რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?

ხშირად კითხულობენ თუ რამდენად საშიშია ღრძილზე გაჩენილი ფისტულა. ეს შეკითხვა ბუნებრივია, რადგან ამ მდგომარეობას არ ახლავს რაიმე სიმპტომები, რაც მის “საშიშობაზე” შეიძლება მიუთითებდეს. არ ახლავს ტკივილი, შეშუპება, ანთებითი ცვლილებები ირგვლივ ქსოვილებში. ერთი სიტყვით, ისევე გამოიყურება, როგორც ღრძილზე გაჩენილი”მუწუკი”, რომელიც დაცლის შემდეგ თავისით ქრება. ასეთი უსიმპტომო მიმდინარეობის გამო ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. თუ გვეცოდინება რას წარმოადგენს ფისტულა, დავრწმუნდებით, რომ იგი საკმაოდ სერიოზული ნიშანია და ყურადღების მიქცევა აუცილებელია. Continue reading “რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?”

Advertisements

ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?

კბილის დაკარგვის შემდეგ იმპლანტაციის ჩატარების პროპაგანდა ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც მარკეტინგული ხრიკი, გამომდინარე იქიდან რომ იგი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე კლასიკური ხიდი — მეზობელ კბილებზე დაფიქსირებული. რათქმაუნდა, იმპლანტები არ უნდა ცვლიდნენ ბუნებრივ კბილებს და პრიორიტეტული ყოველთვის უნდა იყოს კბილის შენარჩუნება, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მაინც საჭირო გახდა კბილის ამოღება? Continue reading “ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?”

“პროთეზის წებო” — შესაძლო საფრთხე ჯანმრთელობისათვის

მათ, ვინც მოსახსნელ პროთეზს ატარებს ხშირად აქვთ მისი ფიქსაციის პრობლემა. ახლად დამზადებულ და კარგად მორგებული პროთეზის შემთხვევაში ფიქსაცია სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ დროთა განმავლობაში პროთეზის ქვეშ ძვლოვანი ქსოვილი განილევა, ჩნდება სივრცე, რის გამოც პროთეზი მოძრაობს ან ვარდება. დასაწყისისთვის რეკომენდებულია საფიქსაციო საშუალებების გამოყენება, მომავალში კი აუცილებელია პროთეზის თავიდან მორგება ან შეცვლა.

პროთეზის საფიქსაციო საშუალებებიდან ყველაზე ხშირად ადჰეზივები  ანუ კრემები გამოიყენება, “პროთეზის წებო”, როგორ მას ზოგჯერ უწოდებენ. მათი უმრავლესობა წყალში Continue reading ““პროთეზის წებო” — შესაძლო საფრთხე ჯანმრთელობისათვის”

ფიბრომა პირის ღრუში

low-laser3ფიბრომა პირის ღრუში ძალიან ხშირად გვხვდება. ესაა რბილი, ვარდიფერი ან მოთეთრო შეფერილობის წარმონაქმნი, რომელიც ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია. იგი ლორწოვანის ქრონიკული ტრავმის ან გაღიზიანების შედეგად ვითარდება (მაგ. ტუჩის კვნეტა). ყველაზე ხშირად ფიბრომა გვხვდება სწორედ იმ ადგილებში, რომელიც ტრავმებს ექვემდებარება — ენის გვერდითა ზედაპირი, ლოყის ლორწოვანი გარსი, ტუჩების სხვადასხვა უბანი. აღსანიშნავია, რომ ცუდად მორგებული Continue reading “ფიბრომა პირის ღრუში”

ხიდი თუ იმპლანტი?

dental-implants-300x200დენტალური იმპლანტაცია რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა იმპლანტაციის ტექნიკა და დამხმარე საშუალებები. მიუხედავად ფასისა და ქირურგიული პროცედურის საჭიროებისა, დღესდღეობით კბილის ამოღების შემდეგ მისი აღდგენის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. აი რამდენიმე მიზეზი ერთეული დანაკლისი კბილის შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს იმპლანტს ხიდთან შედარებით: Continue reading “ხიდი თუ იმპლანტი?”