას იყენებენ, ანუ ჩემს საკუთარ სტატიებს თუ ჩემს მიერ ნათარგმნ ინფორმაციას. გულსატკენია, რომ ხშირად წყაროს მითითება რატომღაც “ავიწყდებათ”, ეს კი საავტორო უფლებების დარღვევაა. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი ბლოგის მისამართის ხილვამ სდასუს-ს XVIIსამეცნიერო კონფერენციის შრომებში ერთერთი სტატიის (გვ.221) გამოყენებულ ლიტერატურაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სტატიის ავტორებს. ასევე მინდა აღვნიშნო სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი MedGeoNet, რომელიც ყოველთვის იცავს საავტორო უფლებებს.

იცით თუ არა რომ…

1. თქვენი ჯაგრისის ადგილმდებარეობა 2 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რომ ჩარეცხვისას ჰაერში გაფანტულმა ბაქტერიებმა ვერ მიაღწიონ მის ზედაპირამდე.

2. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ლურჯ ჯაგრისს, ყველაზე იშვიათად წითელს (თუმცა მე პირადად თითქმის ყოველთვის წითელი ჯაგრისი მაქვს 🙂 )

3. არსებობს ადამიანი, რომლის სამუშაოსაც წარმოადგენს პრინცი ჩარლზის ჯაგრისზე კბილის პასტის მოთავსება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ბრიტანეთის Continue reading “იცით თუ არა რომ…”

ვერაგი ჰერპესი

მტკივნეულლი გამონაყარი ტუჩზე — ჰერპეს-ვირუსის გამოვლინება — ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, არამედ ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსი ხანდაზმულობისას — დაადგინეს ბრიტანელმა მკვლევარებმა.

სწორედ ჰერპეს-ვირუსი უწყობს ხელს ბეტა-ამილოიდის კონგლომერატების წარმოქმნას, რომელიც თავის მხრივ ტვინის ქსოვილში ალცჰეიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნეირო დეგენერაციულ დაზიანებებს იწვევს. მკვლევართა ჯგუფმა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ რუფ იცხაკის ხელმძღვანელობით, რომელიც ალცჰეიმერით დავადებულებს იკვლევდა, მათ 90%-ში აღმოაჩინა I ტიპის ჰერპეს-ვირუსი ცილოვან კონგლომერატებში.

პროფესორის განცხადებით, თუკი ახალგაზრდა ასაკში ჰერპესი შეიძლება არ Continue reading “ვერაგი ჰერპესი”

ალგინატი VS სილიკონი

bleaching 1

არ ვიცი ჩემს ბლოგს რამდენად კითხულობენ ჩემი კოლეგები, მაგრამ ერთ პრობლემას წავაწყდი და მადლობელი ვიქნები, თუ გამომეხმაურებიან.

საქმე რაშია: ლაბორატორიამ, რომელიც ამზადებს კაპებს გათეთრების სახლის სისტემისთვის მომთხოვა მხოლოდ ალგინატური მასალით ანაბეჭდის მიტანა. მოგეხსენებათ, მოდელის ჩამოსხმა ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში ანაბეჭდის აღებისთანავე უნდა მოხდეს.bleaching 2 ჩემთვის კი დროის მოკლე პერიოდში ლაბორატორიაში მისვლა პრობლემას წარმოადგენს (მე თვითონ ვერ ჩამოვასხამ გარკვეული მიზეზბის გამო).

მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აზრად მომივიდა სილიკონური ორშრიანი მასალის პირველი შრის გამოყენება (მეორე შრე კაპის დასამზადებლად აუცილებლობას არ წარმოადგენს).bleaching 3

ლაბორატორიამ ჩემი ბრწყინვალე იდეა არ გაიზიარა, მაგრამ ვერც ამიხსნა, რატომ.

პასუხს ვერსად მივაგენი.

პ.ს. მივიღებ ნებისმიერ ახალ იდეას და დავაფასებ თქვენს გულისხმიერებას 🙂

რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება. Continue reading “რატომ ვარდება ბჟენები?”