კბილების გათეთრების ეტაპები —- ZOOM 3

გთავაზობთ სტატიების ციკლს კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ZOOM-ის სისტემის გამოყენებით.

გათეთრების პროცედურის დაწყების წინ, ექიმი განსაზღვრავს მინანქრის ნატურალურ ფერს და შეაქვს მონაცემები სპეციალურ ბარათში. ფერი განისაზღვრება სპეციალური — Vita-ს შკალით. გათეთრების დამთავრების შემდეგ კი, ახალი მონაცემები კვლავ შეაქვთ ბარათში, თვალსაჩინო შედარებისთვის.
შემდეგ ეტაპზე ხდება ღრძილების და ლოყების იზოლაცია კბილებისგან, რათა გამოირიცხოს გელის მოხვედრა რბილ ქსოვილებზე.
გელი, რომელიც თავსდება კბილების ზედაპირზე, შეიცავს დაახლოებით 25% წყალბადის ზეჟანგს, რომელიც ზუმ-ლამპის ზემოქმედებით გადაიქცევა ატომურ ჟანგბადად. შედეგად ხდება ქიმიური რეაქცია: გელი აღწევს კბილის ქსოვილში, ზემოქმედებს პიგმენტზე და ხდის მას გამჭვირვალეს და წყალში ხსნადს.
რეკლამას თუ დავუჯერებთ, “ზუმით” შეიძლება მთელი 8 ტონით კბილის ფერის გაღიავება, მაგრამ ეს ცოტა გადაჭარბებულია.
როგორც წესი, კბილები თეთრდება 3-4 ტონით, იმისდამიხედვით როგორია საწყისი ფერი და ქსოვილის სტრუქტურა.
თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის ხელოვნური კონსტრუქცია (ვინირი, ბჟენი, გვირგვინი, ხიდი), მათი გათეთრება მხოლოდდამხოლოდ მათი შეცვლით შეიძლება.
ასეთ შემთხვევაში ჯერ ტარდება გათეთრების პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფერის შერჩევა ახალი ვინირისა თუ გვირგვინისთვის.
ზუმ-ლამპით გათეთრების პროცედურა საკმაოდ მარტივი, სწრაფი და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთდერთი, რისთვისაც მზად უნდა იყოთ, ეს მინანქრის მგრძნობელობის მომატებაა. პირველი 2 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება “თეთრი დიეტა” —- არ შეიძლება ფერადი საკვების და სასმელის გამოყენება: შავი ჩაი, ყავა, ჭარხალი, სოიოს პროდუქტები და სხვა. რეკომენდებულია თავის შეკავება სხვადასხვა მჟავის შემცველი პროდუქტებისგან: ციტრუსები, ახალი ხილი და ა.შ. რათა არ მოხდეს მინანქრის მგრძნობელობის პროვოცირება. ნუ იღელვებთ, ეს მხოლოდ დროებითია __ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომატებული მგრძნობელობა გაივლის.
რაც შეეხება გარემოებებს, რომლის დროსაც არ შეიძლება გათეთრების ჩატარება, არც ისე ბევრია:

  1. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (კბილების გატეთრებას ყოველთვის მოსაწრებთ, არ ღირს ამის გაკეთება ორგანიზმისთვის ისედაც რთულ პერიოდში).
  2. წყალბადის პეროქსიდზე ალერგია.
  3. მოზარდობის პერიოდი (გათეთრება არაა რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, იმდენად რამდენადაც ჯერ არაა დასრულებული ფესვის მწვერვალების ფორმირება).
  4. ბრეკეტების ტარებისას (ადვილი მისახვედრია, რომ მინანქრის ზედაპირი არათანაბრად გათეთრდება).
  5. მინანქრის ეროზია.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/etapi-Zoom3.htm

ერთჯერადი ნივთები სტომატოლოგიაში

სტომატოლოგთან ვიზიტის შიშს ტკივილის გარდა ხშირად განაპირობებს ინფექციების შიში. თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების და ერთჯერადი ნივთებს წყალობით ჯვარედინი დაინფიცირების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

შევეცდები შევადგინო იმ ერთჯერადი ნივთების სია, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიურ კაბინეტში:

1. შპრიცი ან ნემსი, რომელიც სპეციალური  მეტალის კორპუსს ეხრახნება. მასში მოთავსებულია კარპულა ანუ კონტეინერი ანესთეტიკით.

