კბილის ამოღება და მისი გართულებები

607 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები

  1. სადღაც შვიდი წლის წინ ჩამიტყდა კბილი დავიპლომბე და ერთ წელიწადში ჩამომივარდა ეს პლომბი ორი წლის წინ რაღაც ნაწილი ჩამიტყდა ისევ და ჩემით ამოვიღე ამის მერე ფისტულას რო უძახიან ეგეთი რაღაც გამიჩნდა დაჩურქებულია ალბათ ტკივილით არ მტკივა და არც გასიებული მაქ დღეს დარჩენილი ნაწილი კბილის მომერტა და ისევ ჩემით ამოვიღე ნუ დარჩა ფესვი მარტო და დაჩირქებულოც არის თუ არ ვცდები და გრძელვადიან პერიოდში რამდენად საშიშია ასე გაჩერება ?

    1. ფისტულა ქრონიკულ ჩირქოვან კერაზე მიუთითებს. ასეთი კერის მოშორება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. გარდა ამისა პრობლემა ისაა, ასეთ სიტუაციაში კბილის ირგვლიც ძვალი იშლება და რაც უფრო დიდხანს იქნება დაშლილილი კბილი პირის ღრუში, მით უფრო პრობლემატური იქნება ამ ადგილას იმპლანტაციის ჩატარება მომავალში, ძვლის არასაკმარისი რაოდენობის გამო.

      1. gamarjoba marcxena qveda meotxe kbili maqvs chatexili charchenilia fesvi mainteresebs ramdenad rtulia fesvis amogeba amavdroulad anestezia rom gamoikena stomatologma imoqmeda dzalian uarkofitat da risibralisheidzleba kofiliko?

      2. ფესვის ამოღება გამოცდილი ქირურგისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
        რა იგულისხმება ანესთეზიის უარყოფით მოქმედებაში? ფაქტია, რომ ანესთეზიის გარეშე ქირურგიული პროცედურა ვერ ჩატარდება და უნდა მოიძებნოს გზა მისი უსაფრთხოდ ჩასატარებლად. თუ ეს არის ალერგიული რეაქცია, შეიძლება ანესთეტიკის შერჩევა და ალერგოლოგთან წინაწარი მომზადება. ანალოგიურად, თუ არის სხვა რომელიმე ზოგადი დაავადება (გული, წნევა, ნევროლოგიური ან ფსიქოლოგიური პრობლემა), შესაძლებელია წინასწარი მომზადება.

    2. გამარჯობა, გუშინ ამოვიღე მე 8 კბილი სიბრძნის. და დღეს , მეორე დღეა დამისიბდა ყბა ოდნავ და კბილს კბილზე რომ ვადებ მტკივა, ცოტა ნერწყვის ყლაპვაც მიჭირს. სტომატოლოგმა სოდიანი წყალი გამოივლე გაგივლისო. და რას ფიქრობთ? ბუნებრივი მოვლენაა ეს?

      1. მეორე დღისთვის საგანგაშო არაფერია, განსაკუთრებით მერვე კბილის შემთხვევაში, როცა ექსტრაქცია ხშირად შედარებით უფრო რთულია. დააკვირდით სიმპტომებს და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

  2. გამარჯობათ ქვედა მარცხენა ყდაზე მესამე ანუ ეშვის ამოსაღებად მივედი ექიმთან გამიკეთა ლიდოკაინი 3ინსულინის შპრიცით, არ გამიყუჩდა დამიმატა 2ულტრაკაინი მერე უბისთეზინი ერთი მერე 2გრამი ყბებს შორის რეგიონალური მერე ლიდოკაინი დამიმატა მაგრამ ვერ გამიყუჩა და კბილიც ვერ ამოვიგე აუტანლად მტკივნეული იყო.საშინლად ამტკივდა ყური და მარცხენა მხარე. დაინიშნა ანტიბიოტიკი და გამაყუჩებლები. ღრძილი ჩამილურჯდა და კბილიც მტკივა მაგრამ მისვლა ძალიან მეშინია… მირჩიეთ გთხოვთ რამე ან ვის მივმართოთ..მადლობა რომ გვეხმარებით რთულ სიტუაციებში

    1. იმედია ეფექტური ანესთეზიით მოგვარდება პრობლემა. მიმართეთ Clinic 32, რამიშვილის ქ.5, ლევან ლავრინსკი. 597913026 — ამ ნომერზე შეგიძლიათ დარეკოთ კლინიკაში და ჩაეწეროთ.

  3. გამარჯობათ,სიბრძნის კბილი მაქვს ამოსაღები და ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე,დამატებასაც ვაძლევ 7 თვისაა.მაინტერესებს ანესთეზია რამდენხანში გადის ორგანიზმიდან,რომ ბავშვს ვაჭამო.??მადლობთ

  4. გამარჯობათ.10 დღის წინ ამოვიღე ქვედა ყბის სიბრძნის კბილი საკმაოდ რთულად ამომიღეს თუმცა ნაკერები არ დამადეს, მკურნალობა ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებაც შევასრულე, არც დასიება და არაფერი გართულებები არ მაქვს უბრალოთ ხანდახან ტკივილი მაქვს ისეთი თითქოს ისევ კბილი მტკივა და საკმაოდ ღრმა ჭრილობაა და საკვების მოხვედრის შემდეგ მაწუხებს და რო არ დამადეს ნაკერები ასეთი ღრმა ჭრილობა თავისით შეხორცდება? ან ასეთი ტკივილები ნორმალურია?

    1. თუ განაკვეთი არ გაკეთებულა, ნაკერების დადება არ იქნებოდა საჭირო. კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი ღრმული თანდათან ამოივსება. მთავარია ჰიგიენა დაიცვათ. ყოველი ჭამის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ წყალი და კბილები აუცილებლად გაიხეხეთ ჩვეულებრივად დილა-საღამოს. პერიოდული ტკივილი შეხორცების პერიოდში შეიძლება ნორმად ჩაითავლოს. თუ სხვა სიპმტომებს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.

