“ღრმა გაწმენდა”: როდის არის საჭირო?

ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით  მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.

შეიძლება იფიქროთ, რომ კბილების ღრმა გაწმენდა საჭიროა მაშინ, როდესაც დიდი ხანი არ მიგიმართავთ სტომატოლოგისთვის გასაწმენდად და სავარაუდოდ ბევრი ნადები უნდა იყოს დაგროვილი პირის ღრუში. სინამდვილეში ღრმა გაწმენდა ანუ ფესვების ზედაპირის ინსტრუმენტირება სპეციფიკური პროცედურაა, რომელსაც პაროდონტოლოგი (და არა ზოგადად სტომატოლოგი) ატარებს პაროდონტის დაავადების არსებობისას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღრმა გაწმენდისას ფესვის ინსტრუმენტირება ანუ მისი ზედაპირიდან ნადებისა და ქვების მოშორება ხდება. ფესვის ზედაპირს ნორმალური, ჯანმრთელი ღრძილების შემთხვევში მთლიანად ეკვრის ძვალი. პაროდონტის დაავადების არსებობისას კი სახეზეა ე.წ. პათოლოგიური ჯიბეები, რომელიც ფესვის გარშემო ძვლის დაშლის/ განლევის შედეგად  წარმოიქმნება. ვინაიდან ინდივიდუალური ჰიგიენის მეთოდებით (კბილების გახეხვა, სავლები, ფლოსი) პაროდონტულ ჯიბეში არსებული ბაქტერიული ნადების სრულად მოშორება შეუძლებელია,  ამიტომ პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა იტარებდეს ამ პროცედურას პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ, ექიმი-პაროდონტოლოგის მიერ შერჩეული რეჟიმით. ღრმა გაწმენდა ტარდება სპეციალური კიურეტებითა და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით, რათა ღრძილქვეშ მუშაობისას არ მოხდეს ღრძილის ქსოვილისა და ძვლის ზედაპირის დაზიანება. ღრმა გაწმენდისას სამუშაო არეალი ღრძილქვეშ მდებარეობს.

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ კბილების გაწმენდასა და ღრმა გაწმენდას შორის?

ჩვეულებრივი, პროფილაქტიკური გაწმენდა უტარდება ყველა პაციენტს მიუხედავად იმისა აქვს თუ არა პაროდონტის დაავადება, საშუალოდ 6 თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში მიზანია კბილის ზედაპირიდან რბილი და მაგარი ნადების მოშორება, კარიესისა და ღრძილების დაავადების პროფილაქტიკა. სამუშაო არეალს კბილის გვირგვინის ზედაპირი წარმოადგენს. ნორმალური ღრძილოვანი ჯიბე 3 მმ-მდეა. თუ პროფილაქტიკური დათვალიერებისას აღმოჩნდება უფრო ღრმა (პათოლოგიური) ჯიბეები, ან ფესვის გაშიშვლება (რეცესია), აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება უკვე ექიმ-პაროდონტოლოგთან.

ღრმა გაწმენდა ანუ ფესვის ზედაპირის ინსტრუმენტირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა პაროდონტის დაავადების მკურნალობის სქემაში. იგი წარმოადგენს ბაზისს, რომლის გარეშეც მკურნალობის სხვა დანარჩენი მეთოდები არაეფექტურია, რამდენადაც სწორედ მისი საშუალებით ხდება დაავადების მიზეზის — ბაქტერიული ნადების (რბილი ნადები და ქვები) მოშორება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.