ძვირფასო მეგობრებო!
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც ემსახურება პაროდონტის დაავადების გავრცელების გამოვლენას საქართველოს მოსახლეობაში.
კითხვარი სულ 5 შეკითხვას მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ მისი შევსება. გამოკითხვა ანონიმურია. გამოკითხვა ტარდება “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით.
რაც მეტი ადამიანი მიიღებს გამოკითხვაში მონაწილეობას, მით უფრო სრულყოფილი და ინფორმატიული იქნება მონაცემები. მიღებული შედეგი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს ამ დაავადებების პროფილაქტიკა და მენეჯმენტი. ეს გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან “ქრონიკული მძიმე ფორმის პაროდონტიტი” გავრცელების მიხედვით მე-6 ადგილზეა მსოფლიოში ქრონიკულ დაავადებებს შორის, რასაც კბილის დაკარგვამდე მივყავართ.
კითხვარი სულ 5 შეკითხვას მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ მისი შევსება. გამოკითხვა ანონიმურია და ტარდება “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით.
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისა და თანაგდომისათვის!