  5. გამარჯობათ, ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილი ამოსვლისთანავე გამიფუჭდა ახლა მტკივა ყელის მიდამო იმ მხარეს კბილის ტკივილთან ერთად პატარა ჯირკვალიც გამომივიდა რამდენად არის ეს კბილის გამოწვეული

    1. სიმპტომები კბილეთანაა თუ არა დაკავშირებული, ამის გარკვევა დათვალიერებით და რენტგენით შესაძლებელია. მაგრამ რომც არ იყოს, დაზიანებული სიბრძნის კბილის შენარჩუნება არ ღირს და აჯობებს ამოიღოთ.

    2. გამარჯობა,სიბრძნის კბილის ამოღება ანესთეზიით მტკინვეულია??

      1. ანესთეზიის მიზანია, რომ კბილის ამოღება ან ნებისემიერი სხვა პროცედურა უმტკივნეულო იყოს. ჩირქოვანი პროცესის არსებობისას ზოგჯერ (არა ყოველთვის) ანეთეზია შედარებით სუსტად მოქმედებს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანესთეტიკები და შესაძლებელია სიტუაციის შესაფერისი პრეპარატის გამოყენება.

  6. გამარჯობათ,რამდენიმე თვის წინ მომტყდა კბილის რაღაც ნაწილი,მაღლითა კბილი მარჯვენა მხარეს,მგონი მეექვსე თუ მეშვიდეა,ზუსტად არ ვიცი მაგრამ მოკლედ წინიდან არ ჩანს…რამდენიმე კვირის წინ ექიმმა აღმიდგინა და მალევე ფაიფური გადამაკრა მაგრამ მაწუხებდა უსიამოვნო სუნი და დღეს რომ მივედი აღმოჩნდა რომ ჩირქი მქონია და ამის გამო მოდიოდა ასეთი სუნი,დამინიშნა ანტიბიოტიკი სამი დღით,სამი დღის მერე მოდი და ვნახოთო თუ არ გაქრება უსიამოვნო სუნი კბილის ამოღება იქნება საჭიროვო და კბილის ამოღეიბის შემთხვევაში აუცილებელია ახლის ჩასმა? სადღაც წავიკითხე ახლის არ ჩასმის შემთხვევაში გარკვეულ დროში ყბა და ტუჩები დეფორმირდება და ეს ყოველივე ადამიანის ფიზიკურ მხარეზე და გარეგნობაზე აისახებაო და მართლა ასეა?
    წინასწარ დიდი მადლობა

    1. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. სასურველია რაც შეიძლემა მალე მოხდეს კბილის აღდგენა იმპლანტით ან ხიდის საშუალებით.
      მაგრამ პირველ რიგში ყველაფერი უნდა გაკეთეს კბილის შესანარჩუნებლად. ანტიბიოტიკი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. აუცილებელია გვირგვინის მოხსნა, არხების გახსნა, დამუშავება და მკურნალობა (თუ ჩირქის კერა ფესვზეა). ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჩირქის დრენაჟი. ამ ყევლაფრის გარეშე ანტიბიოტიკის დანიშვნა ყოვლად გაუმართლებელია.

      1. კბილებიდან რამდენად შესძლებელია ენა შეშუპდეს და შიდა ლოყები ყელი

      2. დიახ, შესაძლებელია შეშუპდეს ძლიერი ანთებთი პროცესის დროს, რომელიც კბილიდან მოდის. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ჩარევა, რადგან ანთების ასეთი ძლიერი გავრცელება სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს!

      3. გამარჯობა, ბრეკეტები მიკეთია და ექიმმა მითხრა ზედა ყბის მეოთხე კბილები უნდა ამოიღოო. მეშინია და ვერ გადავწყვიტე ამოვიღო თუ არა.
        მტკივნეულია?? :(((

      4. ანესთეზია კეთდება იმისთვის, რომ ამოღება არ იყოს მტკივნეული.

  7. მეერვე კბილი ამოვიღე, ექიიმა კბილის სრულად ამოღება ვერ მოახერხა. ფესვის რაღაც ნაწილი ამოუღებელი დარჩა რომლის ამოღებასაც რამდენიმე კვირაში გეგმავს. შეგიძლიად მოთხრათ რამდენად საშიშია?? სიცხე და შეშუპება მაქვს , ერთო დღეა რაც ამოვიღე.

    1. გააჩნია რა მდგომარეობა იყო თავიდან. სიცხე შესაძლოა არ იყოს კბილთან დაკავშირებული, მაგრამ თუ ასეა, საჭიროა ანტიბიოტიკი. თუ უკვე დანიშნული გაქვს, მიჰყევით ექიმის ინსტრუქციას. შეშუპება ამოღების მეორე დღეს ნორმალურია, განსაკუთრებით როცა რთული კბილია. მაგრამ თუ მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდება და თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

      1. 4 დრს წინ ამოვიღე ზედა მეოთხე კბილი, მტკიოდა, ძველი დანაპლომბი იყო, ფესვი დარჩა შიგ მემგონიო არ ვიციო ექიმმა, პატარა ძალიან პატარა ფესვი მოტყდა კბილს, მის შემდეგ მტკივა სულ და მაქ შესიებული ღრძილი, პირველი ორი დღე ლოგა და თვალის ქვედა მხარეც შესიებული მქონდა, ვიკეთე ანტიბიოტიკი ცეფტრიაქსონი, ახლა გარეგანმა შეშუპებამ დაიშვა მაგრამ შიგნი შესიებულია და თან მტკივა, რა გავაკეთო, ექიმს დაურეკე და რედგენის გადაღება მთხოვა,

      2. დარჩენილი ფრაგმენტის შესამოწმებლად რენტგენია საჭირო. ანტიბიოტიკები მხოლოდ ქრონიკულში გადაიყვანს პროცესს და ისევ შეგაწუხებთ. ამიტომ თუ დარჩენილია ფესვის ნაწილი, საჭიროა მოშორება.

