
ხშირად კითხულობენ თუ რამდენად საშიშია ღრძილზე გაჩენილი ფისტულა. ეს შეკითხვა ბუნებრივია, რადგან ამ მდგომარეობას არ ახლავს რაიმე სიმპტომები, რაც მის “საშიშობაზე” შეიძლება მიუთითებდეს. არ ახლავს ტკივილი, შეშუპება, ანთებითი ცვლილებები ირგვლივ ქსოვილებში. ერთი სიტყვით, ისევე გამოიყურება, როგორც ღრძილზე გაჩენილი”მუწუკი”, რომელიც დაცლის შემდეგ თავისით ქრება. ასეთი უსიმპტომო მიმდინარეობის გამო ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. თუ გვეცოდინება რას წარმოადგენს ფისტულა, დავრწმუნდებით, რომ იგი საკმაოდ სერიოზული ნიშანია და ყურადღების მიქცევა აუცილებელია. Continue reading “რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?”



ფიბრომა პირის ღრუში ძალიან ხშირად გვხვდება. ესაა რბილი, ვარდიფერი ან მოთეთრო შეფერილობის წარმონაქმნი, რომელიც ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია. იგი ლორწოვანის ქრონიკული ტრავმის ან გაღიზიანების შედეგად ვითარდება (მაგ. ტუჩის კვნეტა). ყველაზე ხშირად ფიბრომა გვხვდება სწორედ იმ ადგილებში, რომელიც ტრავმებს ექვემდებარება — ენის გვერდითა ზედაპირი, ლოყის ლორწოვანი გარსი, ტუჩების სხვადასხვა უბანი. აღსანიშნავია, რომ ცუდად მორგებული
დენტალური იმპლანტაცია რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა იმპლანტაციის ტექნიკა და დამხმარე საშუალებები. მიუხედავად ფასისა და ქირურგიული პროცედურის საჭიროებისა, დღესდღეობით კბილის ამოღების შემდეგ მისი აღდგენის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. აი რამდენიმე მიზეზი ერთეული დანაკლისი კბილის შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს იმპლანტს ხიდთან შედარებით: