453 thoughts on “კბილების ჩასმა (ორთოპედია)

  1. gamarjobat. makvs paradontozi. zeda kbaze kbilebi sashinlad mak garet gamosuli, 2 tvesi vapireb sakartvelosi jamosvlas. shegizliat damexmarot?ramdeni tanxa damjirdeba zeda kbis kvela kbilis gaketeba?

    1. ფასის ასე თქმა შეუძლებელია. უნდა მიხვიდეთ კლინიკაში, გაგსინჯავენ, შემოგთავაზებენ მკურნალობის გეგმას და სავარაუდო თანხასაც იანგარიშებენ. მე საქართველოში არ ვიმყოფები და არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ.

      1. Mogesalmebit,bavshvs am dromde qveda ybaze cina centraluri kbilebi shemorcha sarzeve kbilebi,moerya,amoviget da shesazlebelia tu ara merilendis xidis gaketeba.madloba

      2. რამდენი წლისაა ბავშვი და აქვს თუ არა მუდმივი კბილების ჩანასახები? ეს რენტგენით დგინდება.

  2. უკაცრავად ვერ მეტყვით რა ჯდება ერთი კბილის ჩასმა? წინა 4 კბილი რა დამიჯდება?

    1. გააჩნია რას გულისხმობთ, გვირგვინი, იმპლანტი, მოსახსნელი პროთეზი, ხიდი. ეს 4 კბილია ამოღებული გაქვთ, ფესვებია თუ რა მდგომარეობაშია. თანაც ყველა კლინიკას თავისი ფასი აქვს. ჯობია მიხვიდეთ კონსულტაციაზე და დაგიანგარიშებენ იმის მიხედვით რა სამუშაოა ჩასატარებელი.

  3. eshvebi chveulebriv rogorcwesi ise maq mesame kbilia orive mxridan magram dashorebulia eshvebi meoresachreltan da mtavari kbilebic dashorebulia wuna ori kbili ra dajdeba magis gaketeba da ramdenixani daschirdeba gxovt mipasuxet

    1. სივრცეების დახურვა შეიძლება ორთოდონტიული გზითაც ან გასწორებით და ვინირებითაც, გააჩნია სივრცეების ზომას. თითო ვინირის ფასი დაახლოებით 100 ლარია. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე კლინიკაში, რომ ზუსტად გაირკვეს, თქვენს შემტხვევაში რომელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნება.

      1. ორთოდონტიული მკურნალობა საშუალოდ 1,5 წელი გრძელდება, თუმცა ინდივიდუალურია.

      2. kargia eg viniiri?mec cina 4 kbili maqvs dashorebuli breketebit mitxres ro dneli iqnebao.cota formac minda shevcvalo.da ramden xniania eg vinirii ro gaviketoo xo argafuchdeba male?rogor iqneba?ორთოდონტიული გზით es ras nishnavs?

      3. ორთოდონტიული გზით ანუ ბრეკეტებით. სივრცეების ზომას გააჩნია. სივრცის დახურვა კბილებს შორის ხდება კბილის გადიდების ხარჯზე და შეიძლება არაბინებრივად დიდი კბილები მიიღოთ. ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია ორთოდონტიული მკურნალობა.

  4. კისტიანი კბილის ამოღების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება კბილის ჩასმა (ხიდის გაკეთება) ?

    1. თუ ჭრილობა ნორმალურად ხორცდება და იმპლანტს არ იკეთებთ, 2-3 კვირაში არ უნდა იყოს პრობლემა.

  5. გამარჯობა, ზედა მეოთხე კბილის ამოგების შემთხვევაში მირჩევთ ხიდის გაკეთებას?

    1. გირჩევთ იმპლანტს, თუ არის ამის საშუალება.

  6. გამარჯობა,მაინტერესებს რა ჯდება ყველა კბილის რეზბაზე ჩასმა,არ ვგულისხმობ ერთჯერად კბილებს რომელიც მალე ფუჭდება.

    1. თუ იმპლანტაციას გულისხმობთ, დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე ერთი კბილი ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, რადგან ფესი ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

      1. Gamargobat mainteresebs aseti mdgomareoba makvs orive kbaze mosaxsneli protezi dabla kbaze makvs sami kbili wina ertad romelic damcheris punkcias asrulebs magram ukve agarvarga da magla kbaze ori kbili(eshvebi)damcheri da egenic amosagebi da implantebi rom chavisva damcherebat da xidebi gaviketo rom moxsna agar damchirdes ra damijdeba aseti rame

      2. ფასს მე ვერ გეტყვით სამწუხაროდ. ბევრ გარემოებას აქვს მნიშვნელობა (იმპლანტების რაოდენობას, პროთეზის მასალას და დიზაინს, ქსოვილების მდგომარეობას). უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე იმპლანტოლოგთან.

  7. გამარჯობა. მაქვს ზედა მარჯვენა მესამე კბილის (ეშვის) პრობლემა, არ მტკივა, მაგრამ სერიოზულადაა მორყეული, თან ადრე მტკიოდა, ფესვში, ანუ ცხვირქვეშ რომ დავაწვებოდი, მტკიოდა საშინლად. ახლა აღარ მტკივა, მაგრამ მორყეულია და გადარჩენა შეიძლება?
    ზედა მარჯვენა მეხუთე კბილზე მეტალის გვირგვინი მაქვს, რომელზეც გადაბმული იყო მეოთხე კბილის პროთეზი, რომელიც გამიტყდა. რას მირჩევთ?

    1. ეშვის ბედი დამოკიდებულია რენტგენზე. მორყევა რომ აღინიშნება კარგი არაა, მაგრამ მაინც გააჩნია კბილის ირგვლივ ძვალი რა მდგომარეობაშია. ეს რენტგენზე გამოჩნდება.
      მეოთხეს რაც შეეხება, ჯობია გაიკეთოთ იმპლანტი. ალტერნატივაა ხიდი ეშვიდან მეხუთეზე.

  8. gamarjoba, maglitawina ori kbili maqvs dashorebuli da eshvtan orive mxares dashorebuli ,eshveleba ramee? anu sheerteba sheidzleba wina kbilebis? an kbilis chamateba eshvtan orive mxares?

    1. გვერდითა საჭრელები ხომ არ გაკლიათ? ანუ ცენტრალურ საჭრელსა და ეშვს შორის. თუ არის საკმარისი სივრცე ჩამატება შეიძლება, თუ არაა სივრცე, მაშინ ორთოდონტიულად შეიძლება კბილბის გადანაცვლება. ჩამატება შეიძლება იმპლანტის სახით.

  9. ქვედა ყბაზე წინა მხარეს მაქვს ამოღებული 1 კბილი და რას მირჩევტ რო გავიკეთო ? და რამდენი ეღირება?

    1. იმპლანტი ან ხიდი, მაგრამ კონკრეტულად რომელი ჯობია თქვენს შემთხვევაში, ამის თქმა ძნელია. ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ჯობია მიხვიდეთ კონსულტაციაზე.

  10. gamarjobat, vcxovrob sazgvar garet me 6 da 7 de kbili makvs amogebuli, da me 8 dzalian cud mdgomareobashia ekimta danishnuli makvs shexvedra unda amovigo; es samive kbili gverdigverdaa; (gadabmuli) dzalian gtxovt mirchiot chamosvla mitevs telitadshi 1_2 jer sakartveloshi da ak shedarebit mand bevrad iapia, ras mirchevt xidi arc vici ras nishnavs ak tavikitxe komentarebshi; rogorc mivxvdi 3 kbilze 2 implantacia shesadzlebelia da shedarebit iapi dajdeba vidre sami??? daaxloebit ra damijdeba rom gavitvalistino biujeti? dzalian didi madloba dzalian damexmareba tkveni azri:)