  8. Vici magram.me rusravshi vcxovrob fa aqiyxres ro.cven.amaxi zlieri gamayucebeliar vaketebto.zalian gtxovt.mipaduxot sezleba lifokaize vigrzno tkivili xval unda amovigo zalian mesinia vnerviulob

    1. ეს მთლიანად დამოკიდებულია მდგომარეობაზე და ექიმის პროფესიონალიზმზე. უფრო ძლიერი გამოაყუჩებელი ნიშნავს რომ უფრო ეფექტურია და ნაკლები ალბათობაა ტკივილი იგრძნოთ.

      1. გამარჯობა . დედას ამოუღეს კბილი თუმცა სრულად ამოღება ვერ შეძლო სტომატოლოგმა და ფესვი ჩარჩა. მაინტერესებს ეხლა ეს ფესვი რომ ამოუღონ , ისევ სხვა პროფესიონალი სტომატოლოგი მოახერხებს ამას თუ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება? დღეს ამოუღეს გაითვალისწინეთ და ანუ ახალი ამოღებულია.

      2. კბილის ამოღება უკვე ქირურგიული ჩარევაა. დარჩენილი ფესვის ამოსაღებად იგივე პროცედურა ტარდება, რაც კბილის ამოღების დროს: ანესთეზიის ქვეშ ქირურგი იღებს ფესვის ფრაგმენტს. თუმცა რაც უფრო პატარაა ფრაგმენტი, ტექნიკურად უფრო რთულია ამოღება და უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
        ჩარჩენილი ფესვი შესძლოა ინფექციის მიზეზი გახდეს. ამიტომ რაც უფრო მალე ამოუღებთ უკეთესია.

  9. Gamarhobat zalian gtxovt.mipasuxot kbili maqvs amosagebi fa lidokain qguzi ru sworat vkitxulob eqims ise gaurvevlat weria unda avigo sinji da sezkeba am gamayucebelze tkivili vigrzmo zalian.medinia

    1. არის ლიდოკაინზე უფრო ძლიერი გამაყუჩებლები. ულტრაკაინი, უბისთეზინი მაგალითად.

    1. საეჭვოა რამე კავშირი იყოს კბილის ამოღებასა და მხედველობის პრობლემას შორის.

  10. Gamarjoba, adre dabjenili mqonda kbili da mere es plombi momtyda isev, ragac periodi gia mqonda kbili upro sworad pesvi da naxevrad motexili kbilze grdzili gadaizarda tu shexorceba daiwyo im mxares ver gavige da dzalian rtuli an dznelad amosagebi iqneba? Qirurgiuli chareva xoar dachirdeba?

    1. შეიძლება ძალიან მარტივიც იყოს. ჩაზრდილი ღძილის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ ამოღების სირთულეზე. თავად ღრძილი არანაირად არ უშლის ხელს ამოღებას. ქირურგიულ ჩარევაში რას გულისხმობთ? კბილის ამოღება ისედაც ქირურგიული პროცედურაა და მას ქირურგი-სტომატოლოგი ატარებს.

  11. გამარჯობა. მეექვსე კბილი მაქვს დანაპლომბი შემდგ დაზიანდა და გაჩნდა ღრმული, არ მტკივა მაგრამ შევატყვე რომ შიგნით ღრმულში ჩანს თეთრი რაგაც რომელიც ძალიან გავს დაჩირქებას, არც შესიებული მაქვს არც მტკივა უსიამოვნო სუნიაქვს შეიძლება ესეთი კბილის ამოღება და რამდენად რთულია? მადლობა

    1. რატომ ამოღება, ჯერ შენარჩუნებას უნდა შეეცადოთ. ამისათვის საჭიროა რაც შეიძლება დროულად მიმართოთ კარგ პროფესიონალს. ექიმი შეაფასებს სიტუაციას და თუ აუცილებელია ამოღება გეტყვით. რომ არ გტკივათ და არ გაწუხებთ ეს უკვე კარგია და შენარჩუნების შანსებს ზრდის.

      1. მადლობა. დანაპლომბ კბილზე
        ნერვის ამოღება ხელმეორედ დაპლომბვის დროს ისევ ხდება?

      2. თუ “ნერვი მოკლულია” ანუ არხი დაბჟენილია და ფესვზე არანაირი პრობლემა არაა, თავიდან მკურნალობა საჭირო არაა. მაგრამ თუ არხების მკურნალობა არაა სრულფასოვნად ჩატარებული, ამ შემთხვევაში საჭიროა განბჟენა და არხის თავიდან დაბჟენა. მითუმეტეს თუ ფესვის ირგვლიც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

  12. გამარჯობათ.მე7 და მე8 კბილების ამოღების შემდეგ, მგრძნობელობა არ მაქვს ენის იმ მხარეს.მაინტერესებს თუ აღდგება და რაა საჭირო რომ აღდგეს?

    1. დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხნის წინ ჩატარდა პროცედურა. ნერვის დაზიანების შემთხვევაში, თავისთავად ან მკურნალობის შედეგად ნერვის ფუნქციის აღდგენა ხდება უახლოეს დღეებში. რაც მეტი დრო გადის, აღდგენის შანსი სულ უფრო მცირდება.

