1. თქვენი ჯაგრისის ადგილმდებარეობა 2 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რომ ჩარეცხვისას ჰაერში გაფანტულმა ბაქტერიებმა ვერ მიაღწიონ მის ზედაპირამდე.
2. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ლურჯ ჯაგრისს, ყველაზე იშვიათად წითელს (თუმცა მე პირადად თითქმის ყოველთვის წითელი ჯაგრისი მაქვს 🙂 )
3. არსებობს ადამიანი, რომლის სამუშაოსაც წარმოადგენს პრინცი ჩარლზის ჯაგრისზე კბილის პასტის მოთავსება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ბრიტანეთის Continue reading “იცით თუ არა რომ…”


სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვედება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება (თითქმის ყოველი მესამე), ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა პრაქტიკულად ღრძილის დონემდე, თუკი დროულად არ მოხდება ზომების მიღება.
თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