    1. რამდენადაც ვხვდები, ბოლო კბილი გექნებათ მეხუთე, მერვეს ამოღების შემდეგ. ამიტომ ჩემი აზრით ხიდი არ გამოგადგებათ. ხიდი ზოგადად არის კონსტრუქცია, როდესაც ორ საყრდენ კბილებს შორის ისმება დანაკლისი ხელოვნური კბილი/კბილები. თქვენს შემთხვევაში ერთი საყრდენი თუ იქნება მეხუთე, მეორე საყრდენი უნდა იყოს იმპლანტი, რაც არ შეიძლება. ხიდის გარდა არის 2 ვარიანტი: იმპლანტები (1 ან 2) და მოსახსნელი პროთეზი, უმჯობესია ბიუგელი. ზოგადად მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საჭიროა დათვალიერება და პირი ღრუს მდგომარეობის შეფასება უფრო დეტალური კონსულტაციისთვის. იმპლანტაცია საქართველოში დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში ჯდება. იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კონსტრუქცია ცალკე იანგარიშება.

  11. gamarjoba mainteresebs wina 3 kbili maqvs 2 win gamoweuli da erti shignit sheweuli mainteresebs romeli gzit sheidzleba am kbilebis gasworeba an tu shesadzlebelia ukve 26 wlis var. an rom chamovigo da sxva kbilebi chavisva ra dajdeba.

    1. რათქმაუნდა გასწორება შესაძლებელი ორთოდონტიულად და საუკეთესო გზაც იქნება, ვიდრე გვირგვინით, ან მითუმეტეს ამოღების და იმპლანტაციის გზით გასწორება.

    1. ჩემი აზრით გააჩნია მასალას. თუ მეტალის კარკასითაა შესრულებული შედარებით საიმედოა, ვიდრე მინაბოჭკოვანი ლენტით.

    1. ვერ გეტყვით. უნდა მიმართოთ კლინიკას სადაც აკეთებენ ვინირებს.

  12. გამარჯობა, მაინტერესებს, რამდერნად მდგრადია,მერილენდის ხიდი, მე 4 კბილი მინდა ცჰავისვა, და რას მირჩევთ?

    1. გააჩნია ფესვი რა მდგომარეობაშია. ზოგჯერ შესაძლებელია ჩანართის სა შემდეგ გვირგვინის გაკეთება.

  13. გამარჯობა :))) იქნებ მირჩიოოთ რამე, 16 წლის ვარ და ზემოთ მესამე კბილი დარჩა ამოსაღები ,, და მაინტერესებს რომ ამოვიღო ამომივაა ახალი როგორც სხვები თუ სტომატოლოგის დახმარება დამჭირდება ?

    1. უნდა გადაიღოთ რენტგენი, რომ გაირკვეს არის თუ არა ჩანასახი და რა მდგომარეობაშია.

  14. გამარჯობა!გთხოვთ მირჩიოთ მე-6 და მე-7 კბილი არ მაქვს, ამ შემთხვევაში რა ფორმით მოხდება კბილის ჩასმა? და კიდევ, იმ შემთხვევაში თუ მთლიანად დაშლილია კბილი შეიძლება მისი აღდგენა? და დაახლოებით რა დაჯდება.
    მადლობა წინასწარ!

    1. როგორც ვხვდები არც მერვე გაქვთ. ანუ საყრდენი არაა ხიდისთვის. ამ შემთხვევაში ან იმპლანტაცია, ან მოსახსნელი პროტეზი. თუ მე5-4-ზე დაკიდებულ ხიდს შემოგთავაზებენ არანაირად არ გირჩევთ.
      გააჩნია დაშლილში რას გულისხმობთ და თქვენი ბიუჯეტი რამდენია. იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ამოსაღები კბილის შენარჩუნება შესაძლებელია შედარებით ძვირადღირებული გზებით. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.

    1. ეს არაა რომელიმე კლინიკის საიტი. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე კლინიკაში და გეტყვიან ზუსტ ფასს.

