პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე  ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.

აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის: Continue reading “პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან”

ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე

By Dr. Todd Welch

ღრძილების დაავადების პირველი ნიშნების ცოდნა და გამოვლენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კბილების დაკარგვის მიზეზთა დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. გადა ამისა, ბოლო წლებში ბევრს წერენ მის კავშირზე ბევრ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან, მაგალითად გულის დაავადებები.

თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ან ჰქონია ღრძილების პრობლემა ცხოვრების გარვეულ ეტაპზე, გარკვეული ხარისხით. მისი დროულად გამოვლენა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები. Continue reading “ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე”

Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა

esteemdental-7

ისეთი მტკიცე ქსოვილიც კი, როგორიც კბილის მინანაქარია დროთა განმავლობაში კარგავს იმ მინერალებს (დემინერალიზაცია), რომლებიც მის სიმტკიცეს განაპირობებენ. ეს უმთავრესად საკვებში შემავალი მჟავების გავლენით ხდება,  და რომ არ არსებობდეს ერთგვარი ბალანსი პირის ღრუში, კბილებს ახალგაზრდა ასაკში დავკარგავდით.

დაკარგულ მინერალებს მინანქარი უმთავრესად ნერწყვიდან აღიდგენს. გარდა ამისა ნერწყვი ჩამორეხცხავს მისი ზედაპირიდან საკვების ნარჩენებს, რომლის დაშლის შედეგად ბაქტერიების მიერ ასევე მჟავები წარმოიქნება. მათი Continue reading “Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა”

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი

გამოკითხვა: “იყენებთ თუ არა ფლოსს?”

მონაწილეთა რაოდენობა: 257

შედეგი:

  1. კი, რეგულარულად — 28,02%
  2. კი, ზოგჯერ — 22,18%
  3. არა — 17,51%
  4. ეგ რა არის? — 32,3

რა არის ფლოსი?

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრისთან ერთად და გამოიყენება კბილთაშორისი და ღრძილქვეშა სივრცეების გასაწმენდად, რომელიც მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის. მისი გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს ამერიკაში  Continue reading “ფლოსი ანუ დენტალური ძაფი”

კბილების ლაზერული გათეთრება

კბილების გათეთრების მეთოდებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა ლაზერით გათეთრება, თუმცა ამასთანავე ყველაზე ძვირადღირებულიცაა. ძალიან ხშირად ამ მეთოდს ურევენ ფოტოგათეთრებაში (ZOOM-ის მეთოდი) არა მხოლოდ პაციენტები, არამედ სტომატოლოგიური კლინიკებიც.

ლაზერული გათეთრება ხასიათდება მთელი რიგი თვისებებით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ფოტოგათეთრებასთან შედარებით.

პროცედურა იგივენაირად ტარდება, როგორც  ZOOM-ის მეთოდით გათეთრება, იმ განსხვავებით, რომ გელი, რომელიც მინანქრის ზედაპირზე თავსდება შეიცავს სპეციალურ მცენარეულ პიგმენტს. მას გააჩნია ლაზერის გამოსხივების აბსორბირების უნიკალური უნარი, რაც განაპირობებს ატომური ჟანგბადის უფრო ღრმა შეღწევადობას ( გათეთრების ეფექტი 8-12 ტონი) და პროცედურის უფრო ხანმოკლე მიმდინარეობას (დაახლ. 30 წთ).  მიღებული ეფექტი პრაქტიკულად მუდმივია, კბილების სწორი მოვლის შემთხვევაში. რამდენიმე წლის (5-6) შემდეგ მოსალოდნელია მინანქრის რამდენიმე ტონით გამუქება, რაც გარეშე თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა პირვანდელი ფერი აღარასოდეს აღდგება.

ლაზერის სხივის მოქმედება იმპულსური და ლოკალურია, რის გამოც გამორიცხულია რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება და დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას.

ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ზუსტად შეარჩიოს სხივის ინტენსივობა და დროის ხანგრძლივობა. ამის გამო მინანქრის სტრუქტურის ცვლილება არ ხდება და შესაბამისად არც მგრძნობელობა მატულობს.  ZOOM-ის მეთოდისგან განსხვავებით, პროცედურის შემდეგ მინანქარი ისეთივე გლუვი და პრიალაა, როგორც პროცედურამდე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ZOOM-ის მეთოდით გათეთრებისას გამოყენებულ გელში ამორფული კალციუმის ფოსფატის დამატებით მკვეთრად შემცირდა მგრძნობელობის მომატების ალბათობა. იგი მინანქრის ზედაპირზევე კრისტალდება და ავსებს წარმოქმნილ ფორებს, რის გამოც მინანქრის შეღწევადობა, და შესაბამისად მგრძნობელობაც, მცირდება.

გათეთრების ყველა არსებული მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, მაგრამ სამკურნალო ეფექტი მხოლოდ აღნიშნული მეთოდისთვისაა დამახასიათებელი, რაც განპირობებულია ლაზერული სხივის ბაქტერიოციდული და შესაბამისად კარიესის საპროფილაქტიკო მოქმედებით.

იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.

“ჯადოსნური ჯოხი” ტკივილის წინააღმდეგ

ეს სტატია განკუთვნილია ექიმებისთვის, ამიტომ  სპეციფიკური ტერმინოლოგია  ზოგისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს . რაც დაგაინტერესებთ, იკითხეთ კომენტარის სახით. არ დამეზარება, გიპასუხებთ 🙂

დამეთანხმებით, უმტკივნეულო ანესთეზიის ფაქტორი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მომავალში შევეცდები ცალკე სტატიად ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს ანესთეზიის ჩატარებისას. ერთერთი ასეთი მიზეზია წნევა, რომელიც პრეპარატის ქსოვილში შეყვანისას ხორციელდება.

მინდა “გაგაცნოთ” კომპანია MILESTONE SCIENTIFIC-ის პროდუქტი, რომელიც ერთერთ გამოფენაზე ვნახე და შეუცვლელ  ნივთად ჩავთვალე სტომატოლოგიურ კაბინეტში. 

STA Single Tooth Anesthesia System® —- ესაა ბლოკი, რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას და ერთჯერად საინექციო მოწყობილობას, რომელსაც მისი ფორმის გამო “Wand” ანუ “ჯადოსნური ჯოხი” ეწოდება.პროცესორის საშუალებით კონტროლდება შესაყვანი ანესთეტიკის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე, შესაბამისად კი —- წნევა, რაც ინექციის პროცედურას უმტკივნეულოს ხდის. ექიმი პროცესს სპეციალური პედლის საშუალებით არეგულირებს.

STA სისტემა  საშუალებას იძლევა ინტრალიგამენტური ანესთეზიის მეთოდით ჩატარდეს მხოლოდ ერთი კბილის გაუტკივარება. მაგალითად ქვედა ყბაზე მანდიბულური ან ტორუსული ანესთეზიის მაგივრად, როცა მხოლოდ ერთი კბილის პრეპარირებაა საჭირო.

ჩვეულებრივი გზით ჩატარებული ინტრალიგამენტური ანსეთეზია ყველამ ვიცით როგორ მტკივნეულ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს პრეპარატის შეყვანა უნდა ხდებოდეს დიდი წნევით, რაც ხშირად პერიოდონტის და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს.  STA-სისტემაში გამოყენებული ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა პროცედურა უსაფრთხოდ ჩატარდეს.

კვლევებით დადგინდა, რომ ფიზიკის კანონების თანახმად საინექციო ნემსის თავის ირიბი ჭრილი  ცდომილებას იძლევა რბილ ქსოვილებში მისი სწორხაზოვნადგადაადგილებისას . მაგალითად,  0,4მმ X 30მმ ზომის ნემსი “დანიშნულების ადგილს” 5 მმ-ით სცდება.  “Wand”-ის შემქმნელების მიერ შემუშავებულია სპეციალური — ბურთულიანი კალმის მსგავსი დიზაინი, რაც ამცირებს ცდომილებას.

“Wand”-ის დიზაინი მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული შპრიცისაგან, ამის გამო თავიდანვე პაციენტის კეთილგანწყობას იმსახურებს, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

STA-სისტემაში  გამოიყენება ნებისმიერი ანესთეტიკი კარპულის სახით.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე :  www.milesci.com