ყველამ კარგად ვიცით რამდენად აუცილებელია დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვა ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შესანარჩუნებლად. მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს ფლოსს ანუ კბილის ძაფს გახეხვის შემდეგ. არადა ამის გარეშე კბილების საერთო ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება და ნადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ფლოსი აღწევს და წმენდს იმ ადგილებს, რასაც ჯაგრისი ვერ წვდება.
უმეტესობას ფლოსი არ უყვარს. ზოგი თვლის რომ მოუხერხებელია, ზოგი თვლის რომ ტრავმულია და ღრძილებს აღიზიანებს, ზოგს დრო არ ყოფნის ფლოსით გასაწმენდად. იქნებ უბრალოდ არასწორად ირჩევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰიგიენურ საშუალებას?
ფლოსის ბევრი სახეობა არსებობს. კიდევ უფრო მეტი — მისი მწარმოებელი. აფთიაქში ან სუპერმარკეტში მისი არჩევა ნამდვილი დილემაა, თუ დაახლოებით მაინც არ ვიცით რა სახეობის ფლოსი გვჭირდება.ზოგადად, ყველაზე ეფექტურად ითვლება გაუსანთლავი ფლოსი ანუ რომელიც ცვილით არაა დაფარული. გასანთლულთან შედარებით მისი ცალკეული ბოჭკოები უკეთესად წმენდს კბილის ზედაპირს. თუმცა ნებისმიერი სახის ფლოსი ნამდვილად ჯობია მის გამოუყენებლობას.
თუ უკანა, საღეჭი კბილებთან მიდგომა პრობლემატურია, ამ შემთხვევაში სპეციალური ტარით აღჭურვილი ფლოსი დაგეხმარებიათ. როგორიცაა მაგალითად Listerine UltraClean Access Flosser.
თუ კბილები ძალიან მჭიდროდაა განლაგებული და ფლოსის მოთავსება გიჭირთ, მაშინ Oral-B Satin Tape ან Oral-B Glide Pro-Health გამოგადგებათ.
თუ ხიდი გაქვთ ან ბრეკეტი და ფიქრობთ, რომ ფლოსი აქ არ გამოგადგებათ, ცდებით, რადგან არსებობს სპეციალური ფლოსი ასეთი შემთხვევისთვის — Oral-B Super Floss. მას გააჩნია რბილი და სქელი მუშა ნაწილი, რომელიც კარგად აშორებს დიდი რაოდენობით ნადებსაც კი და ასევე მყარი ნაწილი, რომლის საშუალებითაც მისი გადატარება ხიდის ან ბრეკეტის ქვეშ მოსახერხებელია.
თუ დრო არ გაქვთ კბილების გახეხვის შემდეგ გამოიყენოთ ფლოსი, შეგიძლიათ ეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში გააკეთოთ. მთავარია დღეში ერთხელ მაინც მოახერხოთ. ასეთი ფლოსი-ჩხირები მოსახერხებელია ჩანთაში ან სამსახურში, მაგიდის უჯრაში შესანახად. შეგეძლებათ გამოიყენოთ, როცა დრო გექნებათ.