იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.

როდის შევცვალოთ კბილის ჯაგრისი

ჩვენი გამოკითხვის შედეგები:

რამდენ ხანში ერთხელ ცვლით კბილის ჯაგრისს?

1. ყოველთვე — 14,74%

2. 3-4 თვეში ერთხელ — 48,61%

3. 6 თვეში ერთხელ — 14,34%

4. წელიწადში ერთხელ — 8,37%

5. როცა დაზიანდება — 11,35%
6. სხვა — 1,99%

(გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 251 მომხმარებელმა)

მოზრდილებმა, ისევე როგორც ბავშვებმა, ჯაგრისი უნდა შეცვალონ საშუალოდ 3 თვეში ერთხელ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, რის შემდეგაც ჯაგრისის ცვდება, ბლაგვდება და ამის გამო მისი წმენდითი ეფექტურობა მცირდება.  გარდა ამისა დეფორმირებულმა ღერებმა შეიძლება დააზიანონ ღრძილის ლორწოვანი გარსი. გამონაკლისს წარმოდგენს ელექტროჯაგრისები, რომელთა თავები ხშირად 6 თვის განმავლობაში არ საჭიროებს გამოცვლას (მწარმოებელი ყოველთვის თან ურთავს პროდუქტს ამგვარ ინფორმაციას).

ღრძილების დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა 4-6 კვირაში ერთხელ, ვინაიდან პათოლოგიური მიკრობები, რომელიც ჭარბადაა ამ დროს პირის ღრუში, ადვილად მრავლდება ჯაგრისის ღერებზე.

ანალოგიური მიზეზის გამო რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა, თუკი გადაიტანეთ სურდო, ანგინა, გრიპი ან სასუნთქი გზების რაიმე სახის ინფექცია.

თუ ბრეკეტს ატარებთ, თქვენი ჯაგრისი ასევე უფრო ადრე ექვემდებარება შეცვლას, რადგან მისი მეტალის ნაწილები ჯაგრისის ღერების სწრაფ დეფორმაციას იწვევს.

რჩევა მშობლებს: ხშირად დაათვალიერეთ თქვენი შვილის ჯაგრისი. იმის გამო რომ ბავშვები  ძირითადად არასწორ მოძრაობებს აკეთებენ კბილების ხეხვის დროს, ასევე ხშირად ღეჭავენ და კბენენ ( 🙂 ) ჯაგრისს, ისინი სწრაფად დეფორმირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოუცვალეთ მათ ჯაგრისი.

ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად Oral-B, თავის ჯაგრისებს თან ურთავს ინდიკატორს. მათი ლურჯი ფერის ღერები ხმარებაში უფერულდება. როცა ღერის ნახევრი გაბაცდება, ჯაგრისის შეცვლის დროა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მოსახერხებელი “თვისებაა”, რადგან ბევრი ადამიანი 2 ჯერზე მეტად იხეხავს კბილებს დღის განმავლობაში და შესაბამისად მათი ჯაგრისის ეფექტურობა 3 თვეზე ადრე მცირდება. ამის კონტროლი ინდიკატორის საშუალებით ძალიან ადვილია.

გახსოვდეთ: ახალი ჯაგრისის წმენდითი ეფექტურობა 30%-ით უფრო მაღალია.

 

 

 

 

“ვექტორი”: პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).

პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია  — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.

დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

 

ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.

პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.

პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით.  როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული  კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.

“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.

ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.

“მხიარული გაზი” —- ნემსის ალტერნატივა სტომატოლოგიაში

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აშშ-ს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და თუ კაბინეტებში გამოჩნდა აზოტის ქვეჟანგი ანუ “მხიარული გაზი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ. ამ დროიდან იგი შეუცვლელი საშუალება გახდა შეშინებული და პანიკაში მყოფი პაციენტების დასახმარებლად, ასევე მათთვის, ვისაც ნემსის ჩხვლეტის ეშინია.

აზოტის ქვეჟანგი უფერო, უსუნო გაზია, რომელიც სტომატოლოგის სავარძელში მჯდომ პაციენტს სპეციალური ნიღბით მიეწოდება ჟანგბადთან ერთად.

