როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.  Continue reading “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…” →

იცით თუ არა რომ…

1. თქვენი ჯაგრისის ადგილმდებარეობა 2 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რომ ჩარეცხვისას ჰაერში გაფანტულმა ბაქტერიებმა ვერ მიაღწიონ მის ზედაპირამდე.

2. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ლურჯ ჯაგრისს, ყველაზე იშვიათად წითელს (თუმცა მე პირადად თითქმის ყოველთვის წითელი ჯაგრისი მაქვს 🙂 )

3. არსებობს ადამიანი, რომლის სამუშაოსაც წარმოადგენს პრინცი ჩარლზის ჯაგრისზე კბილის პასტის მოთავსება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ბრიტანეთის Continue reading “იცით თუ არა რომ…” →

ვერაგი ჰერპესი

მტკივნეულლი გამონაყარი ტუჩზე — ჰერპეს-ვირუსის გამოვლინება — ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, არამედ ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსი ხანდაზმულობისას — დაადგინეს ბრიტანელმა მკვლევარებმა.

სწორედ ჰერპეს-ვირუსი უწყობს ხელს ბეტა-ამილოიდის კონგლომერატების წარმოქმნას, რომელიც თავის მხრივ ტვინის ქსოვილში ალცჰეიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნეირო დეგენერაციულ დაზიანებებს იწვევს. მკვლევართა ჯგუფმა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ რუფ იცხაკის ხელმძღვანელობით, რომელიც ალცჰეიმერით დავადებულებს იკვლევდა, მათ 90%-ში აღმოაჩინა I ტიპის ჰერპეს-ვირუსი ცილოვან კონგლომერატებში.

პროფესორის განცხადებით, თუკი ახალგაზრდა ასაკში ჰერპესი შეიძლება არ Continue reading “ვერაგი ჰერპესი” →

რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება. Continue reading “რატომ ვარდება ბჟენები?” →

კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი

bruxismსპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვედება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება (თითქმის ყოველი მესამე), ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა პრაქტიკულად ღრძილის დონემდე, თუკი დროულად არ მოხდება ზომების მიღება. Continue reading “კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი” →

ბზარები კბილებზე

bzarebi1თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით,  უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
კბილის მფარავი მინანქარს პრაქტიკულად არ აქვს შეგრძნების უნარი. და მაშასადამე მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება. Continue reading “ბზარები კბილებზე” →

რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?

kabineti1

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. Continue reading “რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?” →