კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

Advertisements

372 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. Gamarjoba, nerv moklul kbilze rodesac ploms miketeben mudmivsac da droebitsac or dgeshi shegrzneba michndeba titkos kbili mebereba shignidan, rogorc ki vixsni plombs micherdeba tkivili. Daminishna savlebi ekimma magram 2tvea araferi mshvelis da ploms ver madebs, risi brali sheizleba ikoos?

    1. გირჩევდით მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომელიც არხების მკურნალობის უფრო ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებს ფლობს.

  2. გამარჯობა, გუშინ დამიბჟინეს ზედა მეორე პრემოლარი არხიც და კბილიც ერთ დღეში, ღამით კბილის კბილზე დაჭერისას შემაწუხა ტკივილმა, ასევე ენის მიდების და კაკუნის დროს მტკივა სხვა შემთხვევაში არა, არ მიცდია თან ამ მხარეს ჭამა, რამდენად დამახასიათებელია ტკივილი არხის დაბჟენის შემდეგ და რამდენ ხანში გამივლის? მადლობთ

    1. ასეთი რეაქცია შესაძლებელია. უნდა შემცირდეს თანდათან და 2-3 დღეში გაიაროს. თუ შენიშნავთ რომ მატულობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

      1. გამარჯობატ კვირაზე მეტია კბილი დავიპლომბე თავის არხებით. კბილში მიდიოდა ლპობის პროცესი.პირველი პლომბის შემდეგ მეორე დგეს მგრგნიდა მესამე დგეს ამტკივდა.შემდეგ დგეებზე მგრგნიდა აკეთ მხარეს ვერ ვჯამდი ენასაც ვერ ვიდებდი მერე სულ გადამიარაა.ამის გამო გავიკეთე კბილზე რედგენი შემდეგ თავიდან გამისხსნეს არხები და დაიპლომბა რედგენის მიხედვით.მაგრამ დგესაც აკეთ მხარეს ვერ ვჯამ.თუ რაგაც მედება მტკივა წამიერად.ეგაა როცა არხს ამუშავებდნენ დზალიან მტკუოდა პირვრლად.მეორედ კი ოდნავ მტკიოდა. რა შეიძლება იყოს?კბილია ამოსაგები ანუ?

      2. სამწუხაროდ შეუძლებელია რამის თქმა რეტგენის სურათის გარეშე. ექიმს, ვინც გიმკურნალათ უნდა ჰკითხოთ მიზეზი და უნდა აგიხსნათ როგორი პროგნოზი შეიძლება ჰქონდეს ამ კბილს.

  3. ქვედა მეორე პრემოლარი ექიმმა გამიხსნა არხი და დაამუშავა, შემდეგ ჩამიდო ევგენოლში შესველებული ბამბა და დროებითი დამადო, მაგრამ კბილმა. ტკივილი დამიწყო, რისი ბრალია? ან როგორ მოვიქცე?

    1. ევგენოლში დასველებული ბამბა ძალიან დიდი ხანია აღარ გამოიყენება სტომატოლოგიაში. და როცა გამოიყენებოდა მაშინაც შეცდომა იყო. გირჩევთ, რაც შეიძლება მალე მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომ ამოიღოს ბამბა და მიიღოს შესაბამისი ზომები გართულების თავიდან ასაცილებლად.

  4. მოგესალმებით ზედა უკანა კბილს რომელიც დაპლომბილი მაქვს ბოლო დროს მისივდება არხებიც დაპლომბილია ნერვი მკვდარია მაგრამ მაინც მისივდება ვერვხვდები რატომ რა უნდა ვქნა როგორუნდა მოვიკცე ? და საშიშა რამე ? მადლობა წინასწარ

    1. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მეზობელი კბილი ხომ არაა მიზეზობრივი. შემდგენ კი მოხდეს არხების რევიზია, ანუ გახსნა და თავიდან მკურნალობა. “მკვდარი ნერვი” არ ნიშნავს რომ არხები სრულფასოვნადაა ნამკურნალები. თუ არხში რჩება ინფექცია, აუცილებლად მწვავდება მომავალში.

