როგორ ავარჩიოთ ირიგატორი?

“წყლის ფლოსი” ანუ ირიგატორი პირის ღრუს ჰიგიენის დამატებითი საშუალებაა. მისი დანიშნულება, ისევე როგორც სტანდარტული ფლოსის, კბილის ჯაგრისისთვის მიუწვდომელი ადგილების გაწმენდაა, რისთვისაც ირიგატორის შემთხვევაში წყლის ჭავლი გამოიყენება. 

ირიგატორი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ფლოსს ვერ ეგუება ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ იყენებს.

ფლოსისაგან განსხვავებით, ირიგატორს სტომატოლოგი ვერ შეგირჩევთ. უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, რომელი კატეგორიაა თქვენთვის უფრო მოსახერხებელი მახასიათებლების მიხედვით.

ირიგატორების 2 ძირითადი კატეგორია არსებობს: სტაციონარული და პორტატული. თუ ხშირად მოგზაურობთ, სტაციონარული ალბათ არ გამოგადგებათ, თუმცა მას გაცილებით დიდი წლის რეზერვუარი აქვს და სხვადასხვა დანიშნულებისა და რაოდენობის თავები. იგი იდეალურია ოჯახისთვის, თუმცა საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებს აბაზანაში და მოითხოვს დენის წყაროსთან შეერთებას. თუმცა შესაბამისად არ საჭიროებს კვების ელემენტის შეცვლას გარკვეული დროის მერე.

პორტატული ირიგატორის უპირატესობა თავისთავად ისაა, რომ პორტატულია და მოგზაურისთვის პრაქტიკულად უალტენატივოა. თუმცა წყლის რეზერვუარი პატარაა და ხშირად მისი რამდენჯერმე ავსებაა საჭირო, მაგრამ წყლის მიწოდების რეჟიმები ყველა ცნობილი ბრენდის ირიგატორს ისეთივე აქვს, როგორს სტაციონარულ ანალოგს. ამასთანავე, არსებობს პორტატული მოდელები, რომელიც ონკანს უერთება ან საკმარისად გრძელი მილითაა აღჭურვილი, რათა ბოთლზე დამაგრდეს და ასე გამოიყენოთ სუფთა წყალი (სადაც ონკანის წყლის სისუფთავეში ეჭვი გეპარებათ). მცირე ზომის გამო მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბაზანაში სივრცე შეზღუდულია. მოყვება 2 ან მეტი თავი, ამიტომ შესაძლებელია ოჯახის სხვა წევრებმაც გამოიყენონ. პორტატული ირიგატორები ბატარეებზე მუშაობს ან სპეციალური სადგამში მაგრდება დასატენად.

პრაქტიკულად ყველა მოდელს აქვს აუცილებელი სამუშაო რეჟიმები. დამატებით პლიუსს წარმოადგენს პულსირებადი ჭავლის რეჟიმი, რომელიც ეფექტურია პაროდონტული ჯიბეების ან დიდი ინტერდენტალური (კბილთაშორისი) სივრცეების არსებობის შემთხვევაში.

იმედია ეს ინფორმაცია გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას ირიგატორის შესაძენად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.