  13. მოგესალმებით. გადავიღე ზედაყბის ტომოგრაგია და ბოლოდან მეორე კბილზე მაქვს ჩირქოვანი კისტა ფესვზე. და ჰაიმორული ღრუშიც ჩირქია ექიმმა მირჩია კბილის ამოღება ღრუს ჩირქიდან გასუფთავება და ვინაიდან შემდგომში ვაპირებ იმპლანტის ჩასმას მირჩია ხელოვნური ძვლის ჩასმა რამდენად უსაფრთხოა მსგავსი ოპერაცია და რა რისკფაკტორებთან არი დაკავშირებული? გმადლობთ

    1. ინფექციის არსებობა ნამდვილად არასასურველია მომავალი იმპლანტაციის ზონაში და აუცილებელია მისი მთლიანად აღმოფხვრა იმპლანტაციამდე. ოპერაცია სტანდარტულია, გართულების ალბათობა დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე და ორგანიზმის რეგენერაციულ პოტენციალზე. “ხელოვნური ძვალი” ანუ ძვლოვანი ტრანსპლანტატი სხვადასხვა სახის და სხვადასხვა ბრენდისაა. მის ხარისხზეც ბევრია დამოკიდებული რათქმაუნდა. თუ კისტის ზომა დიდია, ძვლოვანი ტრანსპლანტატი დააჩქარებს რეგენერაციას, რომელსაც ისე შეიძლება თვეები და წლებიც კი დასჭირდეს (ზომაზეა დამოკიდებული). ექიმის ტაქტიკა რამდენად სწორია, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რეალური სურათი.

  14. 6დღის წინ ამოვიღე კბილი.საღამომდე მქონდა ოდნავ სისხლიანი ნერწყვი. მეორე დღეს დამისივდა. მერე ნელ-ნელა დაცხრა ,მაგრამ ყრუ ტკივილი დამრჩა. ოდნავ შესიებული მაინცაა და ლოყაზე სიმაგრეცაა ღრძილის მიდამოში. ვივლებ მხოლოდ გვირილას. ანტიბიოტიკი არ დამინიშნა . რამდენად ნორმალურია ეს მდგომარეობა?

    1. საგანგაშო არაფერი ჩანს. გვირილის სავლები ჩემი აზრით არაფრისმომცემია. რადგან სიმპტომები კლებისკენ მიდის პრინციპში სავლები აღარც გჭირდებათ.

  15. გამარჯობა კბილი ამოვიღე ერთი დღის წინ სიცხე მომცა მაღალი გამიარა გადასხმებით მაგრამ დღეს მაქვს ნერწყვი რაღაც გასქელებული თითქმის ყლაპვა არ მიჭირს მაგრამ რისი ბრალი შეიძლება იყოს.ადაპტაციის ახალ კბილთან?

    1. “ახალ კბილში” რას გულისხმობთ? თუ ამოღებამდე კბილი არ იყო დაჩირქებული, ნაკლებსავარაუდოა რომ ამოღების მერე მაღალი სიცხე ამის ბრალი იყოს. დააკვირდით ნერწყვს, უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და უფერო. თუ შესქელებასთან ერთად ფერიც შეცვლილია, მაშინ სანერწყვე ჯირკვლების პრობლემა შეიძლება იყოს.

  16. Gamarjobat. Pekhmdzimed vikavi kveda ukana kbilis dasablombad mivedi ekimtan kedeli imdenad datkhelda gaburgvis shedegad ro nakhevari mkhare momtkda da amosagebi gakhda. Ukve bavshvi 5 tvis mkavs da am dromde ver movakherkhe amogeba, 1 tvis ukan amtkivda ,ekimma antebaao da antibiotikebi gamomicera amis shemdeg amovigebo. 5 dgeshi tkivilebi chamitskhra, rom mivedi mitkhra khels ver movkidebt normaluri mosachidi arakvs da sheidzleba grdzili ikos gasakerio, sakartveloshi arvar da momicevs chamosvlamde movitsado, magram ekha isev damecko sashineli tkivilebi, grdzili shemisivda, kbilis dziri nakhevrad gashavebulia. Sodianebs vivleb. Gasakucheblad ki marilians,tavidan mshveloda magram ukve agaar.tan bavshvi dzudzuze mkavs da mirchiet ra gavaketo. ((((

    1. ასეთ სიტუაციაში კბილი უნდა ამოიღოთ. მიმართეთ სხვა ექიმს. შეიძლება ადვილი ამოსაღები არ იყოს, მაგრამ ამის გამო ექიმმა ამოღებაზე უარი არ უნდა თქვას.

  17. გამარჯობა , 10 დღის უკან ამოვიღე ზედა და ქვედა ორი მე -8 კბილი . ზედა მარტივად ამოიღო ქვედაზე ძალიან იწვალა , ნაკერები დამადო . შეხორცება კარგად მიმდინარეობს ,თუმცა საშინელი ტკივილები მაქვს , ამდენი ხანი შესაძლოა ტივილები გაგრძელება? გამაყუჩებლის გარეშე ერ ვუძლებ ტკივილს.

    1. ტკივილის აღქმა ინდივიდუალურია. მთავარია დარწმუნებული იყოთ, რომ შეხორცება ნორმალურად მიდის. თუ არ გაქვთ შეშუპება და პირის ღრუს გაღების შეზღუდვა, ანტიბიოტიკის კურსიც დანიშნული გაქვთ და ზუსტად ასრულებთ, შეიძლება სხვა ტკივილგამაყუჩებლის მოსინჯვა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თვლით რომ რაღაც ისე არაა, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

      1. გამარკობათ უკანა კბილები მაქვს ამოსაები და დზან რტული ამოსაებია მაინტერესებს არსებობს საშვალება ნარკოზიტ ამომიგონ.

      2. დიახ, ნარკოზით მკურნალობა ხელმისაწვდომია კლინიკა “დენტოკლუბში”.

  18. გამარჯობათ. მოკლედ კბილი მომტყდა და ფესვი მაქვს დარჩენილი. რამდენიმე დღის წინ გამისივდა და სადღაც 3 დღეში (გუშინ) ჩაქრა. ტკივილით არ მტკივა. დღეს სიცხემ მომცა სადღაც 39 მაქვს (გაციებული არ ვარ) შეიძლება სიცხე იყოს კბილის ბრალი? და რამდენად საშიშია ეს?

