მიუხედავად იმისა, რომ სარძევე კბილები დროებითია, აუცილებელია გავაცნობიეროთ მათი როლი საბოლოო თანკბილვის ჩამოყალიბებაში და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობაში. ისინი საჭიროა ბავშვისთვის სწორი მეტყველებისა და ღეჭვისთვის, შესაბამისად კი საკვების სრულფასოვნად გადამუშავებისა და ათვისებისათვის მოზარდი ორგანიზმის მიერ. სწორედ ამიტომ, სარძევე კბილების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა მეტალის გვირგვინები საუკეთესო გზა აღმოჩნდეს მათ შესანარჩუნებლად.
როდესაც სარძევე კბილის გვირგვინის დიდი ნაწილი კარიესულია და ბჟენი დიდი ზომისაა, ძალიან ხშირად მისი ფიქსაცია პრობლემატურია. ხშირად ვარდება, რაც დარჩენილი ქსოვილის დაშლას კიდევ უფრო აჩქარებს. ამერიკის პედიატრიული სტომატოლოგიის ასოციაციის (AAPD) მიერ რეკომენდებულია ასეთი კბილის დაფარვა მეტალის გვირგვინით ანუ გადაკვრა, როგორც ამას ხშირად უწოდებენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კბილი “მკვდარია” ანუ არხების მკურნალობაა ჩატარებული. ასეთი გვირგვინები მზადდება უჟაგავი ფოლადისგან.
ამ მეთოდის უპირატესობებია:
- შედარებით დაბალი ფასი და მაღალი გამძლეობა;
- კბილის გვირგვინის სრული დაფარვა და შესაბამისად კარგი დაცვა;
- კბილის მგრძნობელობის უმნიშვნელოდ მომატება;
- განმეორებითი მკურნალობის მინიმალური ალბათობა;
- შესაძლებელია მასზე სივრცის შემანარჩუნებლის დამაგრება, თუ ამის საჭიროება არსებობს.