თანამედროვე სტომატოლოგიურ კაბინეტებში პაციენტებს სხვადასხვა არომატის “მხიარულ გაზს” სთავაზობენ: ვანილის, პიტნის, მარწყვის და სხვა.

 

აზოტის ქვეჟანგის უპირატესობები:         

1. მოქმედების სისწრაფე — ტვინის ქსოვილამდე აღწევს 20 წამში, რელაქსაცია და ანალგეზია დგება 2-3 წუთში.

2. სედაციის სიღრმე დროდადრო მცირდება, რაც საშუალებას იძლევა სურვილისამებრ გავახანგრძლივოთ და გავაღრმავოთ გაზის მოქმედება.

3. გაზის მოქმედება წყდება მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში და იგი უკვალოდ ქრება ორგანიზმიდან. პროცედურის შემდეგ თავისუფლად შეიძლება მანქანის მართვა.

4. აზოტის ქვეჟანგის ანალგეზიური ეფექტის სიღრმე ინდივიდუალურია, მაგრამ რუტინული პროცედურების დროს თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება ინექციური ანესთეზიის მაგივრად. მაგალითად იგი ღრმა პროფესიული წმენდისას ღრძილების მგრძნობელობის მოსახსნელად.

5. ინჰალაციური ანესთეზია ფაქტიურად უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გამოიყენება აზოტის ქვეჟანგი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. არადა, რამდენ პაციენტს წაადგებოდა, ვინც შიშის გამო გაურბის სტომატოლოგთან ვიზიტს.

Zoom-ის მეთოდის არსი

Zoom-ის ტექნოლოგია 2 ეტაპს მოიცავს: კბილის ზედაპირზე სპეციალური გელის აპლიკაცია, რომელიც წყალბადის ზეჟანგს შეიცავს და კბილების დასხივება Zoom-ის პლაზმური ლამპით.

ლამპის შუქის ზემოქმედებით ხდება გელის აქტივაცია, წარმოქმნილი ატომური ჟანგბადი აღწევს კბილის ქსოვილებში, რის ედეგადაც კბილი თეთრდება. აღნიშნული ტექნოლოგიის დიდი პლიუსია ის, რომ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას პირის ღრუს ქსოვილებზე.

ამ ტექნოლოგიის გარდა, სტომატოლოგის არსენალში არის ასევე გათეთრების სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ფოტოგათეთრება. ამ შემთხვევაში გელის აქტივაციისთვის გამოიყენება ლაზერის სხივი. აღნიშნული მეთოდის დროს, პულპის გადახურება ხდება მინიმალურად.

შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის არაა ცნობილი, რომ  კბილების გათეთრება შეიძლება დამოუკიდებლადაც, სახლის პირობებში, ამისათვის უნდა გქონდეთ სპეციალური კაპები და გელი. ეფექტი პროფესიონალური გათეთრების ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობაშია: სტომატოლოგის კაბინეტში ჩატარებული გათეთრების პროცედურა 1-2 საათი გრძელდება, ხოლო სახლის პირობებში კაპების ტარება მოგიწევთ 2-3 კვირის განმავლობაში. თუნდაც სახლის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ეს მეთოდი.

უკუჩვენებად ითვლება ალეგიული რეაქცია წყალბადის ზეჟანგზე, ასევე მინანქრის მომატებული მგრძნობელობა. სახლის პირობებში გათეთრების დროს ადვილად შეიძლება გელი მოხვდეს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, კარიესულ ღრუებში, ყელში. ეს ყოველივე დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან, ამიტომ უნდა იყოთ ზედმიწევნით ყურადღებით ამ პროცედურის ჩატარებისას. უფრო მარტივია გამოიყენოთ პროფესიული დახმარება.

ჩვენს მიერ აღწერილი ტექნოლოგია საშუალებას იძლეევა მხოლოდ ერთ სეანსში მიიღოთ სასურველი შედეგი. ამასთანავე, გელის ძირითად კომპონენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება კარბამიდის პეროქსიდი, რომელიც წყალბადის პეროქსიდისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გათეთრების, მთელი პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კბილების გათეთრების დაგეგმვისას, აუცილებელია პირის ღრუს გამოკვლევა. რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მკურნალობა, ხოლო შემდეგ—- გათეთრების ჩატარება.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/sut-metoda.htm