    1. თუ შეშუპება, ტკივილი არ გაქვთ და ლიმფური კვანძები არაა გადიდებული, ნაკლებსავარაუდოა. თუმცა მაინც უნდა გამოირიცხოს. უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და რენტგენი გადაიღოთ.

    2. დამტვრეული ამოვიღე კბილი ბოლოდან მესამე დიდი კბილი იყო მესამე დღეა და მტკივა ორსულად ვარ მარტო მიგოთხასი დამინიშნა სხვა რაგავკეთო კბილი იყო გაგიჟებული იმხრივ როდამტვრეული იყო

      1. მიყევით ექიმის რეკომენდაციას. თუ თვლით, რომ არაეფექტურია, მიმართეთ სხვა ქირურგს.

  19. Gamarjoba…5 dgea amogebuli mqvs kbili qveda yba cota mtkiva chriloba titqmis xorcdeba magram shignit chrilobshi tetri xorivitaa ragac es normaluria tu isev mivmrto eqims?kbilis amogeba ar gamchirvebia arc uwvalia qveda ybis bolodan meore kbilia tan pegmzimed var amigrbis dros anteba mqonda da savkebebs exlac vivleb magram yru tkivils ybisas ver vichereb rame sashishi iqneba?

    1. ეს სითეთრე ფიბრინული ნადებია სავარაუდოდ, რაც ნორმალურია და აუცილებელიცაა, რადგან შეხორცების ნორმალურ მიმდინარეობაზე მეტყველებს. ფეხმძიმობის გამო ალბათ ანტიბიოტიკი ვერ დაგინიშნათ ექიმმა. ამიტომ ანთებით პროცესს ორგანიზმი მარტო უნდა გაუმკლავდეს. შესაძლოა შეხორცების პროცესი შედარებით დიდხანს გაგრძელდეს. მთავარია ჭრილობადაი ფიცირებისგან დაიცვათ. აუცილებლად იხეხეთ კბილები — ჩვეულებრივად დღეში ორჯერ. ჭამის შემდეგ გამოივლეთ სავლები, თუნდაც მხოლოდ წყალი, რომ საკვების ნარჩენები არ დარჩეს ჭრილობაში. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი უფრო ინტენსიური გახდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

    2. gamarjobat ramdenime dgis ukan amovige kbili sagechi meeqvse saidanac arxi konda haimoris grushi exla nakerebi madevs da 3 dgeshi chamilurjda tvali da mtkiva yuri ramdenad sashishi sheidzleba iyos es ?

      1. თვალზე სილურჯე ზოგჯერ ახლავს თან ტრავმულ ქირურგიულ პროცედურებს. იგი მალევე ვითარდება პროცედურის შემდეგ. თუ სილურჯე 3 დღის შემდეგ განვითარდა, შესაძლოა მიზეზი სხვა იყოს. აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.

  20. gamarjoba zeda mudmivi 6molari maqvs gamoxruli didixania dzalian chamis derosac mtkiva da eqmimam mitxra ro amosagebi ariso da sxva gamosavali ararferi ar aris ?ro amovigo kbilis mwkrivi dameshleba

    1. ღამდენადაც არ ვიცით რეალური მდგომარეობა, ვერ გეტყვით შეიძლება თუ არა კბილის შენარჩუნება.

  21. გამარჯობათ. რამდენიმე თვის წინ ამომივარდა პლომბი თავის შტირით. ყურადღება არ მივაქციე იმ მხრივ რომ არ მივდულვარ ექიმთან. ღრძილმა გართულებების გარეშე დაიწყო შეხორცება უმტკივნეულოდ მაგრამ ვერ ხორცდება ამოსაღებია ალბათ. და რას მირჩევთ ძალიან მეშინია კბილის ექიმების და მოვიყვანე დღევანდლამდე:)) კბილის კედელი და ფესვებია ამოსაღები მაგრამ მაინრერესებს ღრძილს რა ბედი ეწევა. გმადლობთ წინასწარ.

    1. რათქმაუნდა ვერ შეხორცდება, რადგან ნარჩენი ფესვი დაინფიცირებულია და ქრონიკული ანთების კერაა. ამოღების შემდეგ დროთა განმავლობაში კბილბუდე ანუ კბილის ადგილი ძვლით შეივსება. ღრძილი ადგილზე დარჩება რათქმაუნდა.

  22. gamarjoba, kbili mtkioda da eqimtan rom mivedi arcebi gamixsna , dachirqebulio da dasaplombad damibara ramdenime dgeshi, axla amtkivda da cota gamisivda , rom davureke mitxra tbili sodiani wyali gamoivle xolmeo da ramdenad vendo? rame shashishi xom ar aria ?

    1. თუ არხები ღია დაგიტოვათ, სავარაუდოდ მიზეზი ესაა. როგორც ჩანს არხი დაიბლოკა საკვების ნარჩენებით ან რაიმე სხვა მიზეზით. ცხელი სავლები არავითარ შემთხვევში არ გამოიყენოთ. ოთახის ტემპერატურის შეიძლება, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა რომ ეფექტური იყოს. საჭიროა არხების გაწმენდა რაც შეიძლება მალე.

  23. გამარჯობა მე მაინტერესებ რა დროს არ უნდა ამოვიღოთ კბილი? შეიძლება თუ არა ნასვამზე კბილის ამოღება?

    1. რეკომედენული არაა კბილის ამოღება, როდესაც პაციენტი ნასვამ მდგომარეობაშია. ხშირად ამ დროს ანესთეზიის ეფექტურობა ნაკლებია. ასევე გააჩნია თრობის სტადიას. თუ პაციენტთან კომუნიკაცია რთულია, ეს პროცედურის განმავლობაში და შემდგეგაც გართულებების რისკს ზრდის.