2. გულსაფარი, რომელიც პროცედურის დროს უკეთია პაციენტს — შეიძლება იყოს ქაღალდის ან პოლიეთილენის.

3. ნერწყვგამწოვი — თანამედროვე დანადგარებს პლასტმასის ნერწყგამწოვები ემაგრება, რომელიც ერთჯერაადია. თუმცა ძველი მოდელის სტომატოლოგიურ სავარძლებს მეტალის ნერწყვგამწოვები ჰწონდა, რომელიც ჩვეულებრივი წესით სტერილდებოდა, როგორც ინსტრუმენტი.

4. მტვერსასრუტი (პილასოსი) —- გამოიყენება კბილის დამუშავებისას გამოყოფილი მტვრისა და წყლის, ასევე გამოყენებული ქიმიური საშუალებების ასპირაციისთვის.

5. კოფერდამის ლატექსი — კოფერდამის სისტემა სამუშაო ველის იზოლაციისთვის გამოიყენება.

6. ხელთათმანები — ექიმი უნდა იცვამდეს უშუალოდ პროცედურის წინ, არ უნდა იბანდეს ხელთათამანიან ხელს, არ უნდა ეხებოდეს გარეშე საგნებს (ტელეფონს, ბლოკნოტს და ა.შ.)

7. ნიღაბი ან პირბადე.

8. ცელოფნის შალითები — ხშირად გამოიყენება ჰელიოლამპაზე, ნერწყვგამწოვის და მტვერსასრუტის ტარზე, ბორმანქანის სახელურებზე წამოსაცმელად, ანუ ყველა იმ ზედაპირზე, რომელსაც ექიმი ეხება პროცედურის დროს.

9. ჭიქა პირის ღრუს გამოსავლებად.

10. ბახილები —- ფეხზე წამოსაცმელი პოლიეთილენის შალითა, რომელიც იხმარება სისუფთვის დასაცავად სტომატოლოგიური კაბინეტში.

გარდა ამისა, არის უამრავი ერთჯერადი საშუალება, რომელიც მკურნალობის პროცესში გამოიყენება დროის დაზოგვისა და მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია  ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს. Continue reading “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა”

ღიმილის დიზაინი

როგორ “შევარჩიოთ” ღიმილი, რომელიც განუმეორებელს გაგვხდის? საქმე იმაშია, რომ ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა მხატვრული რესტავრაცია და ფაიფურის ვინირები სტომატოლოგს საშუალებას აძლევს  ეფექტურად შეცვალოს კბილების ფერი, ფორმა, ზომა და მდებარეობა.

ლამაზი ღიმილის რამდენიმე მახასიათებელი:
• სიმეტრიულობა. ყველა კბილი დგას თავის ადგილას.
• კბილების ნატურალური ფერი და ბზინვარება. Continue reading “ღიმილის დიზაინი”

… ასე თვლიან სტომატოლოგები

ცოტა ხნის წინ წავაწყდი ინტერნეტში, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი სტომატოლოგები თავიანთ პაციენტებზე, რას ურჩევენ მათ და რის შესახებ აფრთხილებენ. გადავწყვიტე მეთარგმნა და თქვენთვის გამეზიარებინა.

„საკმაოდ ბევრი განათლებული, ერუდირებული ადამიანიც კი თვლის, რომ თუკი პირის ღრუში არაფერი სტკივა, ყველაფერი კარგადაა. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონეც არაა მტკივნეული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული Continue reading “… ასე თვლიან სტომატოლოგები”

სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?”

როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.  Continue reading “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…”