კარიესის მკურნალობა ექიმის გარეშე: მითი თუ რეალობა

თუ კარიესი შენიშნეთ, სტომატოლოგის გეშინიათ და გარეთ კი 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია გუგლს მიმართავთ რჩევისთვის. ის კი უამრავ რესურსს შემოგთავაზებთ, სადაც მავანნი “დამაჯერებლად” გიზიარებენ თავის გამოცდილებას, თუ როგორ იმკურნალეს კარიესი ექიმის გარეშე. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მდგომარეობაში ბევრია, ასეთი რესურსები კი ტრეფიკზე ანუ ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობენ და თუ წყარო კვლევის შედეგს არ წარმოადგენს, მინიმუმ დროს დაკარგავთ კარიესული ღრუს სასწაულებრივი ამოვსების მოლოდინში. მეორე რიგში კი… Continue reading “კარიესის მკურნალობა ექიმის გარეშე: მითი თუ რეალობა”

Advertisements

“სინჯარის” კბილები

ადამიანის კბილი ბევრად უფრო რთულადაა “მოწყობილი” ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ქსოვილოვანი ინჟინერიის სპეციალისტები მიაღწევენ დაკარგული კბილები ჩაანაცვლონ ახლით, მაშინ მომავალში სხვა, უფრო რთული ორგანოების რეგენერაციაც შესაძლებელი იქნება.

ახალი, სრულფასოვანი კბილის შესაქმნელად მუშაობისას, მეცნიერები ახდენენ ემბრიონალურ დონეზე მიმდინარე პროცესების იმიტირებას. ალერნატიული მეთოდი ორია: ახალი Continue reading ““სინჯარის” კბილები”

იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.