    1. თქვენს კითხვას უკვე ვუპასუხე აქ https://kbilebi.wordpress.com/2009/03/28/%E1%83%99%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%9D/
      გთხოვთ ყურადღებით მიადევნით თვალი რომელ განყოფილებაშიც სვამთ კითხვას.

  15. გამარჯობათ,მაინტერესებს ოთხის კბილის ინპლანტი რა დამიჯდება?,ორი კბილიე ერტმანეტის გვერდითა და ორი ცალ-ცალკე ..და ეს იმპლანტი რამდენად ხანგრძლივია??დიდი მადლობა .ბელა

    1. რა დაგიჯდებათ ვერ გეტყვით, უნდა მიხვიდეთ კლინიკაში კონსულტაციაზე, სადაც იმპლანტაციებს აკეთებენ. რამდენად ხანგრძლივია, დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასევე პირი ღრუს მდგომარეობაზე.

  16. gamarjobat, gtxovt mirchiot romel stomatologiur klinikashi mivide rom amrtla xarisxianad da kargad gaviketo kbilebi, kovelgvari problemebis gareshe, ar vici sad mivide mchirdeba tqveni rcheva.didi madloba cinascar .

  17. ერთი საღეჭია,მეორე ზედა წინა კბილების მარცხნივ მესამე

    1. არაესთეტიურია ჩემი აზრით. თუმცა აქვს პლიუსები — კბილის დაქლიბვისას ბევრი ქსოვილი აქ იკარგება, ჰიგიენის დაცვა ადვილია.

  18. გამარჯობათ, მინდა 4 ხელოვნური კბილის (ყველა საღეჭი კბილია) ჩასმა, ისე,რომ მეზობელ კბილებზე არ იყოს დამაგრებული , ყველაზე მინიმალური თანხა რა დამიჯდება. და რომელ კლინიკას მივმართო პატივისცემით კარლო

    1. თუ ფესვი არ არის, ამ შემთხვევაში იმპლანტი დაგჭირდებათ, რადგან ხიდი არ გნებავთ. იმპლანტების რაოდენობისთვის გააჩნია ეს კბილები როგორაა განლაგებული. ანუ თუ ოთხივე კბილი ცალცალკეა (არა ერთმანეთის მეზობლად), 4 იმპლანტი იქნება საჭირო. თუ სამი ერთადაა — აქ 2 იმპლანტი დაგჭირდებათ, თუ 4 ერთად — 2 ან 3 იმპლანტი (გააჩნია რომელი კბილებია), თუ 2 გვერდიგვერდაა — 2 იმპლანტი. უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის და ფასების გასაგებად მიმართეთ “იმპლანტოლოგიისა და პაროდონტოლოგიის ცენტრს” კანდელაკის ქ. 1.

  19. gamarjobat wina samikbili mqonda gasaketebeli erti pesvi iyooo motexili mqonda da vinc gamiketa kbili gaxvrita anu plegmona iyoo da amomiges 😦 exlaunda gaviketo cirkoni xidit da wina kbilebze kargi iqneba???
    dzaaan vnerviulob xomargatydeba??? madloba da ras mirchevt ragaviketoo rajobia??

    1. რომელ კბილებზე უნდა გაიკეთოთ და რომელი გაქვთ ამოღებული?

  20. მაინტერესებს რომელი უფრო გამომდგარია მეტალო კერამიკის თუ ცირკონის კბილი? ფასში საკმაოდ სხვაობაა. ასევე რატომ გირს სხვადასხვა კლინიკებში სხვადასხვა ფასი მეტალო კერამიკის კბილი? ხარისხში არის სხვაობა თუ ვის როგორ უღირს?

    1. ცირკონოკერამი რათქმაუნდა მეტალოკერამიკაზე უკეთესია. ფასის სიძვირეს განსაზღვრავს მასალის და ტექნოლოგიის სიძვირე მეტალოკერამიკასთან შედარებით. კლინიკა თავად ადგენს ფასს.

  21. gamarjobat ra jdeba kbilis chsma ?? mkurnalobit da yvelaprit anu magla marto sami kbili aqvs da ??? ra dajdeba mtlianobashi ?

