სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვედება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება (თითქმის ყოველი მესამე), ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა პრაქტიკულად ღრძილის დონემდე, თუკი დროულად არ მოხდება ზომების მიღება. Continue reading “კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი”
lib.ge-ზე ჩემთვის აქამდე უცნობი პოეტის — ანა გრიგის ლექსებში შემთხვევით აღმოვაჩინე საინტერესო და მოულოდნელი თემატიკის ლექსი : ))
ანა გრიგი
р а с с в е т !не исчезал
он просто вытек
из-неба-над-театромминуты 2 назад
он смешался
с
липким
запахом
дантиста
минуты 2 назад
про-спешившего
в свой чёрный кабинет
!р о м а н т и к а исчезла:
л ю б о в ь и з у б ы
н е с о в м е с т и м ы
———————————
პ.ს. ფინალმა დამაფიქრა ცოტა არ იყოს.
თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
კბილის მფარავი მინანქარს პრაქტიკულად არ აქვს შეგრძნების უნარი. და მაშასადამე მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება. Continue reading “ბზარები კბილებზე”

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. Continue reading “რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?”
მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.
მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. Continue reading “როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა”
ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. Continue reading “რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?”

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა. Continue reading ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია”