      1. იცით კბილზე რაღაც ყვითელი ლაქასავით არის და კალციუმის ნაკლებობის შედეგიაო და როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო

      2. არსებობს საშუალებები, რომელიც ზოგიერთი სახის ლაქას აუფერულებს. ამ პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ასევე შეიძლება ლაქის გადაფარვა შესაბამისი ფერის ჰელიობჟებით. თუ დიდი ზომისაა — ვინირით დაფარვა.

  5. გამარჯობათ, რამდენად საშიშია არხის პერფორაცია, და თუ არის გამოსწორებადი ეს შეცდომა, ან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.. მადლობთ ყურადღებისთვის

    1. დამოკიდებულია იმაზე, პერფორაციიდან რამდენი ხანია გასული. თუ პერფორაციის შედეგად უკვე გამოწვეულია ცვლილება ძლოვან ქსოვილში, ასეთ შემთხვევაში კბილის შენარჩუნება პრაქტიკულად ვეღარ ხდება. თუ პერფორაცია მომენტალურად დაფიქსირდა არხის მკურნალობის პროცესში და ექიმი მოახერხებს მის იზოლაციას სპეციალური ცემენტის საშუალებით, კბილის მკურნალობა გრძელდება, თუმცა აუცილებელია კბილზე დაკვირვება და რენტგენოკონტროლი.
      საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ პერფორაციის შედეგად არხის ინსტრუმენტებით ხდება არხში არსებული ინფექციის გადატანა არხის გარეთ ძვლოვან ქსოვილში. შესაბამისად შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იყო დაინფიცირებული თავად არხი, და რამდენად მოხდა პერფორაციის იზოლაცია არხის სანათურისგან.

  6. გამარჯობა, კბილი მქონდა დეპულპირებული დიდი ხნის დაბჟენილი, ოღონდ კბილს არ ჰქონდა არანაირი ფორმა პირდაპირ იყო ბჟენი დანატყეპები, რეზიდენტთან მივედი და ვთხოვე ამ კბილისთვის ფორმა მიეცა, ძველი ბჟენი ამოიღო ნაწილობრივ კედლებზე მოაცილა და ფსკერზე დატოვა, შემდეგ ახალი ბჟენით აღმიდგინა კბილი და ნამდვილს დაემგვანა, მაგრამ ტკივილები დამეწყო ამ კბილზე, რისი ბრალი შეიძლება იყოს? გთხოვთ მიპასუხეთ

    1. თუ კბილი დეპულპირებულია ანუ “მკვდარია” და არხებს ექიმი არ შეხებია ამჯერად, მაშინ შესაძლოა რომელიმე არხი არ იყო დაბჟენილი და კბილის პრეპარირებამ ნარჩენი ნერვის რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არხის მკურნალობა უნდა მოხდეს.
      ან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ახალი ბჟენი “მაღალია” ან მოპირადპირე კბილთან შეხებაში სხვაგვარად მოდის, ვიდრე ადრე იყო. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა გაასწოროს.

    1. შესაძლოა მიზეზი სხვა კბილი იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს.

  7. გამარჯობა, 2 დღის წინ დავიბჟინე კბილი, ტკივილი ძალიან მსუბუქი მაქვს, მაგრამ ძლიერად მხოლოდ კბილის კბილზე შეხებისას მტკივა, შეგიძლიათ მითხრათ ნორმალურია ეს თუ არა, რა შეიძლება გამოვიყენო და რამდენ ხანში გამივლის მაქსიმუმ ?

    1. თუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და კბილი ცოცხალია, ტკივილი მიანიშნებს, რომ “ნერვზე” უკვე გადასულია ანთება და არხების მკურნალობა რეკომენდებულია. თუ არხები დაიბჟინეთ, დააკვირდით ტკივილის დინამიკას. თანდათან უნდა მოიკლოს და რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს. თუ ინტენსივობამ მოიმატა, ეს მიანიშნებს რომ არხების რევიზიაა საჭირო და ექიმს უნდა მიმართოთ.