    1. მოსახსნელი პროტეზი დაახლოებით 150 ლარი ღირს თითო ყბაზე. იმპლანტაცია თუ გაინტერესებთ, უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე იმპლანტოლოგთან.

  22. გამარჯობათ, თუ შეიძლება მიპასუხეთ, ზედა წინა 2 კბილიდან 1 გამიფუჭდა და ამომიღეს, პრინციპში არც მეორეა კარგ დღეში,… შეიძლება თუ არა ერთ იმპლანტზე 2 ხელოვნური კბილის დასმა, ან თუ მაქვს სხვა ვარიანტი, წინასწარ მადლობა

    1. არა, თქვენს შემთხვევაში იმპლანტი +გვირგვინი ცალკე უნდა გაკეთდეს და არსებულ კბილზე ხელოვნური გვირგვინი — ცალკე. ვარიანტები დამოკიდებულია იმაზე, რა მდომარეობაშია მეზობელი კბილები, როგორია თანკბილვა, რა მდგომარეობაშია ამოღებული კბილის არე.

  23. gamarjobat. tkven xom ar mogepovebat inpormacia cerekis aparattan dakavshirebit ?xo ar icit sad sheidzleba movidzio inpormacia am aparattan dakavshirebit?

    1. ინტერნეტში არის უამრავი ინფორმაცია. ჩაწერეთ ძიებაში cerec technology.

  24. გამარჯობათ 20წლის ვიყავი როცა სარძევე მე–5კბილი ამოვიღე და კბილებს შორის ცალ მხარეს დამრჩა დაშორება. როგორ შეიძლება გასწორება?

    1. გააჩნია არის თუ არა ჩანასახი. თუ არის როგორ პოზიციაშია. ესაა გადამწყვეტი მკურნალობის დაგეგმისთვის. ორთოპანტომოგრამა უნდა გადაიღოთ პირველ რიგში.

  25. ramdeni dgea saciro imis gamosakvleved romsemidzliatu ara gaviketo kbilebis implantacia,da tu seimidzlia gaviketo ramdeni dge dancirdeba gasaketeblad,da ra girs erti kbilis implanti

    1. გამოსაკვლევად 1-2 დღე საკმარისი იქნება. მაგრამ იმპლანტაცია სხვადასხვა სახისაა: როცა ჯერ იმპლანტი კეთდება და რამდენიმე თვის შემდეგ მასზე ხელოვნური კბილი მაგრდება, ან როცა იმპლანტაციასთან ერთად ხელოვნური კბილიც მაგრდება. ჯერ გასარჯვევია თქვენთვის რომელი მეთოდი გამოდგება. ასევე გააჩნია რამდენი იმპლანტი გჭირდებათ. 1 კბილის იმპლანტი დაახლოებით 600-800 ლარია. კლინიკას და მწარმოებელს გააჩნია.

  26. gamarjobat.. tu ar shecuxdebit mipasuxet.. qveda 2 kbili amovige exla da vmkurnalob grdzilebis antebas.. situacia dzalian cudi ar aris da mainteresebs daaxloebit ramdenxans gaxdeba shesadzlebeli kbilebis chasma? didi madloba cinascar

    1. გააჩნია რა კონსტრუქციას იკეთებთ. ხიდის შემთხვევაში კბილების ამოღებიდან 1-2 კვირაში, მოსახსნელი პროტეზის შემთხვევაში უფრო მეტი დროა საჭირო. მთავარია როგორ მიდის ჭრილობის შეხორცება.

  27. გამარჯობათ მაინტერესებს რა დამიჯდება კბილებზე ბრეკეტების დამაგრება,ორივე მხარეს

    1. ბრეკეტების ფასი დაახლოებით 1000 ლარიდან იწყება ორივე ყბაზე.

