ფლოსი თუ ირიგატორი?

კბილებს შორის ანუ ინტერდენტალური სივრცეების წმენდა პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე, ანუ მხოლოდ კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიული ნადების დიდი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები — ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ან ყველა ერთად, იმისდა მიხედვით 

Continue reading “ფლოსი თუ ირიგატორი?”

Advertisements

ხიდი თუ იმპლანტი?

dental-implants-300x200დენტალური იმპლანტაცია რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა იმპლანტაციის ტექნიკა და დამხმარე საშუალებები. მიუხედავად ფასისა და ქირურგიული პროცედურის საჭიროებისა, დღესდღეობით კბილის ამოღების შემდეგ მისი აღდგენის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. აი რამდენიმე მიზეზი ერთეული დანაკლისი კბილის შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს იმპლანტს ხიდთან შედარებით: Continue reading “ხიდი თუ იმპლანტი?”

ჰალითოზი — უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. მიზეზები და გამოსავალი.

ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.

ჰალითოზის მექანიზმის გაგება საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასთან ბრძოლის მეთოდები როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში.

უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეორე ტიპის ჰალითოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვების დაავადებებს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები).

უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. გარდა ამისა, დამახასიათებელი სუნის მქონე ნივთიერებები შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში (მაგ. ნიორი, ხახვი, სანელებლები). ასეთი ალიმენტური ანუ საკვებისმიერი ჰალითოზი არაა დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.

ბაქტერიების მიერ გამოყენებული ამინომჟავების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ამიტომ ჰალითოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა.

ასევე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება ე.წ. ჩირქოვანი “საცობები”. მათი შემჩნევა ადვილია ხახის დათვალიერებისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰალითოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები + ამინომჟავები. ამინომჟავების წყარო შეიძლება იყოს როგორც საკვებში შემავალი ცილები, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი პროდუქტები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს. ამიტომ ყველა ის უბანი პირის ღრუში, სადაც ეს ორი პირობაა, შეიძლება იყოს ჰალითოზის წყარო — ენის ზურგზე არსებულ ხაოებს შორის სივრცეები, პაროდონტის დაავადებისას არსებული პათოლგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ნუშურა ჯირკვლის ლაკუნები. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდის მიზანი უნდა იყოს ასეთი სივრცეების ელიმინაცია, ჟანგბადით გამდიდრება, პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.

ჰალითოზის წინააღმდეგ ყველაზე აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც მოიცავს:

  1. კბილების გახეხვას დღეში 2-3ჯერ სწორი ტექნიკით და ხარისხიანი ჯაგრისით. ამასთან, ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დროულად
  2. ფლოსის ან ირიგატორის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება პაროდონტალური ჯიბეების და კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას.ირიგატორი
  3. პირის ღრუს სავლების ყოველდღიური გამოყენება, რაც ემსახურება პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
  4. ენის საწმენდის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებით მდიდარი ნადების მოშორებას.

პირის ღრუს სანაცია — კარიესული კბილების მკურნალობა, სათანადო კბილების ექსტრაქცია, აუცილებელია ბაქტერიებისა და ნადების სარეტენციო სივრცეების შესამცირებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის გარდა აუცილებელია რეგულარული პროფესიული ჰიგიენა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადება აწუხებს — ქვებისა და ნადებების მოშორება, კბილისა და ფესვების გაშიშველბული ზედაპირების გაპრიალება.

მათთვის, ვისაც ჰალითოზი აწუხებს მიზანშეწონილია სუფთა სასმელი წყლის (და არა წვენების ან გაზიანი სასმელების) ხშირი მიღება, რადგან წყალი გარდა იმისა რომ ბაქტერიებსა და ნადებს ჩამორეცხავს, ასევე მიაწოდებს ჟანგბადს რეტენციულ უბნებს, რაც ხელს უშლის ანაერობული ბაქტერიების აქტივობას.

ასევე რეკომენდებულია საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ  არამარტო მისი მადეზოდორირებელი თვისების გამო არომატული დანამატების წყალობით, არამედ იგი ხეწლს უწყობს ნერწყვის გამოყოფას ღეჭვის პროცესში, რომელიც ჩამორეცხავს საკვების ნაწილაკებს.

ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა. მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

ღრძილების დაავადება — საფრთხე მომავალი დედებისთვის

ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომავალი დედები სათანადოდ არ აფასებენ პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობს. ახალი კვლევების თანახმად, ორსულობის დადგომა პრობლემატურია იმ ქალებში, რომლებსაც ღრძილების დაავადება აწუხებთ.

ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე პროფესორმა როჯერ ჰარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  პაროდონტის დაავადება ისეთივე გავლენას ახდენს ქალთა ნაყოფიერებაზე, როგორც სიმსუქნე. Continue reading “ღრძილების დაავადება — საფრთხე მომავალი დედებისთვის”

ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე

By Dr. Todd Welch

ღრძილების დაავადების პირველი ნიშნების ცოდნა და გამოვლენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კბილების დაკარგვის მიზეზთა დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. გადა ამისა, ბოლო წლებში ბევრს წერენ მის კავშირზე ბევრ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან, მაგალითად გულის დაავადებები.

თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ან ჰქონია ღრძილების პრობლემა ცხოვრების გარვეულ ეტაპზე, გარკვეული ხარისხით. მისი დროულად გამოვლენა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები. Continue reading “ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე”

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი

გამოკითხვა: “იყენებთ თუ არა ფლოსს?”

მონაწილეთა რაოდენობა: 257

შედეგი:

  1. კი, რეგულარულად — 28,02%
  2. კი, ზოგჯერ — 22,18%
  3. არა — 17,51%
  4. ეგ რა არის? — 32,3

რა არის ფლოსი?

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრისთან ერთად და გამოიყენება კბილთაშორისი და ღრძილქვეშა სივრცეების გასაწმენდად, რომელიც მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის. მისი გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს ამერიკაში  Continue reading “ფლოსი ანუ დენტალური ძაფი”

… ასე თვლიან სტომატოლოგები

ცოტა ხნის წინ წავაწყდი ინტერნეტში, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი სტომატოლოგები თავიანთ პაციენტებზე, რას ურჩევენ მათ და რის შესახებ აფრთხილებენ. გადავწყვიტე მეთარგმნა და თქვენთვის გამეზიარებინა.

„საკმაოდ ბევრი განათლებული, ერუდირებული ადამიანიც კი თვლის, რომ თუკი პირის ღრუში არაფერი სტკივა, ყველაფერი კარგადაა. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონეც არაა მტკივნეული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული Continue reading “… ასე თვლიან სტომატოლოგები”