    2. გამარჯობათ.კბილი დავიპლომბე რეზიდენტებთან .3 ჯერ რედგენით.3 საათამდე მიპლომბავდნენ.ანესთეზიამ გაიარა სა ძან მტკიოდა.ბოლოს როგორმე დაამთავრეს.ექიმიც გვედგა თავზე.მესამე დგეა.სამისივდა ტკივილით იმდენად არმტკივა .გამოსავლებს ვივლებ აფთიაქში ნაყიდს.რას მირჩევდით.დიდი მადლობათ
      გაიხარეთ.

      1. სამწუხაროდ, მხოლოდ იმის რჩევა შემიძლია რომ მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს. სიტუაციის შესაფასებლად რეტგენი და გასინჯვაა საჭირო.

  8. გამარჯობათ მაქვს ხრძილების ანთება ორი დხეა დამისივდა ტკივილები მაკ გუშინ ვიკავი ექიმთან ცეპრიაქსონი დამინიშნა და სავლები დხეა უკვე თვალზე ავიდა

    1. თუ ასეთი ძლიერი შეშუპებაა, შესაძლებელია კბილის მიერ იყოს გამოწვეული. ანტიბოიოტიკის დანიშვნა გაუმართელბელია ადგილობრივი მკურნალობის გარეშე, სავლები კი არაფრის მომცემია (ცხელი სავლები საერთოდ არ შეიძლება შეშუპება როცაა). უნდა მოხდეს ინფექციის კერის მოშორება ღრძილის ქსოვილებიდან ან კბილიდან. თუ კბილია მიზეზობრივი, პირველ რიგში უნდა დაიწყოს მისი მკურბალობა. თუ არ ექვემდებარება მკურნალობას, უნდა ამოიღოთ.

    2. გამარჯობათ.თებერვალში დავიპლომბე კბილი.მტკიოდა დაპლობვამდე.ანთება მქონდა კბილის ძირში.მერე ხსნარებიტ გამომირეცხეს და დაპლომბეს.ერთ თვემდე მტკიოდა.მის გვერდით კბილზე კარიესი დამიპლომბეს.დღეს ორივე კბილს ვუკაკუნებდი თითს.მერე ვარყიე.მაინტერესებდა მდგომარეობა.სტომატიტოს მაქვს.კბილების ძირში ყრუ ტკ8ვილი ვიგრძენი და გამიგრძელდა .ღეჭვის დროს არმტკივა.ტკივილი ღრძილის გაღიზიანების ბრალია?ჯანსაღ კბილს როვ ვუკაკუნებ არაფერს ვგრზნობ ამათ რომ ვუკაკუნებ თითქოს რაღაც არაა ჟანსარი ასეთი შეგრძნება მაქვს.ბოდიშით ამდენი რომ დავწერე.მირციეთ რამე😯მადლობათ.

      1. “მკვდარ” კბილს ყოველთვის განსხვავებული რექცია აქვს პერკუსიაზე ანუ დაკაკუნებაზე. მარტო ამ ნიშნით ვერ გავარკვევთ კბილს პრობლემა აქვს თუ არა. ამისათვის მინიმუმ რენტგენი უნდა გადაიღოთ.

      2. რა მალე მიპასუხეთ თქვენ გაიხარეთ.დიდი მადლობა☺

      3. გუშინ მოგწერეთ რომ თითის დაკაკუნებაზე თებერვალში დაპლომბილი კბილის შემოწმება მინფოდა.მეტკინებოდა თუარა.გვერდით კბილსაც დავაკაკუნე.ყრუ ტკივილის მერე მოგწერეთ სა რედგენი მირჩიეთ.გადავიღე და ახალი კბილი ანთება არიო და გამიხსნეს.ნერვი ამომირეს ბოდიშით და სუნი წონდაო.გამომირეცხეს რამოდენიმეჯერ და რაღაც ჩამიდეს.სანამ ეს სუნი და ანთება არგადავა ჯერ ვეტ დავპლომბავთო.რასუნდა გამოეწვია ანთება?