  28. გამარჯობა. მაინტერესებს, რამდენად რეკომენდირებულია, ერთი კბილისთვის იმპლანტის გაკეთება?
    როგორც ვიცი, არის შესაძლებლობა, რომ ერთ იმპლანტზე რამდენიმე გვირგვინი დამაგრდეს და ეს მართალია?
    კიდევ, გავიგე, რომ კბილის ამოღებიდან 6 თვის შემდეგ, იმპლანტს ვერ ჩასვამენ, რადგან ძვალი პატარავდება. ეს რამდენად მართალია და თუ მართალია, ვთქვათ, თუ არ მიწევს ღრძილებით ღეჭვა და მარტო ერთი კბილი მაკლია ერთ ყბაზე, ამ შემთხვევაში როგორ იქნება?

    მადლობა წინასწარ.

    1. დავიწყოთ იქიდან, რომ იმპლანტი შეიძლება გაკეთდეს როგორ ერთეული კბილისთვის და ამ შემთხვევაში მასზე ხელოვნური გვირგვინი დამაგრდება, ისე ორთოპედიული კონსტრუქციის საყრდენად (ხიდის ან პროთეზის). ხიდის შემთხვევაში ორივე საყრდენი იმპლანტი უნდა იყოს (და არა იმპლანტი და კბილი). იმპლანტაცია შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ (ერთმომენტიანი) ანუ კბილის ამოღების შემდეგ იმავე სეანსში, ან დაიგეგმოს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმის შეხედულებისამებრ. თუ კბილი არ არის, იმპლანტაცია ოპტიმალური ვარიანტია მიუხედავად იმისა, რამდენი ხნის წინ იქნა კბილი ამოღებული. კბილის ადგილას ძვალი რა თქმა უნდა იცვლება. იმპლანტაციის დაგეგმვისას ფასდება ძვლის მდომარეობა და თუ საჭიროა იგეგმება დამატებითი პროცედურები, როგორიცაა ძვლის აუგმენტაცია (ხელოვნური ძვლის დამატება) და სინუსლიფტინგი (ზედა ყბაზე ჰაიმორის ღრუს ფსკერის აწევა ხელოვნურად).

  29. მოგესალმებით. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი. ერთი რაღაც მინდა გკითხოთ.. წინა 4 კბილის არასწორი განლაგების გამო (2 შეწეული, 2 გამოწეული) მინდა მათი გაკეთება და რას მირჩევდით-პლომბებით, ჩასმით თუ როგორ შეიძლება გაკეთება? ანუ მაინტერესებს ოპტიმალური ვარიანტი და სავარაუდო ფასი ერთ კბილზე. იქნებ დამეხმაროთ, მადლობას გიხდით.

    1. ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ორთოდონტიული მკურნალობა. სხვა გზით მათი გასწორების შემთხვევაში (ვინირი, გვირგვინი) შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენადაა კბილები გადანაცვლებული რკალიდან. ფასების თქმა ძნელია, სანამ ექიმთან ერთად არ გადაწყვეტთ რომელი მეთოდი გამოდგება თქვენს შემთხვევაში.

  30. თქვენ კლინიკაში თუ მოქმედებს აისი ჯგუფის დაზგვევა?

  31. gamrjobatt.maineresebs erti ragaca rac chemtvis aii dzalian mnishvnelovania da gtxovt mipasuxot.. 16wlis var da wina ori kbilis gevrdita ori kbilia r maq chanasaxshi da wina ori kbili dashorebuli mqonda exvla shevierte da maineresebs am ori danaklisi kbilis casma ramdeni damijdeba da tu sheidzleba swrulwlovanebamde gaketeba..madloba : *

    1. თუ საკმარისი სივრცეა შექმნილია შეიძლება იმპლანტაციის გაკეთება, მხოლოდ 18 წლის შემდეგ. ეს ალბათ საუკეთესო ვარიანტია ამ შემთხვევაში. თუარადა უნდა გაიკეთოთ ხიდი, რისთვისაც საჭიროა გვერდითა კბილების დამუშავება. ანუ ხიდის შემთხვევაში გამოვა 6 კბილი, თითოეულის საშუალო ფასია 120 ლარი დაახლოებით. იმპლანტაციის შემთხვევაში საჭირო იქნება 2 იმპლანტი, თითოეული დაახლოებით 1000 ლარამდე, პლიუს 2 გვირგვინი. ჯობია ამოირჩიოთ კლინიკა, მიხვიდეთ კონსულტაციაზე და დაგიანგარიშებენ უფრო ზუსტად.