  24. Gamarjobat maqvs meeqvse kbilis fesvebi amosagebi viyavi ert stomatologtan da ver amomigo xom ver mirchevdit dzlier qirurgs?

    1. მამუკა გოგიბერიძე “ალბიუსში”. თაბუკაშვილის 37.

  25. გამარჯობათ, სტომატოლოგთან ვიყავი დაპლომბილი კბილის ამოსაღებად და ბევრი ნემსების ფა წავალების შემდეგ ვერ ამომიღო.ძალიან მტკივნეული იყო ამოქაჩვის პროცესი…2 დღეში დამიბარა ისევ და თუ მეშველება უნტკივნეულოდ.კბილს მოხრილი ფესვი აქ და ძაან მტკივნეულია, 6ჯერ გავხსენი დავიპლომბე და მაინც მტკივნეული კბილია.მეშველება რამე?

    1. ტკივილის მიზეზი არასრულფასოვანი ანესთეზიაა. ზოგ შემთხვევაში მართლაც რთულია ეფექტური ანესთეზიის მიღება სხვადასხვა მიზეზების გამო. მოხრილი ფესვის შემთხვევაში კი საჭიროა ამოღების განსხვავებული მეთოდის გამოყენება. გირჩევდით მიმართოთ უფრო გამოცდილ ქირურგს.

    2. გამარჯიბათ.ინგექციის დროს და როცა სახე შესიებულია თუ შეიძლება კბილის ამოღება ?

      1. უმჯობესია ჯერ მწვავე პროცესის ჩაცხრობა ანტიბიოტიკით და შემდეგ ამოღება. ეს შეამცირებს ამოღების შემდეგ გართულების რისკს.

  26. ორი წლის წინ ჩემს შვილს ამოუღს სიბრძნის კბილი და დღემდე აქვს ასიმეტრიულობა მეორე ყბასთან შედარებით შევნიშნავ რომ ამოღების დოს მდგომარეობა გართულებული იყო ანუ შესიებული ქონდა ყბა . ამჟამად სხვა დისკომფორტი არა აქვს გარდა გარეგნული შესახედაობისა. რაც აწუხებს. როგორ აღმოიფხვრება ეს .

    1. სახის ასიმეტრიის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა ნამდვილად საყურადღებოა. გამოკვლევისთვის ყბა-სახის ქირურგს მიმართეთ.

  27. გამარჯობა, რამდენიმე საათის წინ ამოვიღე მეექვსე კბილო, და ექიმმა თუ აგტკივდა ტკივილგამაყუჩებელი დალიეო და მორჩია დექსალგინი, მაგრამ არ გამიყუჩა ალბათ იმიტომ რომ ორგანიზმი მიჩვეულია უკვე ხშორად ვსვამ მაგ გამაყუჩებელს, ასევე ნალგეზინ ფორტეს, აქსენ ფორტეს, ნიმესილს და ხომ ვერ მირჩევთ რამე ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს?

    1. ეს, რაც გამოიყენეთ ძლიერი გამაყუჩებლებია. შეგიძლიათ სცადოთ დიკლობერლი, მაგრამ თუ ტკივილი ასეთი ძლიერია, აჯობებს კვლავ ექიმს მიმართოთ.

  28. გამარჯობა, სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ ნიკაპის ნაწილი დამიბუჟდა და ექიმმა მითხრა ბ12 ბლოკიუმი გაიკეთეო სამჯერ და რამდენად ნორმალირია და სწორია ასეთი რამ?

  29. Gamarjobat kbili maqvs dachirkebuli da ukve shavdeba eqimma antibiotiki momca dasalevad amogebis win magram 5 tvis patara myavs da rdzes vachmev magis gamo antibiotiks ver vsvav da ramme mirchiet saxlis pirobe bsh

    1. სახლის პირობებში მკურნალობის მეთოდის რჩევა ამ შემთხვევაში ძნელია. შესაძლოა ეფექტური იყოს კბილის არხების გახსნა და ამ გზით ანთების მკურნალობა, შემდეგ კი ამოღება ან ამოღების გადავადება. ამისათვის თერაპევტ-სტომატოლოგს უნდა მიმართოთ.

  30. გამარჯობათ, ორი დღის წინ მარცხენა მხარეს მე-7-ე კბილი ამოვიღე და სისხლდენა არ ჩერდება, სტომატოლოგთან მივედი რაღაც წამალი დაფშვნა დააქუცმაცა და 1საათის განმავლობაში ჩამადებინა პირში მაგრამ არ მიშველა, რა გავაკეთო?

    1. აჯობებს მიმართოთ სხვა ექიმს, უმჯობესია ყბა-სახის ქირურგს. სისხლდენის შემთხვევაში დაინფიცრიების და გართულების საშიშროებაა.

  31. Bsvshv zemot ybaze tkiva kbili da qvemot ybaxe jurkvali gamiuvida.ramdenad shesadxlebelia ed da sheileba yu ara kbils gamiewvis

    1. დიახ. შესაძლებელია კბილს გამოეწვია. ისიც შესაძლებელია, რომ სხვა მიზეზთან იყოს ჯირკვლის შესიება დაკავშირებული. მაგალითად, ვირუსი, გაციება…

    1. თუ ვადაზე ადრე ამოუღეთ, შესაძოა ეს იყოს დაგვიანების მიზეზი. თუ დიდხანს გაგრძელდა შესაძლებელია რენტგენზე გარკვეს მუდმივი კბილის ჩანასახი არის თუ არა ან რამე ხომ არ უშლის ხელს ამოჭრას.

  32. icit ra mainetresebs kbili amovige da sisxldena maqvs meore dgea da exla gamikera eqimma da cotaodeni mainc aris da risi brali iqneba

    1. სისხლდენის დროს ჭრილობის დაინფიცირების საშიშროებაა. ამიტომ აუცილებელია შეჩერება ჯერ ადგილობრივი, და შემდეგ თუ საჭირო გახდა ზოგადი მეთოდებით. ეს გულისხმობს სისხლის შედედებისთვის პრეპარატების დანიშვნას.