      4. ანუ ანთება იგივე (დაპლომბილ) კბილზეა თუ ახალ (სხვა) კბილზე?

      5. ახალ სხვა კბილზე.შეიძლება მანამდეც ის მტკიოდა და არა გაფუწებული კბილი.მაგრამ რედგენზე ხომ უნდა გამოცენილიყო თებერვალში რომ გადავიღე.ეხლაც მერომ არშემომეწმებინა კაკუნით გაგრძელდებოდა და ალბათ დავკარგავდი კბილს.არადა დასაკარგი კბილები მართლა არა მაქვს უკან ზედა ორ ორი საღეჭები ისედაც არამაქვს.ახალი კბილი რომელზეც პატარა კარიესი იყო ის მტკიოდა თურმე.გახსნეს და სუნი ჰქონდაო და სანამ ეს სუნი არალაგდება ჯერ არდავპლომბავთო.ღრზილების ანთება ხომ არგამოიწვევდა?

      6. კბილის არხში ანთებას კარიესი იწვევს. რენტგენზე ნამდვილად გამოჩნდებოდა.

    3. გამარჯობათ ჩვენო საუკეთესო მრჩეველო..რამაინტერესებს.ავარიის დროს ქვედა ყბის ფუძე შუა კვბილები მომტყდა.მერე გავიკეთე კბილები.ძალიან გაუჭირდა ფორმის მიცემა.ალბათ 8 წელი გასული იქნება.თერაპევტმა დამითვალიერა და სასურველუა 8 ან 10 წელიწადში კბილების შეცვლაო.ზედა 5 კბილიც გადაკრული მაქვს.სასურველუა ზედაც შეიცვალოსო.ქვედა ყბაზე ორ კბილს ბოლომდე არ აზის კბილები.ოდნავ ჩანს კბილის ძირები.არშეიძლება ეს კბილები ამოიღონ შეამოწმონ და ხელახლა დასვან იმავე კბილებზე ღრძილებში ისე რომ არჩანდეს კბილის ძირი?😯

      1. იგივე გვირგვინების ან ხიდის გამოყენებას თუ გულისხმობთ, სამწუხაროდ შეუძლებელია. ის რომ ბოლომდე არ ზის, ნიშნავს რომ სხვა ფორმის და სიგრძის გვირგვინი ან ხიდია დასამზადებელი. ამიტომ ძველი არ გამოდგება.

      2. შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ექიმი კბილის რომელიც შეძლებს გამიკეთოს ნორმალურად კბილები.ტყვილა გადავყარე ფული გამოდის.ერთი კბილი 100 ლარი ღირდა.

      3. თეა ჩუბინიძე, კლინიკა “უნისტომი”.

  9. რამდენიმე თვეა კბილი დავიპლომბე, ნერვი ძალიან მაწუხებდა პირველი კვირა, საუბრის დროსაც. შემდეგ ტკივილი თანდათან გაქრა და მხოლოდ ცივ წყალზე მტკივდებოდა , მაგრამ დღეს დილიდან ტკივილი დამეწყო არც ისე ძლიერი , მაგრამ უსიამოვნო. მეგობარმა მითხრა რომ შესაძლოა ნერვი დალპეს და კბილი დაზიანდ ეს თუ ნერვს არ ამოიღებო. მაინტერესებს მართალია თუ არა , საშიშია ნერვის დატოვება

    1. თუ კბილი “ცოცხალია” ანუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და ნერვი ცოცხალი იყო, დიახ, მეგობარი მართალია. სავარაუდოდ საჭირო იქნება ნერვის ამოღება და არხის მკურნალობა.

    1. შესაძლოა სამწვერა ნერვის პრობლემა იყოს. უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.

  10. გამარჯობათ ერთი კვირის წინ დავუპლომბე ბავშვს კბილი და მას შემდეგ წამლის სუნიაკ პიში . ხიმვერ მეტყვით ეს ნორმალურია?