    1. სხვადასხვა კლინიკებში ფასი შეიძლება განსხვავებული იყოს. დაახლოებით 200 ლარამდე.

  32. გამარჯობა. წინა ორი კბილის ჩასმისას (მეტალო–კერამიკის გვირგვინებით), აუცილებელია თუ არა საყრდენი კბილების დეპულპაცია? გმადლობთ.

    1. დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე და კბილების მდგომარეობაზე. არის შესაძლებლობა რომ დეპულპაცია არ გახდეს საჭირო.

  33. გამარჯობათ, მაინტერესებს წინა ოთხი კბილის მკურნალობა და გაკეთება რა ღირს? კბილის ამოღების გარეშე.გმადლობთ

    1. გამარჯობა. გააჩნია რა სახის მკურნალობაა საჭირო. დაახლოებით აღწერეთ კბილები რა მდგომარეობაშია.

  34. გამარჯობათ,მაინტერესებს კბილის ჩასმა რამდენი ჯდება?ვგულისხმობ კბილს რომელიც მთლიანად არის ამოღებული.

    1. გააჩნია რა სახის კონსტრუქცია გაკეთდება. მაგალითად მიკროპროტეზი დაახლოებით 50-დან 100 ლარამდეა. ხიდი მეტალოკერამიკის მაგალითად ერთი ერთეული 80-120 ლარი დაახლოებით. მერილენდის ხიდიც დაახლოებით იგივე. იმპლანტი 800-1000 ლარი დაახლოებით. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა კონსტრუქციას თავისი ჩვენება აქვს და მხოლოდ გასინჯვის შემდეგ შეუძლია ექიმს გითხრათ თქვენთვის რომელი იქნება გამოსადეგი.

  35. გამარჯობა. რამდენად მიზანშეწონილია მე-6 კბილის ჩასმა მხოლოდ მე-7ზე დამაგრებით ანუ როგორმე მე-5 კბილის პულპაცია რომ ავიცილოთ თავიდან?! რამდენი წელი ექნება გამძლეობა ასეთ კბილს?

    1. გამარჯობა. მე არ ვთვლი რომ მიზანშეწონილია. დაკიდებული ხიდები ძალიან ხშირად არ ამართლებს, არათუ მეექვსე კბილის შემთხვევაში, რომელსაც ყველაზე მაღალი ღეჭვითი დატვირთვა აქვს. ტყდება ან უარეს შემთხვევაში საყრდენ კბილს არყევს.

    1. გამარჯობა. მეტალოკერამიკის გვირგვინებს თუ გულისხმობთ, ერთი ერთეული 100-150 ლარის ფარგლებშია. ამას ემატება კბილების თერაპიული მომზადება საჭიროების შემთხვევაში.

      1. 24 kbili rom chaisva ra jdeba da ganvadeba tu moqmedebs

    1. იმპლანტს თუ გულისხმობთ, დაახლოებით 700-1000 ლარი თავად იმპლანტი და 150-250 ლარი ხელოვნური კბილი.

      1. იმპლანტაცია + გვირგვინი ამ იმპლანტზე. მაგრამ ფასები სხვადასხვაა, კლინიკებში უნდა იკითხოთ.

    1. გამარჯობა. ჩემი აზრით კომპოზიტური ხიდი მინაბოჭკოვან ლენტაზე უფრო ფრონტალური კბილებისთვისაა გამართლებული. საღეჭი კბილებისთვის ნაკლებად. აქ უფრო აჯობებს მეტალის დამყრდნობი თათებით მეზობელ კბილებზე.

Leave a reply to vasasi Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.