Zoom-ის ტექნოლოგია

კბილების გათეთრება Zoom-ის ტექნოლოგიით საკმაოდ გავრცელებული სტომატოლოგიური მომსახურებაა ჩვენს დროში, რომელიც ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდიკად ითვლება. პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. პირველადი დათვალიერება— რომელიც მიზნად ისახავს ყველა ღიად მიმდინარე თუ ლატენტური ფორმის ანთებითი პროცესების გამოვლენას. სანამ გათეთრებას შევუდგებით, აუცილებელია ინფექციის ყველა კერის აღმოფხვრა, იქნება ეს კარიესი თუ პაროდონტის დაავადება, რადგან გათეთრების პროცედურა ხშირად ხელს უწყობს მსგავსი პროცესების დაჩქარებას. გარდა ამისა, სტომატოლოგმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბჟენებსა და ხელოვნურ გვირგვინებს, რომლებიც სამწუხაროდ, არ ექვემდებარება გათეთრებას.
  2. კბილების ჰიგიენური წმენდა —- ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა უმრავლესობისთვის იმდენად, რამდენადაც ათავისუფლებს კბილის ზედაპირს ნადებისა და ქვებისგან, რაც მნიშვნელოვანია ეფექტური გათეთრებისთვის. 
  3. გამათეთრებელი გელის აპლიკაცია —- სპეციალური გელი, რომელიც აძლიერებს Zoom-ლაპმის მოქმედებას, თავსდება კბილების ზედაპირზე. გელის მოთავსებამდე კი ექიმი ორივე ყბაზე ამაგრებს სპეციალურ კაპებს, რომელიც გამოყოფს კბილებს რბილი ქსოვილებისგან. გელი მოთავსებული უნდა იყოს მაქსიმალურად თანაბრად, ამაზეა დამოკიდებული მიღებული ერთგვაროვანი ფერი.
  4. გათეთრების დასრულება — ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება სპეციალური ფოტოდამცავი სათვალე, ხოლო ლამპის ფოკუსირება ხდება კბილთა რკალებზე. გამათეთრებელი ეფექტი მიიღწევა ინტენსიური დასხივებით, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

არსებობს Zoom-ის რამდენიმე სისტემა: Zoom, Zoom 2, Zoom 3. პრინციპული განსხვავება მათ შორის არაა, ბოლო თაობის ტექნოლოგია —Zoom 3 უფრო ეფექტურად ითვლება ლამპის მოდერნიზების ხარჯზე.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/texnologiya-zoom3.htm

გამათეთრებელი სისტემა ZOOM-3

“ზუმის” უახლესი მოდელია «ZOOM-2 Advanced Power» ანუ  ZOOM-3, — მესამე თაობის ზუმ-ლამპა, რომელიც კბილების პროფესიონალური გათეთრებისთვის გამოიყენება.
ამ უნიკალური  სისტემის კომპლექტში შედის:

  • გასათეთრებელი მასალების კომპლექტი.
  • ლამპა ZOOM-2 AP, რომლის საშუალებითაც აქტიურდება გამათეთრებელი გელი.

პირველ კომპლექტში შედის:

  1. გამათეთრებელი გელი, რომელიც შეიცავს ამორფული კალციუმს. იგი აღწევს მინანქარში და ამაგრებს მას.
  2. ტუჩების კრემი ფოტოდამცავი ეფექტით.
  3. «relief»-გელი, მინანქრის მომატებული მგრძნობელობისთვის, რომელიც შეიცავს კალციუმის ფოსფატსა და ნატრიუმის ფტორიდს.
  4. 2 ფირფიტა, რისგანაც მზადდება ინდივიდუალური კაპები.
  5. ინდივიდუალური კომპლექტი Night white turbo, რომელიც საჭიროა ეფექტის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სისტემის თითოეული კომპონენტი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის! ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი კომპლექტი გამოიყენება რამდენიმე პაციენტზე, მწარმოებლებმა ლამპაში ჩაამონტაჟეს სპეციალური ჩიპი, რომელიც ავტომატურად ბლოკავს ხელსაწყოს 3-ჯერ გამოყენების შემდეგ, რაც შეესაბამება 1 პროცედურას (3-ჯერადი ციკლი თითოეული 15 წუთის ხანგრძლოვობით).

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/sistema-Zoom3.htm