    1. რათქმაუნდა არა. თუ თვლით, რომ სუნი გამოყენებულ მასალას უკავშირდება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

    1. სამწუხაროდ, აზრი არ აქვს პაროდონტოლოგის ჩარევის გარეშე.

    1. ღრძლების დაავადება ანუ პაროდონტის დაავადება კავშირშია ბევრ ზოგად დაავადებასთნ, რადგან პათოგენური ბაქტერიების მუდმივ კერას წარმოადგენს ორგანიზმში.

    1. ეს სიმპტომები ღრძლების დაავადებაზე მიანიშნებს. თუ მტკივნეულ პროცედურებს გულისხმობთ, არა, მკურნალობა მტკივნეული არ არის. თუმცა განკურნება რთულია და დამოკიდებული იმაზე, თუ რა ეტაპზე მიმართავთ ექიმს. შორსწასულ სტადიაზე საკმაოდ პრობლემატურია. მკურნალობის გარეშე კი კბილები ადრეულ ასაკში იკარგება.

  11. ორი დღეა კბილი დავიპლომბე. საშინელი ტკივილები მქონდა ყურზეც გადავიდა ტკივილი და თავზეც.ნერვი ამომიგო,არხები გაწმინდა და შემდეგ დამიპლომბა.მაგრამ ისევ მტკივა ღამით არ მძინავს,თან ყურიც მტკივა გადაეცემა ტკივილი.არ ვიცი რისი ბრალია,მგონია რო ღრძილია გაღიზიანებული და სხვა კბილებსაც გადასცემს ტკივილს.მაინტერესებს ახლავს დაპლომბვას ისევ ტკივილები?ალბათ ბჟენი ჯერ არ “მოერგო” კბილს.რამდენ ხანს გასტანს ტკივილები?სხვა დროსაც დამიპლომბავს კბილი და ისევ ისეთი ტკივილები არ მქონია. ან რა სავლები გამოვივლო რომ ტკივილი შევიმსუბუქო?

    1. დააკვირდით ხომ არ არის ახალი ბჟენი მაღალი. ასევე უნდა შემოწმდეს დაბჟენილია თუ არა ყველა არხი, ან სხვა კბილი ხომ არა არის ტკივილის მიზეზი.

    1. როგორც უკვე გითხარით: “პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.”

    1. გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენა ყველაზე ადრეული ნიშანია პაროდონტის დაავადების. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წლების განმავლობაში სხვა სიმპტომი ვერ შენიშნოთ, დაავადება პროგრესირებს, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ. ეს გამოიხატება ფესვის ირგვლის ძვლის განლევით, რაც პათოლოგიური ჯიბეების გაჩენას იწვევს. იგივე ძვლის განლევის გამო წლების შემდეგ იწყება კბილების მორყევა. ასეთ ეტაპზე პროცესის შეჩერება უკვე ძალიან რთულია. ამიტომ სისხლდენის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.

      1. Gasagebia da paradontaxsit vixex kbils da amavedroulad vivleb savlebitac.kargia rogor fiqrobt rame shedegs momcems?

      2. პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.

  12. 4 დღის წინ დავუპლომბე ბავშვს კბილი დღეს გაუსივდა და რა შეიძლება იყოს? ძალიან ვნერვიულობ ბავშვი არის 5 წლის…ჰქონდა პულპიტი

    1. სავარაუდოდ არხების სრულფასოვნად მკურნალობაა საჭირო.

      1. gamarjobaa kbilis viplobmav gushin nervi momikla da wamali chamido. sadac nemsi gamiketa is adgilebi gamisivda da dzalin mtkivaa rogor unda moviqce

      2. ნანემსარები ზოგჯერ მტკივნეულია 1-2 დღის განმავლობაში, მაგრამ შეშუპება უფრო სავარაუდოა რომ კბილს უკავშირდება. თუ დღეს დღის განმავლობაში შენიშნავთ რომ ინექციის ადგილები უარესობისკენ შეიცვალა (მოიმატა შეშუპებამ და მტკივნეულობამ, წყლული გაჩნდა) ხვალ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.