  33. გამარჯობა! იქნებ ვინმემ მიპასუხოს. 7 წლის ბავშვს მოეცვალა ზედა ორი წინა კბილი და უკვე ერთი წელი გავიდა და არ მოდის ახალი. დროზე ადრე არ ამოგვიღია. მორყეული ჰქონდა. მადლობა!

    1. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რენტგენის გადაღება, სადაც გამოჩნდება მუდმივი კბილის ჩანასახების მდგომარეობა. შესაძლოა ჩანასახები არასწორად მდებარეობს და ამ მიზეზით მათი ამოჭრა ფერხდება.

  34. კბილის ამოღების შემდეგ დამინიშნეს სოდიანი და გვირილის სავლები იმავე დღესვე შეიძლება სავლების გამოვლება?

    1. ცხელი სავლები არ შეიძლება პირველ დღეს. დღის ბოლოს შეგიძლიათ გრილი სავლები გამოივლოთ, ისიც მსუბუქად.

  35. თუ შეიძლება ქვედა კბილის დაზიანების შედეგად განვითარდეს ანთებითი პროცესი ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში? მადლობთ.

    1. შეიძლება განვითარდეს კისრის წინა ნაწილის მიდამოში, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე (თუ სიმპტომები გაგიჩდათ, ან თუ ჯირკვალში ცისტა ან კვანძი წარმოიქმნა) არ აისახება.

  36. Gamarjobat.chemma 7i clis gogonas cina 2i kbili 3i tvis cin à muret, grzilebi dasiebuli akvs da kbilebi ver kidec ar amouvlia.gtxovt mipasuxot normaluria es tu Ara. Cinascar gmadlobt.

    1. შეშუპება არ არის ნორმალური. შესაძლობა მიდმივი კბილების ამოჭრა გაძლენელური იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო. აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

  37. gamarjobat myavs 7 clis bichi shevamchnie rom qveda ori kbilisukan amochra sxva ormakbilma dzvelikbilebi arsheucvlia jer da amshemtxvevashi marto dzveli orikbilus amogebit eshveleba axali amosuli kbilebi ro scoradqondes

    1. თუ მუდმივები უკვე იჭრება შესაბამისი სარძევე კბილები აუცილებლად უნდა ამოუღოთ. ხშირად სარძევეების ამოღების შემდეგ ამოჭრილი კბილები გადმოინაცლებს სწორ პოზიციაში, მაგრამ არა ყოველთვის. საჭრელ (წინა) კბილებს რომ მოიცვლის მიიყვანეთ ორთოდონტთან კონსულტაციაზე. ბრეკეტებით მკურნალობა თუ დასჭირდა, კბილების მოცვლის დასრულების შემდეგ შეიძლება დაწყება.

  38. zemot agnishnulze gesaubrebit.ki,kbilis amogebisa da mkurnalobis shedegad chacxra.yba saxis 2 eqimtan viyavi da mitxres araferia as sheidzleba wlobit ggqondeso.da rac sheexeba chems daavadebas yvelaferi kargadaa exoc da analizebic

    1. ძალიან კარგი, რომ ყველაფერი კარგადაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  39. Gamarjobat qveda ybis pirveli didi dziritadi kbili mqonda amosagebi daplbvis mere dazianda da stomatologma bevri iwvala da ver amoigo mitxra rom ramdenime kvirashi mivide pesvebo zemot amovao ramdenad sjesadzlebelia es da xom ar gamirtuldeba.ise mtkiva rogorc amogebuli kbili bevri iwvala

    1. ალბათ გულისხმობთ, რომ კბილის ნაწილი ამოიღო და ფესვები დარჩა. შესაძლებელია გადავადება, თუმცა ფესვები ზემოთ არ ამოვა. მაგრამ სისხლდენა ნაკლები იქნება და ალბათ უფრო გაუადვილდება ამოღება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე ინფექციის საშიშროება, რადგან დარჩენილი ფესვები ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ამიტომ ყოველთვის ჯობია კბილის მთლიანად ამოღება.

  40. მოგესალმებით ამოვიღე კბილი მეორე დღიდან შემისივდა და ყრუდ მტკივა. რითი შეიძლება დავიცხრო სახლის პირობებში?

    1. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ სახლში მკურნალობას, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს. ინფექციამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

  41. გამარჯობა უკანა კბილი ამოხრილი მაქვს და ცოტა მგონი დაჩირგებული ცოტა ვივლებ გვირილის სიროპს და ვიღებ ანტიბიოტიკებს 2 დღეა და ამოღება მინდა შესაძლებელია რო ამოვიღო ?

    1. თუ ამოსაღებია, რატომაც არ შეიძლება? მაგრამ ამას ექიმი გეტყვით უფრო ზუსტად. შესაძლოა კბილი მკურნალობას ექვემდებარება და შენარჩუნება იყოს შესაძლებელი.

  42. კბილი ამოიღე ერთი კვირაა და ძალიან მტკივა კიდე მაგრამ ღრძილი უფრო გვერძე თეთრი ნადებია სულ დავდივარ ექიმთან ვერავერს შველის თან მგონი კისტა იყოო გატყდა კბილი, ანტიბიოტიკებიც დავლიე სავლევბსაც ვივლებ რამდენად საშიშია ან რა დრო უნდა ჩაცხრეს ჭრილობა თან სულ მევსება ის ადგილი საჭმლით, მითხრა გაგივლისო და არა მგონია ისე მეწვება გვერძე,მადლობთ

    1. გირჩევთ სხვა ექიმს აჩვენოთ ჭრილობა, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს ქირურგიაში. ჭრილობის დაინფიცირებამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

    1. ასე თქმა ძნელია. თუ ტკივილი ამოღებიდან რამდენიმე დღეში დაგეწყოთ, ან მითუმეტეს თუ მატულობს, მაშინ აჯობებს ექიმს აჩვენოთ.

