ძვირფასო მეგობრებო!

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც ემსახურება პაროდონტის დაავადების გავრცელების გამოვლენას საქართველოს მოსახლეობაში.

კითხვარი სულ 5 შეკითხვას მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ მისი შევსება. გამოკითხვა ანონიმურია. გამოკითხვა ტარდება “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით. Continue reading

როგორ ავარჩიოთ ფლოსი?

ყველამ კარგად ვიცით რამდენად აუცილებელია დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვა ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შესანარჩუნებლად. მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს ფლოსს ანუ კბილის ძაფს გახეხვის შემდეგ. არადა ამის გარეშე კბილების საერთო ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება და ნადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება.  ფლოსი აღწევს და წმენდს იმ ადგილებს, რასაც ჯაგრისი ვერ წვდება.

Continue reading “როგორ ავარჩიოთ ფლოსი?”

“ბოტოქსი” სტომატოლოგიაში


დღეს სულ უფრო მეტი სტომატოლოგი იყენებს “ბოტოქსის” ინექციებს ყბა-სახის მიდამოში კოსმეტიკური თუ თერაპიული მიზნით. სახის ესთეტიკის გასაუმჯობესებლად “ბოტოქსის” დანიშნულება ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად იგი ეფექტური საშუალებაა კუნთების ჰიპერფუნქციით გამოწვეული ტკივილის მოსახსნელად და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ. 
Continue reading ““ბოტოქსი” სტომატოლოგიაში”

რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?

დავიწყოთ იმით, თუ რა არის pH ბალანსი. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ რამდენად შეუძლია სითხეს მჟავას განეიტრალება. პირის ღრუში კი, როგორც ვიცით უამრავი სახის მჟავა ხვდება საკვებთან და სასმელთან ერთად. გარდა ამისა მჟავები წარმოიქნება ბაქტერიების მიერ საკვების ნარჩენების გადამუშავებისას. მჟავა აზიანებს  კბილის მინანქარს, ახდენს მის დემინერალიზაციას და შედეგად ვითარდება კარიესი. ამიტომ ამ მჟავების განეიტრალება პირის ღრუში ძალიან მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკისათვის. Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?”

“ღრმა გაწმენდა”: როდის არის საჭირო?

ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით  მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.

Continue reading ““ღრმა გაწმენდა”: როდის არის საჭირო?”

პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები

ბავშვობაში ჩანერგილი რწმენა, რომ ბაქტერიები ბოროტი უხილავი არსებებია და დაავადებასთან ასოცირდება ბევრ ჩვენგანს დღემდე მოჰყვება. ამ რწმენიდან გამომდინარე კი მიგვაჩნია, მათგან თავდაცვის საუკეთესო გზა მათი განადგურებაა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. Continue reading “პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები”

ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

თუ რომელიმე ზოგადი დაავადება გაწუხებთ და გარკვეულ პრეპარატს იღებთ მუდმივად, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი სტომატოლოგი, რადგან ეს გარემოება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ამჯერად ოსტეოპოროზზე გვექნება საუბარი. Continue reading “ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა”