პაროდონტიტი — იმპლანტების მტერი

იმპლანტი ყველაზე ახლოს დგას ბუნებრივ კბილთან იმ ხელოვნურ კონსტრუქციებს შორის, რომელიც პირის ღრუში კეთდება. იგი არამარტო კბილის გვირგვინს აღადგენს, არამედ ძვალში მოთავსებული იმპლანტი კბილის ფესვის იმიტაციას ახდენს და მის ფუნქციას ასრულებს ათწლეულების განმავლობაში. Continue reading “პაროდონტიტი — იმპლანტების მტერი”

ტიტანი დენტალურ იმპლანტაციაში

resize_1344437395_uploads_images_64b32c34a2b5c7bc91d4d6db23903249_jpg_610x0_85ტიტანი — ესაა მასალა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა რეკონსტრუქციულ მედიცინაში და კერძოდ, სტომატოლოგიაში. ქიმიური ელემენტი ტიტანი (Titanium — Ti) ვერცხლისფერ მეტალს წარმოადგენს და გამორჩეული თვისებების გამო მას ბერძნული მითოლოგიის ღმერთების — ტიტანების სახელი უწოდეს, რომლებიც განსაკუთრებულად ძლიერები იყვნენ. ბუნებაში არცერთ სხვა ქიმიურ ელემენტს არ ახასიათებს სიმსუბუქისა და სიმტკიცის ისეთი შეფარდება როგორც ტიტანს. მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მაღალი მდგრადობაა კოროზიის მიმართ, რაც მის ბიოშეთავსებადობას განაპირობებს. Continue reading “ტიტანი დენტალურ იმპლანტაციაში”

იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.