  43. კბილი მტკიოდა და მერე გამისივდა ახლაც გასიებული მაქ და სახლის პირობებით როგორ დავიცხრო ?

    1. სახის პირობებში რაიმე საშუალების გამოყენებას არ გირჩევთ. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

  44. გასივებული და ანთებითი პროცესის დროს შეიძლება კბილის ამოღება?

    1. ძირითადად ასეთ დროს ჯერ ანტიბიოტიკი ინიშნება რამდენიმე დღით და შემდეგ ხდება კბილის ამოღება და ანთებითი კერის ლიკვიდაცია. ინფექციის შემცირება ანტიბიოტიკების საშუალებით ამცირებს გართულებების რისკს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს, რადგან არის შემთხვევები, როცა დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევაა საჭირო და გადადება მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას.

  45. ybis qvesh chamomivida patara jikvali gadakruli kbili mqonda ar mtkioda araterimagramrom gadavige panorama kista iyo da kbili amomiges mas mere gavida 4 tve da sul cotaa moklebuli zomashi eqimma daminishna ribatrani da mitxra davelodot 2 tveso da tu ar gaqra mashin biobsiao.erti tvea vmkurnalob da cota kide dapataravda kide daminishns ç vitamini.tu ar gaqra ra gavaketo?

    1. კისტის ბედი ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი წესით მოხდა ოპერაცია. კბილის ამოღების გარდა აუცილებელია თავად კისტის მოშორება სრულყოფილად. გარდა ამისა მნიშვნელობა აქვს კისტის ზომასაც. გირჩევდით ყბა-სახის ქირურგთან მისულიყავით კონსულტაციაზე.

      1. ybis qvemodan maqvs jir kvandzi kbilis amogebis shemdeg bevradaa dapataravebuli .umtkivneuloa da cota memagreba.2 wlis win maqvs gaketebuli farisebris operacia da var gajrili yuris midamodan yelamde diagnozi papiluri kalcinoma.roca mamtqnarebs naoperacieb mxares im kvandzis adgilas gegoneba dzargi shegekrao ise var da mas mere shevnishne marjvena mxares cota shesieba da kiseri rom gadavwie es kvandzic tumca mas shemdeg kbili amovige da vimkurnale mas mere sakmao chacxra.mainteresebs gaqreba ?

      2. თუ ლიმფურ ჯირკვალზეა საუბარი, შესაძლოა მართლაც კბილისგან გამოწვეული ინფექციის გამო იყოს გადიდებული, მითუმეტეს თუ კბილის ამოღების შემდეგ დაპატარავდა. სასურველია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, რათა კონტროლის ქვეშ გქონდეთ ფარისებრზე ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა.

  46. კბილის ამოღებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ჭრილობის ადგილზე მიგროვდება თეთრი ხაჭოსებრი ნივთიერება რომელიც იწვევს უსიამოვნო სუნს და ცუდ გემოს პირის ღრუში და ეს ნორმალურია თუ სამკურნალო?

    1. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჭრილობა. აჯობებს აჩვენოთ ექიმს, რომელიც დაათვალიერებს ჭრილობას და შეაფასებს მდგომარეობას რენტგენზეც.

  47. გამრჯობათ,წელიწად ნახევარია ბრეკეტები მიკეთია ,დიდი შედეგი არ მაქვს ,ორი წელი უნდა ვატარო ,მაგრამ გადავწყვიტე რომ მოვიხსნა,მაინტერესებს ,ადრე მოხსნა ხომ არ გამოიწვევს კვლავ დეფორმაციას კბილების?

    1. ვადაზე ადრე მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან კბილების ირგვლივ ძვალი ფორმირებული არ არის ახალ პოზოციაში. ამის გამო კბილები გადანაცვლდება და შესაძლოა თავდაპირველზე უარესი მდგომარეობა მიიღოთ. თუ მკურბნალობით კმაყოფილი არ ხართ აჯობებს სხვა ორთოდონტებთანაც გაიაროთ კონსულტაცია.

      1. გამარჯობათ გუშინ ამვოღე ქვედა მეექვსე კბილი და მაინტერესებეს რატომ მტკივა ხანდეხან მისი მეზობელი მეშვიდე კბილი ?? ასე შეიძლება ხდებოხეს? ხანდეხან კბილს კბილზე რომ ვადებ გეგონება მტკივაო. და კიდევ მინდა გკითხოთ შეიძლება თუ არა მარილიანი ან სოდიანი სავლები პირის ღრუს გაწმენდის მიზნით???

      2. მიზეზი შეიძლება იყოს კარიესული დაზიანება მეშვიდე კბილზე, ამოღებისგან დამოუკიდებლად. ასევე შესაძლებელია მეექვსეს ამოღების დროს მორყევა ან ტრავმა, თუ რთული ესტრაქცია იყო. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე სპეციალური ზომის მიღება. დაელოდეთ ჭრილობის შეხორცებას. თუ ტკივილმა მოიმატა, მიმართეთ ექიმს.
        სავლებს რაც შეეხება: პირის ღრუს გაწმენდაში რას გულისხმობთ? არცერთ სავლების არ აქვს გაწმენდის ფუნქცია. გაწმენდა ხდება ულტრაბგერის აპარატის და ხელის ინსტრუმენტების საშუალებით. თქვენს შემთხვევაში მხოლოდ ის სავლები უნდა გამოიყენოთ, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. ასევე ჭრილობის მოვლის და შეხორცების პერიოდში პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ რეკომენდაცია უნდა მოგცეთ ექიმმა მდგომარეობის მიხედვით.

Leave a reply to მაკა Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.